Logo

The Difficulties and Prospects of Attracting Venture Capital to Georgia / ვენჩურული კაპიტალის მოზიდვის სირთულეები და პერსპექტივები საქართველოში

Photo
David Vekua

,Associate Professor of Guram Tavartkiladze Tbilisi Teaching University, Doctor of Economics, ORCID iD: https://orcid.org/0000-0003-3933-7746 ; E-mail: David.vekua@yahoo.com

Abstract

The aim of the paper is to describe the difficulties of attracting venture capital and outline the prospects of implementation that will largely enhance the investment environment in Georgia and support sustainable economic development of the country.

The paper analyzes the essence of venture capital, its intellectual and financial capacity, investment environment and its hampering conditions in Georgia.

The paper outlines the circumstances hampering innovative activities in the country, as well as the reasons preventing their appropriate organization and complicating management, especially on the stage of attraction of investments, because the stages and mechanisms of implementation of the strategy are not well formulated.

According to the author, the change of the market structure and technologies, appearance of new risks and competitors at market have led to the necessity of essential and thorough functional and evaluative analysis of innovative projects. This will enable managers of corporations and investors implement better and more efficient management of material, financial and labour resources.

It is mentioned that, in Georgia, attraction of venture capital is largely hampered by social challenges like poverty and the use of non-qualified labour force. Besides, the investment environment is aggravated by such social problems as the migration of the labour force, especially the youth.

The author assumes that stigmatization of countries with poor economy is a hampering factor for the inflow of venture investments in Georgia, because innovative thinking does not fall within geographical frames, and, currently, global business views the world as a unified financial, labour and goods market.

The given research has proved that in future, the increase of the Georgian economy will largely depend on venture investments and the efficient use of natural resources, because only the implementation of innovations makes it possible to realize the intellectual resources available in the country.

ანოტაცია

ნაშრომის მიზანია წარმოვაჩინოთ ვენჩურული კაპიტალის მოზიდვის სირთულეები და ის პერსპექტივები, რომელთა რეალიზაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს საქართველოში და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას.ნაშრომში გაანალიზებულია ვენჩურული კაპიტალის შინაგანი ბუნება, მისი ინტელექტუალური და ფინანსური შესაძლებლობები, საინვესტიციო გარემო და საქართველოში მისი გაუმჯობესების ხელისშემშლელი პირობები. მითითებულია მიზეზები, რაც ქვეყანაში აფერხებს ინოვაციურ საქმიანობას და ხელს უშლის მის სწორ ორგანიზაციას, ართულებს მენეჯმენტს, განსაკუთრებით ინვესტიციების მოზიდვის ეტაპზე. აღნიშნულია, რომ საქართველოში ვენჩურული კაპიტალის მოზიდვის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ხელს უშლის ისეთი სოციალური გამოწვევების არსებობა, როგორიცაა სიღარიბე და არაკვალიფიციური სამუშაო ძალის გამოყენება. ასევე, ახალგაზრდების მიგრაციის პროცესი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სუსტი ეკონომიკის ქვეყნების სტიგმატიზაცია გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორია საქართველში ვენჩურული ინვესტიციის შემოდინებისათვის, რადგან, ინოვაციურ აზროვნებას არ აქვს გეოგრაფიული ჩარჩო და დღეს გლობალური ბიზნესი მსოფლიოს განიხილავს, როგორც ერთიან ფინანსურ, შრომით და სასაქონლო ბაზარს. საქართველოში ვენჩურული კაპიტალის მოზიდვის გაუმჯობესების მიმართულებით შეთავაზებულია კონკრეტული დასკვნები და რეკომენდაციები. კვლევის შედეგად ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ მომავალში, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა ვენჩურული ინვესტიციებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეფექტიანობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.

Keywords: venture capital, venture investment, innovative business, small business, management, economic policy / ვენჩურული კაპიტალი, ვენჩურული ინვესტიცია, ინოვაციური ბიზნესი, მცირე ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკური პოლიტიკა.

