Priorities of the Georgian Economy in the Post-coronavirus Information Age / საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტები კორონავირუსის შემდგომ ინფორმაციულ ეპოქაში
Revaz Lordkipanidze / რევაზ ლორთქიფანიძე
Academic of the Georgian Academy of Economic Sciences, with the highest grade in the Harvard University course "US Government" საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი შეფასებით
Nino Magradze / ნინო მაღრაძე
Doctoral Student of Georgian Technical University / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
Abstract
Given the requirements of the information innovations of the post-coronavirus global economy, it is becoming increasingly clear that, among the priority high-tech industries, in the near future direct investments in diversified information technologies and energy, the construction industry, computer robotics and medical equipment will be most effective.
The organization of the production of smart cars in the Kutaisi industrial center will cause a growing demand for powerful historical metallurgical industries in Rustavi. Gurjaani will be the flagship in viticulture and winemaking, Batumi - in the production of fish products and citrus fruits, Zugdidi - in the production of walnuts, Ozurgeti - in tea production, Gori - in the production of various apple products and their processing, Tbilisi and other densely populated agglomerations - in diversified industries.
Introduction
ანოტაცია
მსოფლიო ეკონომიკის კორონავირუსისშემდგომი ინფორმაციული ნოვაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სულ უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩინდა, რომ, უახლოეს მომავალში, პრიორიტეტული მეცნიერებატევადი დარგებიდან, განსაკუთრებულად შედეგიანი იქნება პირდაპირი ინვესტიციები დივერსიფიცირებულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკაში, სამშენებლო ინდუსტრიაში, კომპიუტერულ რობოტომანქანებსა და ქიმიურ კომპლექსში, სამედიცინო ტექნიკაში.
ქუთაისის ინდუსტრიულ ცენტრში ჭკვიანი მანქანების წარმოების ორგანიზება კონვეირულად გამოიწვევს რუსთავის მძლავრ ისტორიულ ინდუსტრიებზე მზარდი მოთხოვნის გაჩენასაც. გურჯაანი ფლაგმანი იქნება მევენახეობა-მეღვინეობაში, ბათუმი - თევზის პროდუქტებისა და ციტრუსოვანთა ხილფაფების წარმოებში, ზუგდიდი - თხილში, ოზურგეთი - მეჩაიეობაში, გორი - ვაშლისა და მისი გადამუშავების მრავალფეროვანი პროდუქტების წარმოებაში, თბილისი და სხვა მჭიდროდდასახლებული აგლომერაციები კი - დივერსიფიცირებულ ინდუსტრიულ კომპლექსებში.
შესავალი
მსოფლიო ეკონომიკის კორონავირუსისშემდგომი ინფორმაციული ნოვაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სულ უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩინდა, რომ, უახლოეს მომავალში, პრიორიტეტული მეცნიერებატევადი დარგებიდან, განსაკუთრებულად შედეგიანი იქნება პირდაპირი ინვესტიციები დივერსიფიცირებულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკაში, სამშენებლო ინდუსტრიაში, კომპიუტერულ რობოტომანქანებსა და ქიმიურ კომპლექსში, სამედიცინო ტექნიკაში.
საქართველოს ეკონომიკის ცალკეული დარგისა და, ზოგადად, ქართული ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ აქტუალურია, რომ, უახლოეს პერიოდში, მთავარი აქცენტები ქვეყნისთვის არგუმენტირებულად განსაზღვრულ პრიორიტეტებზე გაკეთდეს და, უპირველესად, საუკეთესო კლასის განათლების სისტემა და სოფლის მეურნეობა გვჭირდება, მხოლოდ შემდეგ შეიძლება ამოქმედდეს სათანადო მრეწველობა.
