News
მარიამ ქვრივიშვილი: „ისტორიული შედეგია, რომ 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოწინავეა ევროპის ქვეყნები“
Published Date: 2025-09-26
მარიამ ქვრივიშვილი: „ჩვენი სამინისტრო იქნება ყველა ინვესტორის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი“
Published Date: 2025-09-26
მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს, ესაა საძირკველი, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბიზნეს ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს.
Published Date: 2025-09-26
მარიამ ქვრივიშვილი: „ეკონომიკური ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებითა და პროგნოზებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის“
Published Date: 2025-09-26
„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ბიზნესთან, უკუკავშირის მიღება იმისთვის, რომ შევძლოთ გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც, პირველ რიგში, დადებითაც აისახება კომპანიების და ყველა იმ ადამიანის სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე“ - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები.“ საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა.
როგორც კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი ღირებულებაა დიალოგზე, კომუნიკაციაზე და ბიზნესთან კონსულტაციაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.
„კარგად გვესმის, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური, მდგრადი, მაგრამ ამავდროულად განჭვრეტადი გარემო - სწორედ ჩვენი სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ბიზნესისთვის ასეთი გარემო, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური რეალობის მიღმა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას ქმნის ბიზნესის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რაზეც ჩვენ ვიზრუნებთ - ერთი მხრივ, გვაქვს მუდმივი დიალოგი კერძო სექტორთან, თუმცა, გამოვყოფ სამ ძირითად ფაქტორს, რაც მივიღეთ უკუკავშირად: სტაბილურობა და განჭვრეტადობა, არსებული ბიუროკრატიული მექანიზმების გამარტივება და გადაწყვეტილებების პროცესის აჩქარება, ასევე საერთო ხედვებზე დაფუძნებული სტრატეგია სექტორებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
პანელური დისკუსია „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის მოდერატორობით წარიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ასევე „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბუცხრიკიძემ და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
მარიამ ქვრივიშვილი: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ისეთი გარემო, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას ქმნის ბიზნესის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის“
Published Date: 2025-09-26
მარიამ ქვრივიშვილი: „ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური, მდგრადი და ამავდროულად განჭვრეტადი გარემო, სამინისტროს მთავარი ამოცანაც სწორედ ასეთი გარემოს უზრუნველყოფაა“
Published Date: 2025-09-26
ვახტანგ ცინცაძე: „2025 წლის განმავლობაში, EBRD-ის მიერ 2,4 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი“
Published Date: 2025-09-26
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Published Date: 2025-09-22
სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ქალაქ ალმათში, საერთაშორისო გამოფენაზე, თანამედროვე სამთო ტექნოლოგიებს და ინოვაციურ აღჭურვილობას გაეცნენ
Published Date: 2025-09-20
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა
Published Date: 2025-09-20
2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის საერთო ღირებულებამ 565.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
Published Date: 2025-09-20
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები სასწავლო ტურით პორტუგალიაში იმყოფებოდნენ
Published Date: 2025-09-20
მარიამ ქვრივიშვილი: „ORBI Continental გამორჩეული, მასშტაბური პროექტია ბევრი პარამეტრით - მათ შორის 300 მლნ დოლარის ინვესტიცია და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“
Published Date: 2025-09-18
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების საერთო ვადები შემცირდა
Published Date: 2025-09-18