Introduction

შესავალი

საქართველოში ინვესტიციების და მათ შორის ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ქვეყანაში სპეციფიკური ეკონომიკური და პოლიტიკური რისკების არსებობა ამცირებს ინვესტორთა დაინტერესებას ვენჩურული საქმიანობის მიმართ, რის გამოც ინვესტორები თავს იკავებინ არა მარტო ახალი ბიზნესების დაფინანსებისგან, არამედ ბიზნესის გაფართოების ან რეორგანიზაციის პროცესში მყოფ კომპანიებთან თანამშრომლობისგანაც. კონკურენტუნარიანობის დაქვეითების გამო ჩნდება საშიშროება იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა დარჩეს მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ამარა, შეფერხდეს ჩვენი ეკონომიკის ინოვაციური განვითარება და მისი ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაცია.

ვენჩურული კაპიტალი არის ეკონომიკური წინსვლის ერთგვარი ,,გენერატორი’’, რომელსაც ინვესტირების გზით ქვეყანაში შემოაქვს დამატებითი ფინანსური რესურსი, და ამ გზით ბიზნესს აძლევს განვითარების ახალ შესაძლებლობას. ვენჩურული კაპიტალი ფინანსური შუამავალის ფუნქციას ასრულებს ტრადიციულ საბაზრო ეკონომიკასა და ბიზნესში ინოვაციურ აზროვნებას შორის.

ვინაიდან ვენჩურული კაპიტალის შინაგანი ბუნება ინტელექტუალურ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული, ხოლო საქმიანობის სფერო დაფუძნებულია სამეცნიერო და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ის უნდა განვიხილოთ, როგორც განვითარების უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო რესურსი და ინოვაციური ეკონომიკის ,,კატალიზატორი.’’

ჩვენ ვცხოვრობთ განვითარების საოცრად დინამიურ და სიახლეებით სავსე დროში, სადაც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების არნახულმა წინსვლამ შეცვალა ეკომომიკური ურთიერთობების თითქმის ყველა სფერო. შეიცვალა განვითარების ვექტორები, ინვესტიციების პრიორიტეტები, გლობალური ბაზრების სტრუქტურა, კონკურენციის ფორმები და მეთოდები, მსხვილმა ბიზნესმა შეიძინა ტრანსნაციონალური ხასიათი, ეკონომიკაში გაჩნდა ახალი სოციალური იმპერატივები და სხვ.

ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს ვენჩურული კაპიტალის ბევრი განმარტება, მაგრამ ალბათ, ყველაზე სრულად მის არსი ასე განიმარტება: ვენჩურული კაპიტალი არის კაპიტალი, რომელიც საინვესტიციო ხასიათის მიხედვით ინოვაციურია, დაფინანსების სტრუქტურის შესაბამისად დივერსიფიცირებული, იმანენტური ბუნებიდან გამომდინარე - მომეტებული რისკის მატარებელი, და მოგების მაღალი ნორმის მიღებაზე ორიენტირებული.

დავოსის მსოფლიო ეკონომკური ფორუმის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, კლაუს შვაბის განცხადებით: იმ უამრავ გამოწვევათა შორის, რომელთა წინაშეც დღევანდელი მსოფლიო დგას, ალბათ ყველაზე დიდია ის, თუ როგორ განვითარდება ,,მეოთხე სამრეწველო რევოლუცია’’, რომელიც წინა საუკუნის მიწურულს დაიწყო. ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების ფარგლებში ფიზიკური, ციფრული და ბიოლოგიური სამყაროები ერთმანეთს ისე ერწყმიან, რომ ეს უთუოდ ძირფესვიანად შეცვლის კაცობრიობას[7].

დღეს მსოფლიო ეკონომიკა შედის სწრაფი განვითარების ახალ ფაზაში, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში IV ინდუსტრიულ რევოლუციას უწოდებენ. ეს პროცესი უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის შექმნას, რომელიც ინდივიდებს ჩაანაცვლებს მრავალ სამუშაო ადგილზე[4].

