ელექტრონულ სწავლებას სულ უფრო მნიშვნლოვანი როლი ენიჭება განვითარებული ქვეყნების მუდმივად მზარდი უმაღლესი განათლების სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სწავლების კვლევები შედარებით ახალი მიმართულებაა და მისი საყოველთაოდ მიღებული განმარტება არ არსებობს, მისი მნიშვნელობის ზრდის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს. მაგალითად, მხოლოდ აშშ-ში, უნივერსიტეტის სტუდენტთა დაახლოებით 35%, სულ მცირე, ერთ ონლაინ აკადემიურ ხარისხს მაინც იღებს, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება.
მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორები არსებობს, რომლებიც ხელს უწყობენ ელექტრონული სწავლების ინტენსივობის ზრდას. ქვეყნების უმრავლესობა მხოლოდ ტრადიციული უნივერსიტეტების გაფართოებით უმაღლეს განათლებაზე მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს - დიდი მოცულობის ინვესტიციების საჭიროებისა, თუ შედარებით მწირი კვალიფიციური კადრების მოზიდვის ხარჯების გამო. ამავდროულად, “საინფორმაციო-ტექნოლოგიური რევოლუცია“, ისევე როგორც მიმდინარე კორონა ვირუსის (COVID 19) გავრცელება, სტუდენტებისა და მასწავლებლების დელოკალიზაციას უწყობს ხელს. მთლიანობაში, ეს, ბევრ განვითარებად ქვეყანას უზრუნველყოფს მექანიზმით, რომლითაც შესაძლებელი ხდება უამრავი პერსპექტიული სტუდენტისათვის უმაღლესი განვითარების მიწოდება, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტირების გარეშე.
თუმცა ამ პროცესს გარკვეული გამოწვევებიც ახლავს. ბევრ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები ჯერ კიდევ ვერ უმკლავდება განათლების სისტემაში დემოგრაფიული და ტექნოლოგიური მიზეზებით გამოწვეულ ცვლილებებს. შესაბამისი სტრატეგიისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პლაგიატს და გაყალბებას. დოკუმენტში განხილულია ეს ელემენტები, იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ელექტრონულ სწავლებას უკვე ღრმა ფესვები აქვს. ეს დოკუმენტი ზემოაღნიშნული იდეების ერთგვარი შეჯამებაა. ამასთან, აღწერილია რამდენიმე ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის და სამხრეთ კორეის მაგალითები, სადაც ელექტრონულ სწავლებას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ელექტრონული სწავლების ჩართვა ქვეყნისათვის საკმაოდ მომგებიანი იქნება. დღეისათვის, როგორც ჩანს, საქართველო, იმ მცირერიცხოვან, შედარებით განვითარებულ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც უმაღლესი განათლების სისტემაში ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილი და აკრედიტებული ელექტრონული სწავლების პლატფორმა. თუმცაღა, მსოფლიო ბანკის მონაცემები ცხადყოფს, რომ აბიტურიენტთა 64% წარმატებით ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში, რაც 10%-ით ნაკლებია ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მაჩვენებელი და 25-30%-ით ნაკლები ვიდრე განათლების ხარისხის კუთხით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში - ფინეთში, ჰოლანდიაში და სამხრეთ კორეაში. ვინაიდან ეს წყვეტა (gap) შესავსებია, თუ საქართველოს სურს მიმდინარე ტექნოლოგიური რევოლუციის პოტენციალის გამოყენება, ელექტრონული საცვლების დანერგვა, საგრნობლად დაეხმარება მას. ამასთან, დიდ ფინანსურ ხარჯებს არ გამოიწვევს. მრავალი საერთაშორისო მაგალითი აჩვენებს, რომ ელექტრონული სწავლების შემოღების შემდეგ, უნივერსიტეტებში სტუდენტთა მეტი რაოდენობა ჩაირიცხა, ხოლო განათლების ხარისხი არ გაუარესებულა. პოტენციური ჩარიცხვის ზრდის თვალსაზრისით, საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სწავლება შესაძლოა გახდეს მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორასთან კავშირის საშუალება. ამასთან, ელექტრონული სწავლების პლატფორმის აწყობა, უნივერსიტეტებს, შედარებით ნაკლები დანახარჯებით, საუკეთესო ლექტორების მოზიდვაში დაეხმარება. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი სტუდენტი შეძლებს უკეთესი განათლების მიღებას. კორონაროვირუსის (COVID-19) აფეთქება ნიშანდობლივი მაგალითია. ვირუსით გამოწვეულმა ცვლილებებმა, ნათლად აჩვენა, რომ „ნამდვილი ბიზნესის უწყვეტობა“ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, განათლების ყველა დონეზე, მხოლოდ ელექტრონული სწავლების შესაბამისი პროცედურების გამოყენებით არის შესაძლებელი. მათ, ვისაც რაიმე ფორმით, უკვე დანერგილი ჰქონდათ ელექტრონული სწავლება, სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად ნაკლები სირთულის გადალახვა მოუწიათ.
