Logo

Financial Ratios and Key Performance Indicators for Hotel Operations / სასტუმროს საქმიანობის შესაფასებელი ფინანსური კოეფიციენტები და შესრულების ძირითადი მაჩვენებლები (KPI )

Photo
Salome Akhvlediani / სალომე ახვლედიანი

Master of business administration / ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი

Abstract

The tourism industry is one of the fastest growing industries in the world. The increase in tourist flow, in turn, has increased the demand for accommodation facilities, in particular hotels. In the face of increasing competition, it has become necessary to develop certain standards and management methods, both internationally and locally.

The article discusses the role of tourism, in particular, the hotel industry in the Georgian economy, the importance of calculating and analyzing key performance indicators (KPIs) of key indicators of business process efficiency and effectiveness.

It should be noted that the management and financial accounting of the hotel is essentially different from other areas, so it is unacceptable to mechanically transfer the management model, financial indicators and ratios from other areas to the hotel sector.

It is necessary to monitor progress, in accordance with the existing strategy, and to introduce key performance indicators (KPIs) to measure the results of operations, which measure the financial and operational results achieved by the hotel.

ანოტაცია

ტურიზმის ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა. ტურისტული ნაკადის ზრდამ, თავის მხრივ, მოთხოვნა გაზარდა განთავსების ობიექტებზე, კერძოდ, სასტუმროებზე. მზარდი კონკურენციის პირობებში, აუცილებელი გახდა გარკვეული სტანდარტებისა და მართვის მეთოდების შემუშავება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე.

სტატიაში განხილულია ტურიზმის, კერძოდ, სასტუმრო ინდუსტრიის როლი საქართველოს ეკონომიკაში, ბიზნეს-პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ძირითადი ინდიკატორების შესრულების ძირითადი მაჩვენებლების (KPI) გაანგარიშებისა და ანალიზის მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვა არსებითად განსხვავებულია სხვა სფეროებისგან, ამიტომ მიუღებელია სასტუმრო სფეროში სხვა სფეროებიდან მენეჯმენტის მოდელის, ფინანსური მაჩვენებლებისა და კოეფიციენტების მექანიკური გადმოტანა.

აუცილებელია პროგრესზე დაკვირვება, არსებული სტრატეგიის შესაბამისად და საქმიანობის შედეგების შესაფასებელი შესრულების ძირითადი მაჩვენებლების (KPI) შემოღება, რომლითაც იზომება სასტუმროს საქმიანობით მიღწეული ფინანსური და საოპერაციო შედეგები.

Keywords: Key Performance Indicators for Hotel, Financial Ratios, Key Hotel Ratios / შესრულების ძირითადი მაჩვენებლები, სასტუმროს ძირითადი მაჩვენებლები, ფინანსური კოეფიციენტები.

შესავალი

ტურიზმს წამყვანი როლი ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაში, მთლიანი შიდა პროდუქტისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში. Covid-19-ით გამოწვეულ პანდემიამდე პერიოდში მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი მსხვილი და სწრაფად მზარდი ინდუსტრია იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა პანდემიამ მსოფლიო ტურიზმი დიდი კრიზისის წინაშე დააყენა.

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2019 წელს ამ დარგის მთლიანმა კონტრიბუციამ მსოფლიოს მშპ-ში 8.9 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა და ხელი შეუწყო 330 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას. აღნიშნული სექტორის მთლიანი წვლილი (პირდაპირი და გვერდითი ეფექტები) მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შემდეგია: მსოფლიოს მშპ-ს 10.3%, ერთი ადგილი ყოველი 10 სამუშაო ადგილიდან, 4.3% მთლიან განხორციელებულ ინვესტიციებსა და 6.8% მსოფლიოს მთლიან ექსპორტში. [17]

მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე საქართველო საკუთარი ნიშის დაჭერას ცდილობს. საერთაშორისო და შიდა ტურიზმი დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. უცხოელი ვიზიტორების დანახარჯებს ქვეყანაში დიდი გავლენა აქვს საქართველოს საგადამხდელო ბალანსზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 71% საქართველოს სერვისის ექსპორტის შემოსავლებიდან ტურიზმზე მოდის (აქტივების მხარეს საგადამხდელო ბალანსი აღწერს საქართველოს შემოსავალს უცხოური ვიზიტორების მოგზაურობიდან საქართველოში, ხოლო ვალდებულების მხარეს აჩვენებს საქართველოს რეზიდენტების დანახარჯებს საზღვარგარეთ ყოფნის დროს). საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები მზარდი ტენდეციით გამოირჩეოდა, შედეგად, 2019 წელს მისმა მოცულობამ 3.3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, მშპ-ში წილმა კი 8.1%-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებლების მიღწევა ტურიზმის სფეროში დამატებული ღირებულების 511 მილიონი ლარით ზრდის შედეგად გახდა შესაძლებელი. [8]