აკადემიკოსი ა. ფრანგიშვილი ვენჩურულ კაპიტალს განიხილავს, როგორც კაპიტალის დაბანდების განსაკუთრებულ ფორმას მაღალი ხარისხის რისკის მქონე ინვესტირების ობიექტებში, შემოსავლის მაღალი ნორმის სწრაფად მიღების გათვლით[9].

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსება მსოფლიოს მასშტაბით იზრდება საკმაოდ მაღალი ტემპებით. აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (NSF) მონაცემებით, მსოფლიოში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების მოცულობა 2015 წელს 2000 წელთან შედარებით გაორმაგდა. ქვეყნების მიხედვით ლიდერია აშშ - 496 მლრდ აშშ დოლარი, შემდგომია ჩინეთი - 408 მლრდ აშშ დოლარი და იაპონია - 170 მლრდ აშშ დოლარი. ბოლო წლებია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურების ტენდენციით ხასიათდება აღმოსავლეთ აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ( ჩინეთი, იაპონია, მალაიზია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი და ინდოეთი) მათი წილი მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ხარჯებში 2000 წლიდან - 2015 წლისთვის 25%-დან, 40%-მდე გაიზარდა.[11]

კვლევის შედეგები: კვლევაში გამოყენებულია 2016 წლის 30 ოქტომბრის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მომზადებული ანგარიში, სადაც მოცემულია ქვეყნების რეიტინგი მეცნიერებაზე და კვლევებზე დახარჯული თანხების მშპ-თან წილის მიხედვით: [12]

ამ რეიტინგის მიხედვით აშკარაა, რომ საქართველო მეცნიერებასა და კვლევებზე დახარჯული თანხების მიხედვით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსახლეობითა და ტერიტორიის სიდიდით დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყნებს: ისრაელს, ფინეთსა და დანიას. საქართველოში ასეთი ჩამორჩენის მიზეზები სიღრმისეულად გასაანალიზებელია და საჭიროებს ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მთავრობამ, ერთის მხრივ თვითონ გამონახოს ფინანსური რესურსები სახელმწიფო ბიუჯეტში ახალი ბიზნესიდეებისა და ინოვაციების დასაფინანსებლად, და მეორეს მხრივ, საკანონმდებლო რეგულაციებისა და ნორმების ლიბერალიზაციის გზით, წაახალისოს უცხოური ვენჩურული კაპიტალის შემოდინება საქართველოში. რასაც მოყვება ეკონომიკის მდგრადი განვითარება, უცხოური ინვესტიციების ზრდა, საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება.

დღეს, ამ სფეროში ჩამორჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გარდა 90-იან წლებში დაწყეებული, ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის დამახასიათებელი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებისა (რამაც შეაფერხა საქართველოში ინოვაციური აქტიურობა და შესაბამისად, ქვეყნაში ვენჩურული ინვესტიციების შემოდინება), არის კორპორაციული და საჯარო ფინანსური რესურსების სიმცირე, რომელიც ვლინდება ინოვაციური წინადადებების დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების უკმარისობასა და შეზღუდულობაში და ასევე საქართველოში იმ ინფრასტრუქტურული სფეროების განვითარებაში, რომლებიც ინოვაციური ბიზნესისთვის საინტერესო არ არის. საუბარია ტურიზმისსა და სარესტორნო ბიზნესის და აგრარული დარგების განვითარებაზე,რომლებიც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ფინანსური სტაბილიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრეატიულობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების თვალსაზრისით საკმაოდ შეზღუდული და აქედან გამომდინარე, უცხოური ვენჩურული კაპიტალისათვის უინტერესო.

ინვესტიციების ნაკლებობა და მაღალი ეკონომიკური რისკები, ინოვაციურ მეწარმეობას სარისკო ბიზნესად აქცევს, ხოლო ფინანსური რესურსების სიმცირის გამო, ადგილობრივი ვენჩურული კაპიტალის ბაზარი შეზღუდულია. ვერ ფინანსდება ბევრი ძალიან საინტერესო სამეცნიერო და ექსპერიმენტული პროექტი.

