ანოტაცია
ნაშრომში განხილულია დისტანციურად მუშაობის თავისებურებები. Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ საშუალება მოგვცა გადაგვეაზრებინა ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაცემების სინთეზის მნიშვნელობა ადამიანის შესაძლებლობებთან. მართალია, სიტყვა “პანდემია” ნეგატიურ ასოციაციას იწვევს, თუმცა სწორედ მან დააჩქარა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიცაა მაგალითად, არჩევანის გაკეთება სამუშაო სივრცესთან დაკავშირებით – რა ურჩევნია თანამშრომელს- იმუშაოს სახლიდან თუ ოფისიდან. ამაზე პასუხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია უშუალოდ კონკრეტულ პიროვნებაზე, თუ საიდან ახერხებს უკეთ კონცენტრირებას და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. უკანასკნელ წლებში განვითარებულმა IT-ტექნოლოგიებმა მოგვცა საშუალება გაგვეგრძელებინა მუშაობა დისტანციურად მაშინ, როდესაც პანდემიის გამო დაიხურა ოფისები და გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მკაცრი რაგულაციების გამო კი სახლიდან გასვლაც აიკრძალა. წარმოდგენაც კი რთული იქნებოდა, რა მოხდებოდა რომ არ ყოფილიყო მზაობა, რათა სკოლებს, ბანკებს, მსხვილ კორპორაციებს, სატელეკომუკიაციო და განმავითარებელ კომპანიებს ემუშავათ დისტანციურად. მსოფლიომ საკმაოდ მოულოდნელი ცვლილება განიცადა, თუმცა კომპანიები, რომლებმაც მზადყოფნა გამოავლინა კრიზისული სიტუაციებისადმი, პანდემიის ჩავლის შემდეგ კიდევ უფრო წარმატებულები და განვითარებულები იქნებიან.
The New Economist N4, (2020), Vol 15, Issue 3

11/01/2021
Copyright (c) 2021 Makvala Robakidze / მაყვალა რობაქიძე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.