ჩვენს სოფელსაც სჭირდება სათანადო მეცნიერება, რომ სამედიცინო და ტურისტულ ობიექტებზე კვება საიმედო და კონკურენტუნარიანი იყოს. სამწუხაროდ, მეცნიერება, ხშირ შემთხვევაში, დოტაციურია და მოგებას არ იძლევა, მაგრამ სახელმწიფო სწორედ აქ უნდა იყოს ყველაზე მეტად მიზანმიმართული და მზრუნველი, ბაზართან ადეკვატური ეკონომიკური მექანიზმებით. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკაც, პრიორიტეტების განჭვრეტასა და მათში ოპერატიულად ჩართვაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
მოთხოვნადი მეცნიერული ინფორმაციის მწვავე დეფიციტის ეპოქაში, მნიშვნელოვანწილად გარკვეულ, მაგრამ მწირ ინფორმაციაზე უარესი, ჭარბი ინფორმაცია აღმოჩნდა, ვინაიდან, ის დროის ძალიან დიდ ფუჭ დანაკარგებს იწვევს, რაც ყოვლად დაუშვებელია ინოვაციური ტექნოლოგიების დარგებში. ინფორმაციის გაზომვის ენტროპიულ-მათემატიკური მეთოდი ადასტურებს, რომ ჩვენ შესაძლოდ თანაბარძალოვნად ყოვლისმომცველი ინფორმაცია გვჭირდება. ენტროპიული მეთოდით ეკონომიკის სტრუქტურის სრულყოფილებაც შეიძლება გავზომოთ და ამ მეთოდზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ ერთი შეხედვით „რთული“ - ხარჯტევადი და დროში გაწელილი მეცნიერებატევადი დარგების (მ.შ. სამშენებლო ინდუსტრია და მანქანათმშენებლობა) იგნორირება არათუ სახიფათოა, დამღუპველიც არის. მარტივი დარგები ხშირად სწრაფ შემოსავალს გვაძლევს, მაგრამ ისინი სადესერტე ნუგბარს შეიძლება შევადაროთ და მხოლოდ შაქრიანი საკვების მიღება, მოგეხსენებათ, ყოვლად დაუშვებელია.
ინოვაციური ინფორმაციული, ფიზიკური და ბიო-ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებამ, მათ შორის „მოკლე ჩართვის“ ფაქტორმა ეკონომიკური კონკურენციის შეფასებაში დაადასტურა ჩვენი ადრინდელი კვლევების შედეგები, რომ ბაზარი არ უნდა იყოს მიდრეკილი ეგრეთ წოდებული „ჭიანჭველების გადაჭარბებული რაოდენობის აგრესიული გადაადგილებისკენ“, რაც, სხვადასხვა ეკონომიკური მექანიზმის კომბინირებული ძალისხმევით, საჭიროებს ზომიერ შეზღუდვას, ინფლაციის შეკავებასა და მტაცებლური დემპინგური ფასებით ოპერირებადი კრიმინალური მონოპოლიების მუდმივ მონიტორინგს.
პანდემიის გაკვეთილებმა და მრავალფაქტორულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ დასავლეთევროპულ ქვეყნებში, კორონავირუსის გამწვავებების კრიტიკული დონის მთავარ მიზეზებად გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
1) ვირუსისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ტენიანი და ზომიერად თბილი კლიმატი სამხრეთ დასავლეთევროპულ ქვეყნებსა და მათ მიმდებარე რეგიონებში;
2) ტურისტული ნაკადების მაღალი ინტენსიობა;
3) მაღალტემპარამენტიანი სტუმართმოყვარე ბუნება და ზოგჯერ გადაჭარბებულად ემოციური ფსიქოტიპი;
4) უნიკალური სიძველის არქიტექტურული შედევრების სიმრავლე, რომლის მოვლა დიდ ძალისხმევას საჭიროებს (მ.შ. აუცილებელი ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა);
5) მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალების გადაკვეთა;
6) ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების შედარებით დაბალი ფასები, რამაც მიგრანტების განსაკუთრებული მოზღვავება გამოიწვია.
კრიზისისშემდგომ საქართველოში, მიმდებარე რეგიონების ჩართულობით, მიზანშეწონილია, რომ ინდუსტრიული მომსახურების იმპორტშემცვლელი „სასათბურე“ ზონები მოვიაზროთ და მოვაწყოთ როგორც დედაქალაქში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ზესტაფონში, ჭიათურაში, სამტრედიაში, გურჯაანში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.