გარდა ფინანსური რესურსების სიმცირისა, საქართველოში ინოვაციური მეწარმეობა თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროში აწყდება ინტელექტუალურ და ორგანიზაციულ სირთულეებსაც. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს საქართველოში არ არის ინოვაციური სამეწარმეო სულისკვეთება ან მონდომება. რა თქმა უნდა, ქვეყანა ფლობს გარკვეულ ინტელექტუალურ პოტენციალს, მაგრამ ხშირად საინტერესო იდეა შემდგომში ვეღარ ვითარდება, რადგან ვერ ხერხდება მისი სწორად იმპლემენტაცია, ბაზრისთვის მისი რაციონალური შეთავაზება. მენეჯმენტის სირთულეები განსაკუთრებით ინვესტიციების მოზიდვის ეტაპზე იგრძნობა, რადგან ბიზნესსუბიექტები კვალიფიციურად ვერ აყალიბებენ ინოვაციურ მიზნებს, განვითარების სტრატეგიას, სწორად არ ფორმირდება სტრატეგიის განხორციელების ეტაპები და მექანიზმები. წარმატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის რომ, სტრატეგია იყოს ნათელი და მკაფიო, ვენჩურულმა ინვესტორმა უნდა იცოდეს რაში დებს ინვესტიციას, რადგან ეს არის ბიზნესი, რომელიც მაღალ რისკებს შეიცავს და არის მაღალ შემოსავლებზე გათვლილი, ხოლო თუ ინვესტიცია საიმედო და დაბალრისკიანია, ვენჩურული კაპიტალის ლიკვიდობა ასეთ შემთხვევაში, ძირითადად ინვესტიციის საწყის ეტაპზე, საკმაოდ დაბალია, და ინვესტორს არ აქვს რისკების მართვის დიდი არჩევანი. ის იძულებულია რისკების მინიმიზაცია მოახდინოს მხოლოდ ინვესტირებული კომპანიის საქმიანობის კონტროლით.

ბიზნესში სწრაფად იცვლება ბაზრების სტრუქტურა, ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი რისკები, ბაზარზე შემოდიან ახალი კონკურენტები, ამ ფაქტორების გათვალისწინებით აუცილებელი ხდება ინოვაციური პროექტის არსებითი და საფუძვლიანი ფუნქციონალურ-ღირებულებითი ანალიზის ჩატარება, რაც კორპორაციების მენეჯმენტს და ინვესტორებს მისცემს საშუალებას, ბევრად უფრო ეფექტურად განახორციელონ მატერიალური, ფინასური და შრომითი რესურსების მართვა.

საქართველოში ვენჩურული კაპიტალის მოზიდვის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ხელს უშლის ისეთი სოციალური გამოწვევების არსებობა, როგორიცაა სიღარიბე და არაკვალიფიციური სამუშაო ძალის გამოყენება. ასევე საინვესტიციო გარემოს ამძიმებს ისეთი სოციალური პრობლემა, როგორიც არის სამუშაო ძალის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მიგრაციის პროცესი. საქართველოს მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარიანობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ფლობს მნიშვნელოვან თავისუფალ ფულად აქტივებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ვენჩურული ინვესტიციის თანადაფინანსება. ასეთი თანადაფინანსების შესაძლებლობა შეიძლება გამხდარიყო უცხოელი ვენჩურული ინვესტორებისთვის საქართველოში ინოვაციური აქტიურობის ფინანსური მხარდაჭერის სერიოზული არგუმენტი.

ვენჩურული ინვესტორებისათვის, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, კორონავირუსის პანდემია ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი უმწვავესი გლობალური პრობლემა, რადგან ძალზე ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ განვითარდება ეკონომიკური პროცესები და რა ინდიკატორები გახდება საინვესტიციო აქტიურობისთვის განმსაზღვრელი პირობა. ბევრ შეკითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ გასაცემია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, პანდემია აღმოჩნდა ის ზღვარი, საიდანაც იწყება ახალი ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის ვენჩურული საინვესტიციო პოლიტიკაც.