ძირითადი ტექსტი

მზარდი საერთაშორისო ტურისტული ნაკადი ზრდის მოთხოვნას სასტუმროს მომსახურებაზე და შესაბამისად, სტიმულირდება ინვესტირება ამ სფეროში. 2019 წელს ტურიზმის სექტორში დამატებული ღირებულება ძირითადად შეიქმნა განთავსების საშუალებებში.

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების საკითხებს იკვლევს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა: გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO), მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობათა საბჭო (WTTC). ისინი აქვეყნებენ სხვადასხვა სახის ანალიტიკურ ნაშრომებს სასტუმრო ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობასთან დაკავშირებით. სასტუმროთა წარმატებული საქმიანობა განისაზღვრება სხვადასხვა მაჩვენებლებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სასტუმროთა დატვირთვის კოეფიციენტი, რომელმაც 2019 წელს საქართველოს სასტუმროებისთვის 56.7% შეადგინა. [8]

დღეს სასტუმრო ინდუსტრიისთვის აქტუალურია მართვის ეფექტიანობის ამაღლების საკითხები, ამისთვის აუცილებელია გარკვეული პარამეტრებისა და სახელმძღვანელო პრინციპების არსებობა. კოეფიციენტები არის ის ინსტრუმენტი, რომელიც საქმიანობის შედეგების ანალიზში ეხმარება მენეჯმენტს. სასტუმრო ბიზნესის წარმატებაზე მეტყველებს სასტუმროს ინდიკატორების (Occupancy Rate - დატვირთულობის კოეფიციენტი, Average Daily Rate (ADR) - საშუალო დღიური ფასი, Revenue Per Available Room (RevPar) - შემოსავალი ერთ ოთახზე, Length of Stay (LOS) - ნომერში განთავსების საშუალო ხანგრძლივობა, Gross Operating Profit Per Available Room (GOPPAR) - საოპერაციო მოგება თითოეულ ხელმისაწვდომ ნომერზე) მაღალი მაჩვენებლები. აღნიშნული ინდიკატორები ითვლება სხვადასხვა რაოდენობრივ მაჩვენებლებზე დაყრდნობით. [16]

RevPar არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ის წარმოადგენს ინდიკატორს, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შეუძლია სასტუმროს მენეჯმენტს გაზარდოს ფასის საშუალო განაკვეთი და მიაღწიოს დატვირთვის მაღალ მოცულობას შემოსავლის მაქსიმიზაციის მიზნით. [4, გვ.18]

LOS აჩვენებს სტუმრის სასტუმროში დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობას;

GOPPAR წარმოადგენს საშუალო საოპერაციო მოგებას თითოეულ ნომერზე;

Occupancy Rate დატვირთულობის მაჩვენებელია, რომელიც ასახავს დაკავებული ნომრების წილს ხელმისაწვდომი ნომრების ერთობლიობაში;

ADR შესაძლებელია განისაზღვროს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ვალუტაში.

ბიზნესის მესაკუთრეები ხშირად მეტ ყურადღებას უთმობენ ბიზნესის ოპერაციებს, ამიტომ თვალთახედვიდან ეპარებათ უკვე არსებული ბიზნეს-პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ძირითადი ინდიკატორების KPI გაანგარიშებისა და ანალიზის მნიშვნელობა.

KPI შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი კომპანიის, მისი ინდივიდუალური განყოფილებებისა და კონკრეტული თანამშრომლების მუშაობის შესაფასებლად. [4] KPI სისტემის გამოყენებით შესაძლებელია არა მხოლოდ შესრულებული ქმედებების ეფექტურობის შემოწმება და შეფასება, არამედ ეფექტური მართვის სისტემების შექმნა.