ქუთაისის ინდუსტრიულ ცენტრში ჭკვიანი მანქანების წარმოების ორგანიზება კონვეირულად გამოიწვევს რუსთავის მძლავრ ისტორიულ ინდუსტრიებზე მზარდი მოთხოვნის გაჩენასაც. გურჯაანი ფლაგმანი იქნება მევენახეობა-მეღვინეობაში, ბათუმი - თევზის პროდუქტებისა და ციტრუსოვანთა ხილფაფების წარმოებში, ზუგდიდი - თხილში, ოზურგეთი - მეჩაიეობაში, გორი - ვაშლისა და მისი გადამუშავების მრავალფეროვანი პროდუქტების წარმოებაში, თბილის-რუსთავისა და ზესტაფონ-ჭიათურა-სამტრედიის აგლომერაციები კი - მანქანათმშენებლობასა და ლითონდამუშავებაში.
დასკვნა
თვალსაჩინო ფაქტია, რომ „კორონაეკონომიკის“ ექსტრემალურმა გარემოებებმა გამოავლინა, რომ, უახლოეს მომავალში, პრიორიტეტული მნიშვნელობა მეცნიერებასა და მეცნიერებატევად დარგებს უნდა მიენიჭოს.
საქართველოს ეკონომიკა და მათ შორის ჯანდაცვა შესაძლოდ საუკეთესოდ გაუმკლავდა კორონაპანდემიის აგრესიას, მაგრამ, მიუხედავად შედარებით წარმატებული შედეგებისა, ეკონომიკურმა სტაგნაციამ, უმწვავესად შეგვახსენა, რომ საქართველოს ეკონომიკის ცალკეული დარგისა და, ზოგადად, ქართული ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ აქტუალურია, რომ, უახლოეს პერიოდში, მთავარი აქცენტები ქვეყნისთვის არგუმენტირებულად განსაზღვრულ მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს.
გამომდინარე, კარგა ხანია ვასაბუთებთ და, უპირველესად, საუკეთესო კლასის სახელმწიფო დაფინანსების განათლების სისტემა და სოფლის მეურნეობა გვჭირდება - მხოლოდ შემდეგ ამოქმედდება სათანადო მრეწველობა. თავის მხრივ, მხოლოდ ბიზნესთან და მოსახლეობასთან მოთათბირებული და ეტაპობრივად და საყოველთაო ინსტიტუციონალური ჩართულობით გათვლილი ეკონომიკური სტრატეგია შეიძლება იყოს გლობალური ეკონომიკის სტაბილური განვითარების გარანტიც. გარე და შიგა ფაქტორების ინერციის მიუხედავად, ეკონომიკური პოლიტიკის მომავალი ნაბიჯები მაქსიმალურად დამაჯერებელი და შედეგიანი უნდა იყოს.
გასათვალისწინებელია გარემოება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს არ ძალუძთ და არც მოეთხოვებათ მძლავრი ფინანსური ბერკეტები აამოქმედონ, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული მოქმედების პრინციპები, საგადასახადო ატრიბუტიკა თუ კონკურენტული გარემოს ფორმირების რეკომენდაციები რეალური და მაქსიმალურად ქმედითი უნდა იყოს.
გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა საჭიროება ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკაშიც, რომელიც გულისხმობს ბიზნესის გონივრულ კოორდინაციას სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, ინფლაციის საწინააღმდეგო მრავალსცენარული დაგეგმვის მექანიზმების გამოყენებას, კონკურენტულობისა და „მტაცებლური“ ფასების მუდმივი მონიტორინგსა და სათანადო კონცენტრაციას.
გამოყენებული ლიტერატურა:
References
The New Economist, N1-2 (2020), Vol 15, Issue 1.
02/07/2020
Copyright (c) 2020 Revaz Lordkipanidze / რევაზ ლორთქიფანიძე, Nino Magradze / ნინო მაღრაძე
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.