თითქოს დამკვიდრდა აზრი, რომ სუსტი ეკონომიკის ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ ამბიცია, აწარმოონ ინოვაციური პროდუქტი. სუსტი ეკონომიკის ქვეყნების სტიგმატიზაცია გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორია საქართველში ვენჩურული ინვესტიციის შემოდინებისათვის. თუმცა, ეს ასე არ უნდა იყოს, რადგან, ინოვაციურ აზროვნებას არ აქვს გეოგრაფიული ჩარჩო და დღეს გლობალური ბიზნესი მსოფლიოს განიხილავს, როგორც ერთიან ფინანსურ, შრომით და სასაქონლო ბაზარს. ინოვაციური მეწარმეები არ გაურბიან სირთულეებს და რაც მთავარია, ბიზნესში შექმნილი სირთულეების გამო არ კარგავენ პროფესიულ ღირსებას. ვფიქრობთ, სტიგმატიზაცია სრულ წინააღმდეგობაშია მსოფლიო გლობალური ეკონომიკის კონცეფციასთან, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრების გზით ცდილობს ქვეყნების ეკონომიკები გახადოს ბევრად უფრო ინკლუზიური, ცხოვრების სოციალური მდგომარეობა კი - სამართლიანი.

დასკვნა

ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ვენჩურული ინვესტორებისთვის ისმის შეკითხვა: საქართველოში ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდისა და მასთან ინოვაციური მეწარმეობის ორგანულად დაკავშირების რა შესაძლებლობები არსებობს?

პირველ რიგში, ეს არის ინოვაციურ მეწარმეობაში ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეფექტიანობა. საჭიროა ახალ ტექნოლოგიებში ქვეყნის ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენება და მათი რაციონალური მართვა. ამ რესურსების გამოყენებით წარმოებული პროდუქტების წარმატებული მარკერინგი და ბრენდინგი იმ ბაზრებზე, სადაც არსებობს მოთხოვნილება ეკოლოგიურად სუფთა და ინოვაციურ პროდუქტზე;

მეორე - საქართველოში ვენჩურული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. აუცილებელია სახელმწიფომ ბევრად უფრო ეფექტურად იმუშაოს გამოყენებადი კვლევითი პროდუქციის კომერციალიზაციის თვალსაზრისით და ინოვაციური ინციატივების ხელშეწყობის მიზნით;

მესამე - სტარტაფების დაფინანსება სპეციალური სამთავრობო პროგრამების მეშვეობით. ეს რთული გადაწყვეტილებებია, რადგან იდეების მხოლოდ მცირე ნაწილს გააჩნია რეალიზაციის პერსპექტივა, ვინაიდან ისინი, როგორც წესი, მცირე ბიზნესს უკავშირდება და ინოვაციური პროექტების წარმოების პროცესში მუდმივად განიცდიან საბრუნავი კაპიტალის დეფიციტს. სტარტაპების დაფინანსების მიზნით, გრანტების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უდაოდ ინოვაციური აქტიურობის თვალსაზრისით სერიოზული სტიმულია მცირე ბიზნესის ეკონომიკური აქტიურობის წასახალისებლად. თუმცა, საცდელი ნიმუშების დამზადება ან თუნდაც მცირე პარტიების რეალიზება, ინოვაციური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით საკმარისი არ არის. საჭიროა არა მარტო სტარტაპების, არამედ ინოვაციური ბიზნესის სერიოზული ინვესტირება და აქ ვენჩურულმა კაპიტალმა, როგორც ტრადიციულ მეწარმეობასა და ინოვაციურ ბიზნესს შორის შუამავალმა, შეიძლება შეასრულოს გადამწყვეტი როლი;