ეკონომისტების ნაწილი საფინანსო-ეკონომიკურ მაჩვენებელთა სისტემას ხუთ ჯგუფად ყოფს (საბრემენიემი, სთივენ ბრეჯი და სხვ). [2] თითოეული ეყრდნობა მოგება-ზარალს, ბალანსსა და ფულადი ნაკადების ანგარიშგებას. სხვადახვა სასტუმროში სხვადასხვა ტიპის კლასიფიცირება გამოიყენება, სტატიაში წარმოდგენილი კლასიფიკაცია ეყრდნობა როგორც ზოგად საფინანსო-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასევე სასტუმროს ინდუსტრიაში არსებულ მაჩვენებლებს (ჰეილსისა და სტურმანის ნაშრომები). [3, 7]

  1. ლიკვიდურობის კოეფიციენტები – ყველაზე ფუნდამენტური მნიშვნელობის კოეფიციენტების ჯგუფია, ვინაიდან ისინი ზომავენ კომპანიის უნარს დარჩეს ბიზნესში;
  2. საქმიანი აქტიურობის კოეფიციენტები (Activity ratios) წარმოადგენენ მენეჯმენტის მართვის ხარისხის ძლიერ ინდიკატორებს. ისინი აჩვენებენ, რამდენად კარგად იყენებს მენეჯმენტი კომპანიის რესურსებს;
  3. მომგებიანობის შეფასების მაჩვენებლები (Profitability ratios) ახასიათებენ გამოყენებული რესურსების ეფექტიანობის დონეს;
  4. გადახდისუნარიანობის კოეფიციენტები (Solvency Ratios) – ვალდებულებების და პროცენტების დაფარვის კოეფიციენტები;
  5. საოპერაციო საქმიანობის შედეგების შესაფასებელი კოეფიციენტები.

კოეფიციენტების ანალიზი ეხმარება მენეჯმენტს, მიიღოს სწორი, დროული და მომგებიანი გადაწყვეტილებები, მოამზადოს რეალურ მაჩვენებლებზე დაყრდნობილი ბიუჯეტი, განსაზღვროს რენტაბელობის მაჩვენებლები.

KPI სისტემის გამოყენებით შესაძლებელია არა მხოლოდ შესრულებული ქმედებების ეფექტურობის შემოწმება და შეფასება, არამედ ეფექტური მართვის სისტემების შექმნა. ამასთანავე, დაგეგმვის პროცესის გადამწყვეტ ელემენტს წარმოადგენს ეფექტურობის ძირითადი ინდიკატორების შექმნა, რათა მოხდეს საწარმოს შიგნით განხორციელებული ქმედებების შეჯამება და ამ ქმედებების შედეგების გაზომვა/შეფასება. KPI გამოიყენება სტრატეგიული მიზნებისთვის, ასევე სხვა წლიური გეგმებისთვის. [16] ზოგიერთი KPI შეიძლება იყოს ფაქტიური ბიუჯეტთან შედარებით, სხვები შეიძლება იყოს საწარმოს საკუთარი სტანდარტები. KPI შეიძლება გამომდინარეობდეს გარე წყაროებიდანაც, როგორიცაა, სპეციალიზირებული კვლევითი ჯგუფების მიერ ან საწარმოთა მხარდამჭერი ქსელებიდან შემოთავაზებული შედარებითი ფინანსური ანალიზი. [13]

სასტუმროს პოტენციალის ამაღლების ძირითად მიმართულებებში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი: არსებული სანომრე ფონდის გამოყენების გაუმჯობესება (სასტუმროს დატვირთვის სეზონური რყევების დაგლუვების და მისი მართვის სტრუქტურის შეცვლის საფუძველზე); ყველა შემადგენელი პოტენციალის რეზერვების ანალიზი და მათი ოპტიმიზაცია; საწარმოს მენეჯმენტის მთლიანად და ყველა მისი შემადგენლების სრულყოფა; სასტუმრო საწარმოს მიერ შემოთავაზებული საქონლისა და მომსახურების დივერსიფიკაციის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული სტანდარტების მუდმივი დანერგვა.

