Pandemic and 21st Century Georgia / პანდემია და 21-ე საუკუნის საქრთველო
Nino Magradze / ნინო მაღრაძე
Doctoral Student of Georgian Technical University / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
Abstract
The paper discusses the economic problems and losses caused by the coronavirus, which have lasted for almost a year and do not seem to be the last. Solutions are discussed, measures taken by the government to close the country, remote work and training, distance protection in the gathering, distance protection in the gathering places and the introduction of a state of emergency. World Bank assumptions about our country’s economy. Operative heath work and problems that arose during the pandemic. The needs that have been put on the agenda in connection with the local production of primers and disinfectant solutions. Universal unemployment and ways out of crisis.
Introduction
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და ზარალი, რაც თითქმის წელიწადია გრძელდება და ბოლო არ უჩანს. განხილულია არსებული ბარიერები და მათი გადაჭრის გზები. აღწერილია მთავრობის მიერ შემუშავებული ღონისძიებები ქვეყნის ჩაკეტვასთნ, დისტანციურ მუშაობასა და სწვლებასთან, თავშეყრის ადგილებში დისტანციის დაცვასთან და საგანგებო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით . მსოფლიო ბანკის ვარაუდები ჩვენი ქვეყანის ეკონომიკასთან მიმართებაში. ჯანდაცვისა ოპერატიული მუშაობა და პრობლემები რაც გაჩნდა პანდემიის დროს. ის აუცილებლობები რაც დღის წესრიგში დადგა პირბადეების და სადენზიფექციო ხსნარების ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით. საყოველთაო უმუშევრობა და კრიზისიდან გამოსვლის გზები.
კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთის ქალაქ უხანში და მას ოფიციალურად ეწოდა „კორონავირუსით დაავადება-2019“.
ვირუსი COVID-19 ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი“ და გაციების ზოგიერთი ფორმა.
COVID-19-ის ადრეული შემთხვევები ქ.უხანის ბაზრობასთან არის დაკავშირებული, ამიტომ, შესაძლებელია, რომ წყარო-ცხოველი ამ ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი.
ვირუსმა ოფიციალურად ჩვენს ქვეყანაში თებერვალში შემოაღწია, თუმცა არსებობს მოსახლეობაში მოსაზრება, რომ გაუთვიცნობიერებლად ადამიანების ნაწილმა ეს უფრო ადრე მოიხადა.
პირველი ტალღა გაცილებით მსუბუქი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, არა მარტო ლეტალობის მხრივ, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
სახელმწიფო ჯანდაცვამ მთილანად თავის თავზე აიღო გაწეული ხარჯები და ადმინისტრაციული მობილიზება. ყველა კლინიკას დროულად მიეწოდა მედიკამენტები, თუ სხვა საჭირო აღჭურვილობა. ქვეყანაში რამოდენიმე კლინიკა გადაკეთდა ცხელების ცენტრად, რამაც მეორეს მხრივ დააზარალა მომუშავე პერსონალი, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ წარმოადგენდნენ საჭიროებას ამ კუთხით დაავადებული ადამიანებისათვის.
საზოგადოებას მთავრობამ COVID-19-თან ბრძოლაში 4 პრიორიტეტული წარმომადგენელი წარუდგინა:
- ჯანდაცვა-მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა;
- ეკონომიკა - გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკის მართვა და აღდგენა;
- უსაფრთხოება - მოქალაქეთა დაცვა;
- მარაგები და ლოჯისტიკა - მოსახლეობის სურსათით უწყვეტი უზრუნველყოფის მართვა.
პირველ ტალღას, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოჰყვა პროტესტი, ადამიანების მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა ადმინისტრაციული დარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. მათ შორის: - თვითიზოლაციის ან საკარანტინე ზონიდან გასვლის, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს 382, დაჯარიმდა 144 პირი; - მგაზავრობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი; - მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება: დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი; - თავშეყრის ადგილებში, პირბადის გამოუყენლობის ან სამზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში თავმოყრის გამო დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი; - კომენდანტის საათის დარღვევაზე: დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი; - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება: დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი; - იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი; - ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).
მსოფლიოში არსებული კრიზისის გამო, დღის წერიგში დადგა საკუთარი რესურსების მოძებნა, კერძოდ საჭირო გახდა პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების ადგილობრივი წარმოება და არამარტო. ამ მხრივ საჭირო იყო მოეძებნათ ისეთი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფდა:
1) მიწოდების უწყვეტობას
2) გარე ფაქტორებზე ნაკლებ დამოკიდებულებას.
