საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის
ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო
სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები - 172.6 მლნ აშშ
დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები - 165.6 მლნ აშშ დოლარი,
მინერალური და მტკნარი წყლები - 114.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო
უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - 112.9 მლნ აშშ დოლარი.
სასმელებთან ერთად, ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვა
პროდუქტებსაც. ქვეყნიდან ექსპორტირებულია კაკლოვანი ხილი
(ძირითადად თხილი) 59.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების,
გადამუშავებული კაკლოვანი ხილი - 46.9 მლნ აშშ დოლარის
ღირებულების და მოცვი - 45.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2025 წელს მკვეთრი
ზრდა დაფიქსირდა რიგ აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კარტოფილი, რომლის ექსპორტი 25.7
მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 29-ჯერ გადააჭარბა გასული წლის
მაჩვენებელს. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა უალკოჰოლო
გაზიანი სასმელების ექსპორტში (ზრდა: 21.5 მლნ აშშ დოლარი; 23%),
გადამუშავებული თხილისა და ფსტის (ზრდა: 18.8 მლნ აშშ დოლარი;
67%), კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილი; ზრდა: 18.6 მლნ აშშ
დოლარი; 46%), მოცვის (ზრდა: 17.6 მლნ აშშ დოლარი; 63%), ხოლო
თესლოვანი ხილის (ძირითადად ვაშლი) ექსპორტში – 6.2 მლნ აშშ
დოლარის ზრდა დაფიქსირდა, რაც 4.5-ჯერ მეტია წინა წლის
მაჩვენებელთან შედარებით.