დასკვნა

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ რომ ტურიზმი, როგორც მენეჯმენტის ობიექტი, ფრიად სპეციფიკურია და ტურისტული ბიზნესის, კერძოდ, სასტუმრო ბიზნესის ეფექტიანობა და რენტაბელობა ბევრად არის დამოკიდებული სასტუმროს მენეჯმენტზე. ერთი შეხედვით ჩანს, რომ სასტუმროს მენეჯმენტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სფეროს საწარმოს მენეჯმენტი, ემყარება ერთსა და იმავე ბაზას, თუმცა მიუღებელია სასტუმრო სფეროში სხვა სფეროებიდან მენეჯმენტის მოდელის, ფინანსური მაჩვენებლებისა და კოეფიციენტების მექანიკური გადმოტანა, ვინაიდან სასტუმროს მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვა არსებითად განსხვავებულია სხვა სფეროებისგან.

აუცილებელია პროგრესზე დაკვირვება არსებული სტრატეგიის შესაბამისად და საქმიანობის შედეგების შესაფასებელი ძირითადი მაჩვენებლების (KPI) შემოღება, რომლითაც იზომება საქმიანობით მიღწეული ფინანსური და საოპერაციო შედეგები. აღნიშნული KPI მაჩვენებლები შესაბამისობაში უნდა იყოს არსებულ სტრატეგიასთან, უზრუნველყოს დასახული მიზნების მიღწევა და მდგრადი ზრდა.

References

  1. kacitaZe, n., sastumro bazris ganviTarebis tendenciebi turizmis axali mimarTulebebis fonze. samecniero statia, Tsu, 2018.
  2. WilaZe, i., finansuri analizi, mesame gamocema, Tb., 2018.
  3. Hayes, D., Human Resources Management in the Hospitality Industry. Ninemeier, “John Wiley & Sons, Inc“, Hoboken, New Jersey, 2009.
  4. Hales, J., Accounting and Financial Analysis in the Hospitality Industry. Butterworth-Heinemann Hospitality Management Series, 2011.
  5. Karchava, L. and Kutaladze, E., 2020. Tourism as one of the priority directions in Georgia/turizmi rogorc erT-erTi prioritetuli mimarTuleba saqarTveloSi. The New Economist, 15(2, 2020), pp.1-1.
  6. Paper F9 Financial Management, ACCA, 2019.
  7. Sturman, M., Corgel, J., The Cornell School of Hotel Administration on Hospitality, “John Wiley & Sons, Inc”, New Jersey, 2011.
  8. saqarTvelos turizmis erovnuli administracia https://gnta.ge/ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/ - (bolos nanaxia 12.03.2021).
  9. saqarTvelos statistikis erovnuli samsaxuri https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp - (bolos nanaxia 12.03.2021).
  10. finansuri angariSgebis portali https://reportal.ge/Forms.aspx?payerCode=431176817&SystemID=0&show=1&np=1&cid=I&prd= - (bolos nanaxia 12.03.2021).
  11. Hospitality Financial Leadership – Financial Statement Analysis and Your Hotel Career https://hotelfinancialcoach.com/hospitality-financial-leadership-financial-statement-analysis-and-your-hotel-career - (bolos nanaxia 12.03.2021).
  12. Hospitality Management Corporation http://hospitalitymgt.com/site/financial-reporting - (bolos nanaxia 12.03.2021).
  13. KPI-is aRsruleba, KPI – ebis magaliTebi da maTi ganxorcieleba https://gree-conditions.ru/ka/ispolnenie-kpi-primery-kpi-i-sposobov-ih-vnedreniya-opredelenie-klyuchevyh/ - (bolos nanaxia 12.03.2021).
  14. Tatjana Stanovčić, Ilija Moric, Analysis of Financial Indicators of Montenegrin Hotel Industry, Management International Conference, Slovenia, 28-30 May, 2015. http://www.fm-kp.si/zalozba/ISBN/978-961-266-181-6/156.pdf - (bolos nanaxia 12.03.2021).
  15. TIFCO-Hotel Group https://www.tifcohotels.ie/financial-management/reporting.417.html - (bolos nanaxia 12.03.2021).
  16. Top Hospitality Key Performance Indicators https://www.hotelminder.com/top-hospitality-key-performance-indicators - (bolos nanaxia 12.03.2021).
  17. World Travel&Tourism Council (WTTC) https://wttc.org/Portals/0/Documents/Reports/2019/Security_and_Travel_Facilitation_Seamless_Travel_Journey_Situation_Report_Jun_2019. pdf?ver=2021-02-25-182806-487 – (bolos nanaxia 12.03.2021).

The New Economist N1, (2021), Vol 16, Issue 1

1-2021-01.jpg
Published Date:

11/04/2021