3) მცირე ვადაში მოთხოვების დაკმაყოფილებას
ნიღაბი, რომელიც ერთ-ერთი აუცილებლი აღჭურვილობაა ვირუსის თავიდან დასაცავად, და რომლის საყოველთაო ტარებაც გახდა სავალდებულო, უეცრად აღმოჩნდა მსოფლიო დეფიციტში, რის გამოც, ლუგარის ლაბორატორიასთან, ტექნოლოგიური და დიზაინერული დადასტურების შემდგომ, განხორცილედა მასალის ადგილობრივი მარაგების პარტნიორ ქვეყნებში მოძიება-შესყიდვა. ჯამში 14-მა კომპანიამ და 900-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პირბადეების წარმოებაში. სულ საანგარიშო პერიოდში ნაწარმოებია 4,787,111 პირბადე, დარიგებულია - 2,761,990, აქედან, საცალო ქსელში - 1,828,850; რეგიონებში - 474,300; პენსიონერებისთვის - 80,500, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის (საელჩოები) - 35,300, კერძო სექტორისთვის (მაღაზიები, დისტრიბუცია, კომუნიკაცია) - 85,650. ამ ეტაპისთვის წარმოებაში ჩართულია 13 საწარმო. ასევე ხელშეწყობა მოხდა სადეზიფექციო ხსნარები წარმოებასაც და ქართული კომპანიების წარმადობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვის მოხსნაზეც. მარტიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი საწარმოების და დარეგისტრირებული პროდუქტების რაოდენობა. ამ პერიოდში წარმოების დასაწყებად ლუგარის ლაბორატორიას მიმართა 56-მა კომპანიამ, 60 სხვადასხვა პროდუქტის რეგისტრაციისთვის. მარტამდე მხოლოდ 10 კომპანია აწარმოებდა რეგისტრირებულ სადეზინფექციო საშუალებებს. ამჟამინდელი წარმოების ჯამური მოცულობა დაახლოებით შეადგენს 4,000 ტონას თვეში და დღემდე რაოდენობა იზრდება.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები აწარმოვა. აშშ-თან საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ახალი პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მიიღო. სავალუტო ფონდთან წარმატებულმა მოლაპარაკებებმა, საშუალება მისცა ქვეყანას სხვა დონორებისგანაც მოეზიდა მნიშვნელოვანი ფულადი რესურსები. შედეგად, ჯამში მოზიდულ იქნა, 1.5 მლრდ. აშშ დოლარი საბიუჯეტო დახმარება.
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა მოსახლეს თითო არასრულწლოვან შვილზე დაერიცხა დახმარება 200 ლარის ოდენობით. ასევე კერძო სექტორს ერთ სულ დასაქმებულზე მოეხსნა საშემოსავლო 20% . მეწარმეებს მიეცათ საგადასახადო შეღავათები. ასევე მოხდა კრედიტების გადავადება კერძო სექტორში (თუ არ ჩავთვლით ამ გადავადების საზღაურს, რომლის გამოც არაკეთილსინდისიერება გამოიჩინის ბანკებმა და ოჯახებს აღებული კრედიტები გაუძვირეს)
შედარებით უფრო ძილერი აღმოჩნდა კორონავირუსის მეორე ტალღა, გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტების რიცხვი. ხანგრძლივი დროით სამსახურების უმრავლესობა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, ასევე დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა სკოლამდელი, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა საშუალო და საშუალოზე ქვემოთ მყოფ საზოგადოების ნაწილს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ბევრმა მომსახურეობის სფერომ თანამშრომლებისთვის შეძლო საკუთარი ხარჯებით ტრანსპორტის უზრუნველყოფა.
ქვეყანაში გაზრდილ უმუშევართა ყველაზე დიდი წილი, სავაჭრო და მომსახურეობის სექტორზე მოდის, ასობით თანამშრომლმა დროებით დაკარგა შემოსავალი.
უნდა ითქვას, რომ თითქმის სამმაგ ოდენობას მიაღწია კერძო სამარშუტო ტაქსების შემოსავალმა და ადგილზე მიტანის სერვისებმა.
კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების ხარჯის ზრდა, მოყვა რაოდენობის გაზრდასა და სიმძიმეს. ისინი შემდეგ კატეგორიებად დაიყო:
ა) უსიმპტომო;
ბ) მსუბუქი;
გ) საშუალო სიმძიმის;
დ) მძიმე.
პირველი კატეგორია, თავად სიტყვიდან გამომდინარეც, ჩანს, არ საჭიროებს არანაირ სამედიცინო ჩარევას. ზოგიერთმა ადამიანმა ვირუსი ისე გადაიტანა, შეიძლება ითქვას, ვერც გაიგო და, შესაბამისად, ხარჯიც არ გვაქვს, მაქსიმუმ ის ტესტის ღირებულებას შეადგენს.