მეოთხე - იმის გამო, რომ ვენჩურული კაპიტალი ახალგაზრდა და მზარდი ბიზნესის სწრაფი და ინოვაციური განვითარებითაა დაინტერესებული, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვენჩურული კაპიტალის საშუალო და მცირე ბიზნესში ინვესტირება. ეს უცხოელი ვენჩურული ინვესტორებისთვის საინტერესო უნდა იყოს, რადგან საქართველო საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისების მიზნით, უკანასკნელი წლებია, ატარებს პროტექციონისტულ პოლიტიკას;

მეხუთე - ვენჩურული კაპიტალის რესურსებზე წვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საჯარო სექტორის და მცირე ბიზნესის თანამშრომლობის ახალი კრეატიული ფორმების დანერგვა;

მეექვსე - მცირე საწარმოებში, სადაც აინტერესებთ ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა, ინფორმაციის ვალიდურობის და ურთიერთთანამშრომლობის გარემოს ჩამოყალიბება და ანგარიშსწორების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;

მეშვიდე - ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის საჭირო შრომის ბაზარზე სამუშაო ძალაზე მოთხოვნილების იდენტიფიცირება და პროფგანათლება;

მერვე -ვენჩურული კაპიტალით წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა და საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მომავალში, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა ვენჩურული ინვესტიციების და ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეფექტიანობაზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული, რადგან მხოლოდ ინოვაციების იმპლემენდაცია იძლევა ქვეყნაში არსებული ინტელექტუალური რესურსის რეალიზაციის საშუალებას. ყველა სხვა შემთხვევაში საზოგადოებას ექნება, ეკონომიკური განვითარების მცდარ წარმოსახვაზე დაფუძნებული, ყალბი მოლოდინები.

References

  1. saqarTvelos kanoni “damwyebi sawarmoebis (startapebis) xelSewyobis programis damtkicebis Sesaxeb”, Tb., 2016;
  2. saqarTvelos kanoni „damwyebi sawarmoebis (startapebis) xelSewyobis programis farglebSi ssip - saqarTvelos inovaciebis da teqnologiebis saagentos mier proeqtebis dafinansebis wesis damtkicebis Sesaxeb”, Tb., 2016;
  3. saqarTvelos mcire da saSualo mewarmeobis ganviTarebis strategia 2016-2020 wlebisTvis, http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf ;
  4. gagniZe i. (2019). sauniversiteto teqnologiis transferis ofisebis roli saqarTvelos ekonomikis inovaciur ganviTarebaSi, „globalizacia da biznesi“, #8, gv. 136-142. https://doi.org/10.35945/gb.2019.08.018 gv. 136-142;
  5. didebuliZe T.(2019) inovaciebis gavlena mcire da saSualo biznesis mwarmeoblurobaze. https://openscience.ge/bitstream/1/609/1/didbulidze%20tornike.pdf;
  6. erhardi l. (2011) keTildReoba yvelasaTvis;
  7. Tarxan mouravi g. teqnoparki, teqnopolisi da inovacia: ocnebebi, imedebi da iluziebi. gfsis.org /files/my-world/18/3.pdf gv.26 ;
  8. pavliaSvili s. (2009) privatizaciis fenomeni da problemebi saqarTveloSi;
  9. frangiSvili a.(2012) - saqarTvelos teqnikuri universitetis ganviTarebis strategiuli gegma 2012-2016 wlebisTvis http://gtu.ge/pdf/stus_ganvitarebis_strategiuli_gegma_2012_2016_wlebisatvis. pdf gv 69 ;
  10. yorRanaSvili l. (2018) venCuruli biznesi, rogorc inovaciebis dafinansebis saSualeba. Jur. “biznesi da kanonmdebloba”, № 18;
  11. CuTlaSvili a. (2019) ,,venCuruli kapitali da inovaciebis dafinanseba (saleqcio kursi) gv.116;
  12. xvedeliani a. (2017) sarisko kapitalis aqtivizacia saqarTvelos sabanko sistemaSi, kavkasiis saerTaSoriso universiteti, gv.42.

References

The New Economist N1, (2021), Vol 16, Issue 1

1-2021-01.jpg
Published Date:

11/04/2021