News
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო JP Morgan-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში
Published Date: 2025-09-18
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო მაღალტექნოლოგიური, გლობალური და ინოვაციური სტარტაპების ჰაბად ჩამოყალიბდეს
Published Date: 2025-09-17
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ბათუმის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და აეროპორტის გაფართოების ახალ პროექტსაც გაეცნო.
ბათუმის აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავდა კრიტიკულ ზონებში, 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას, ასევე გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია მგზავრთა დახვედრისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას TAV Georgia-ს ბათუმში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული.
„ბათუმი და მთლიანად აჭარა საქართველოს მზარდი საკურორტო მიმართულებაა. 2025 წლის ბოლოსთვის, პირველად ისტორიაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური მგზავრთნაკადი რეკორდულ მაჩვენებელს - 1,2 მლნ-ს გადააჭარბებს. 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 840,893 მგზავრს მოემსახურა, რაც 32%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ასევე გაიზარდა ფრენების სიხშირე 45 პროცენტით. ამჟამად, ბათუმის აეროპორტში ფრენებს ახორციელებს 22 ავიაკომპანია 24 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 160 სიხშირით. ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით აღნიშნული აეროპორტის ინფრასტრუქტურა საჭიროებს გამტარუნარიანობის გაზრდასა და გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აქვს,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს TAV Georgia - სთან, რათა ბათუმის აეროპორტმა განაგრძოს მდგრადად და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია TAV Georgia - მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის ასევე დამატებითი ტექნიკა შეიძინა.
მარიამ ქვრივიშვილი: 2025 წლის ბოლოსთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური მგზავრთნაკადი რეკორდულ 1,2 მლნ-ს გადააჭარბებს
Published Date: 2025-09-17
ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრმა თევზსაშენი მეურნეობა დაათვალიერა
Published Date: 2025-09-17
დავით სონღულაშვილი: „კაკლოვანი კულტურები სოფლის მეურნეობის ერთ- ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს”
Published Date: 2025-09-17
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკება გაიმართა
Published Date: 2025-09-17
GCCA: ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში tkt.ge-ს და biletebi.ge-ს მომხმარებლისთვის თანხის სრულად უკან დაბრუნება დაევალა
Published Date: 2025-09-16
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები, იტალიელ ექსპერტთან ერთად, თხილის დაავადების კვლევას აგრძელებენ
Published Date: 2025-09-16
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტის განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და პირდაპირი მიმართულებების ზრდას
Published Date: 2025-09-16
მარიამ ქვრივიშვილი აშშ - ის კომერციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ბიზნეს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
Published Date: 2025-09-12
მარიამ ქვრივიშვილი: მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს დადგმული სიმძლავრეების ზრდას, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს
Published Date: 2025-09-12