პაციენტების მეორე კატეგორიას მიეკუთვნება თერაპიული პაციენტები. მათი საშუალო ფაქტიური ხარჯი შეადგენს 700-800 ლარამდე თანხის ოდენობას.
მესამე კატეგორიაში შედიან პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან რეანიმაციულ გაყოფილებაში ინტუბაციის გარეშე პირველი დონის ინტენსიური მკურნალობით, მათზე საშუალოდ ფაქტიური ხარჯი 2500-3000 ლარამდეა.
მეოთხე კატეგორია პაციენტებისა, აპარატული მხარდაჭერის ქვეშაა, საიდანაც გამოჯამრთელების შანსი შედარებით მცირეა, დაახლოებით 15-30% ადამინებისა თუ აღიდგენს სასიცოცხლო ფუნქციებს და მათი ფაქტიური ხარჯი 5000 ცდება ზოგიერთ შემთხვევაში.
ამ დროისათვის სრულად ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 245,789 ადამიანი, მონაცემები ყოველ წამს იცვლება.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა ვირუსმა დიდი დანაკარგი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მხოლოდ ერთ თვეში ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ საქართველოში გამოიწვია დაახლოებით 30 მილიონი ლარის ზარალი, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ხდება დღემდე.
პანდემიამ განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა ეროვნულ ვალუტას დოლართან და ევროსთან მიმართებაში, რასაც ფასების კატასტროფული ზრდა მოჰყვა.
საგარეო ტურიზმი, რომელიც საქართველოს ეკომიკურ ძლიერ მხარეს წარმოადგენდა და ბოლო პერიოდში ექსპერტები მის ზრდას 3-4% ვარაუდობდნენ, პირიქით დაქვეითდა - საზღვრების ჩაკეტვამ უარყოფითი გავლენა იქონია და თითქმის სრულად შეჩერებულია ამ ეტაპზე, სამაგიეროდ, გაიზარდა შიგა ტურიზმი. გარე მიმოსვლის შეზღუდვამ ქართველებს საქართველო ანახა.
მნიშვნელოვნად შემცირდა საგარეო ვაჭრობაც, მიუხედავად იმისა, რომ, ამ მხრივ, შეზღუდვები თითქმის არ დაწესებულა. კრახს განიცდის სამშენებლო ბიზნესი. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენდა საკეთილდღეოდ, უნდა ითქვას, რომ საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები გაზრდილია 9,5%-ით.
მსოფლიო ბანკმა, 2020 წლის 8 აპრილს, საქართველოს ეკონომიკური სცენარი განიხილა. რამოდენიმე დღით ადრე, საკუთარი ვარაუდები გამოთქვა აზიის ბანკმაც. მათი შედარება კი შემდგეში მდგომარეობს - ორივეს პროგნოზით, უახლოეს მომავალში, საქართველოს ეკონომიკის ნამატი 0-ს მიუახლოვდება, არის შანსი, რომ ის 0% ქვემოთაც ჩამოვიდეს, აზიის ბანკის პროგნოზი მეტად ოპტიმისტურია, გვაქვს შანსი რომ 0%-ს დავჯერდებით, ხოლო მსოფლიო ბანკი ვარაუდობს -4,4 დან -2,8 პროცენტებს შორის მოვექცევით. 2021 წლის ბოლოს, ექსპერტები ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ 4,5%-ით.
დასკვნით ნაწილში, შეიძლება ვთქვათ, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ღირსეულად უწევს წინააღმდეგობას არსებულ სიტუაციას. თუ შევადარებთ ისეთ დიდ ქვეყანას, როგორიცაა იტალია, სადაც ჯანდაცვა თითქმის ჩამოშლილია ან საფრანგეთს და მსგავს ქვეყნებს, ჩვენი ხელისუფლების ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ მსოფლიოში წარმატებულ მაგალითად განიხილება.
კრიზისმა აჩვენა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სწრაფი გადაწყვეტილებების უნარით და აღსრულებით გამორჩეულია. ჩვენმა ქვეყანამ უფრო სწრაფად იმოქმედა ვიდრე ჩინეთმა და გაცილებით წამყვანმა სხვა მრავალმა ქვეყანამ. აქედან გამოდინარე, ეს უნდა გახდეს სავიზიტო ბარათი მსოფლიოში. მოხდეს ინვესტორების მოზიდვა და სამომავლო გეგმების შემუშავება ამ კუთხით.
გამოყენებული ლიტერატურა:
- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
- moh.gov ge
- stop.cov.ge
- https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf
- https://sustainability.ge/covid-19/
References
The New Economist N4, (2020), Vol 15, Issue 3
11/01/2021
Copyright (c) 2021 Nino Magradze / ნინო მაღრაძე
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.