References
- Abaidoo N, Arkorful V, (2014), “The role of e-learning, the advantages and disadvantages of its adoption in Higher Education”, International journal of education and research, vol. 2, No. 12, pp. 397-410;
- Abbad, M. M., Morris, D., & de Nahlik, C, 2009, “Looking under the Bonnet: Factors Affecting Student Adoption of E-Learning Systems in Jordan”, The International Review of Research in Open and Distance Learning;
- Alsalem A, 2004, Educational Technology and E-learning, Riyadh
- Barro R, 1997, Determinants of economic growth: a cross country empirical study, MIT press, Cambridge (USA);
- Bassanini A, Scarpetta S, Hemmings P, 2001, “Economic growth: the role of policies and institutions. Panel data evidence from OECD countries”, OECD Economics Department Working Papers, No. 283;
- Bozkurt A, 2019, “From Distance Education to Open and Distance Learning: A Holistic Evaluation of History, Definitions, and Theories”, Handbook of Research on Learning in the Age of Transhumanism, pp. 252-273;
- Brown D, Cromby J, Standen P, 2001, “The effective use of virtual environments in the education and rehabilitation of students with intellectual disabilities”, British Journal of Educational Technology, 32(3), pp. 289-299;
- Dublin L, 2003, “If you only look under the street lamps……Or nine e-Learning Myths”, The e-Learning developers journal;
- European Commission, 2001, The eLearning Action Plan: Designing tomorrow’s education, http://www.elearningeuropa.info;
- European university association, 2013, Annual report 2013, Brussels;
- Gemmel N, 1996, “Evaluating the impacts of human capital stocks and accumulation on economic growth: some new evidence”, Oxford bulleting of economics and statistics, vol. 58, pp. 9-28;;
- Gorska D, 2016, “E-learning in higher education”, The person and the challenges, vol.6, p. 35-43
- Guiney P, 2015, E-learning in the workplace – an annotated bibliography, Auckland (New Zealand);
- IDEAL, 2015, Distance education in European higher education: Germany case study, Oslo (Norway);;
- JuhadiI N, Samah A, Sarah H, 2007, “Use of Technology, Job Characteristics and work outcomes: A case of Unitary Instructors”, International Review of business Research papers, 3(2), vol. 184-203
- Khan B, 2005, Managing E-learning: Design, Delivery, Implementation and Evaluation, Hershey (USA);
- Kirkpatrick D, 2005, Accreditation and assuring quality in open and distance learning, Vancouver;
- Maltz, L., Deblois, P. & The EDUCAUSE Current Issues Committee, 2005, “Top Ten IT Issues”, EDUCAUSE Review, 40 (1), pp. 15-28;
- NUFFIC, 2015, Education system in South Korea, The Hague;
- OBHE, 2007, Online learning in Universities: Selected data from the 2006 Observatory survey, London;
- OECD, 2005, E-learning in tertiary education, Paris;
- Sadler-Smith E, 2000, “Modern learning methods: rhetoric and reality”, Personnel Review, 29(4), pp. 474-490;
- UK Department for education, 2018, Review of the online learning and artificial intelligence education market, London;
- Valero A, Van Reenen J, 2019, “The economic impact of universities: Evidence from across the globe”, Economics of Education Review, vol. 68(C), pp. 53-67;
- Wagner N, Hassanein K, Head M, 2008, “Who is responsible for E-learning in Higher Education? A Stakeholders’ Analysis”, Educational Technology & Society, 11 (3), 26-36;
- Zhang D, Zhou L, Briggs R. & Nunamaker J, 2006, “Instructional video in e-learning: Assessing the impact of interactive video on learning effectiveness”, Information & Management, 43 (1), pp. 15-27;
- Law of Georgia on General Education, 2005, Legislative Herald of Georgia.
- Veshapidze, S., (2020). Religion and national values in Georgia. International Scientific Collection, Volume 3, pp. 33-36.
- Veshapidze, S., Mchedlishvili, Z., (2020). From Ilia Chavchavadze’s Economic Views: Competition, Private Property and International Trade. Ecoforum Journal 9 (2).
- Veshapidze, S., (2017). THE TRADITIONS ORIENTATED ON EUROPEAN VALUES IN GEORGIA. Sciences of Europe. VOL 4, No 13 (13).
- Sichinava, A., Chikava, M., Veshapidze, S., Sekhniashvili, D., Pailodze, N., (2013). Realities of internationalization of higher education in Georgia. PRADEC Conference. Internationalisation in Higher Education: Evaluating concepts, challenges and strategies, 25-26 April, 2013 Proceedings Volume 2 | Issue 1 | August 2013 |pp.95-98].
The New Economist N2, (2021), Vol 16, Issue 2

11/07/2021
Copyright (c) 2021 Giorgi Abashishvili / გიორგი აბაშიშვილი

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.