Logo

Interview with the Rector of the Georgian Technical University, Prof. With David Gurgenidze / ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან

David Gurgenidze
David Gurgenidze / დავით გურგენიძე

Rector of the Georgian Technical University, Professor / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

Abstract

Keywords: Georgian Technical University / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

Introduction

- ბა­ტო­ნო და­ვით, პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ, რომ დრო გა­მო­ნა­ხეთ კითხ­ვებ­ზე სა­­პა­სუ­ხოდ. მარ­თა­ლი­ა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (სტუ) სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტია და ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი­ა, მაგ­რამ იქ­ნებ მოკ­ლედ შე­ვახ­სე­ნოთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია ჩვენს მკითხ­ველს.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ვი­ერ­სი­ტე­ტი არის სა­ინ­ჟინ­რო გა­ნათ­ლე­ბის პირ­ვე­ლი კე­რა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არ­მედ სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში. დრო­ის გარ­კ­ვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში სტუ იყო ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­ს­ტი­ტე­ტი ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და მი­სი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის წვლი­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო მთე­ლი რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ფას­და­უ­დე­ბე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ვი­ერ­სი­ტე­ტის წვლი­ლი ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის წი­ნა­შე, ეროვ­ნუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბით სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა კავ­კა­სი­ი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს ტექ­ნი­კურ გა­ნათ­ლე­ბას.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­ს­და 1922 წელს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბას ფრი­ად მას­შ­ტა­ბუ­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა უძღო­და წინ, რო­მე­ლიც იმ დრო­ი­სათ­ვის თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლი სა­ინ­ჟინ­რო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ქარ­თ­ვე­ლი ერის­კა­ცე­ბის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გ­ვინ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბას სა­თა­ვე­ში ედ­გ­ნენ ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი - ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, ნი­კო ნი­კო­ლა­ძე, ალექ­სან­დ­რე დი­დე­ბუ­ლი­ძე, ან­დ­რია რაზ­მა­ძე, გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე და სხვე­ბი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რია და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­თა დი­დი ქარ­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბით.

- ერ­თი წე­ლიც არაა დარ­ჩე­ნი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუბი­ლემ­დე და რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი ამ თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად?

- რო­გორც თქვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლი­ა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის სა­ინ­ჟინ­რო გა­ნათ­ლე­ბის წამ­ყ­ვან სა­გან­მან­თ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, და­არ­სე­ბი­დან 100 წე­ლი უს­რულ­დე­ბა. სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი იუბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავს, მათ შო­რის: სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ის, სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის, ფა­კულ­ტე­ტე­ბი­სა და ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, ფო­ტო-­გა­მო­ფე­ნის, სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტე­ბის, და­ჯილ­დო­ე­ბე­ბის. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ვის­თ­ვი­საც ძვირ­ფა­სია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, სტუ­დენ­ტე­ბი, მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან და უცხო­ე­თი­დან.

- რას მი­აღ­წია უნი­ვერ­სი­ტეტ­მა 100 წლის მან­ძილ­ზე?

- უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სტუ-­სა და მი­სი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის წვი­ლი­ლი და გავ­ლე­ნა სა­ქარ­თე­ლო­სა და რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. კერ­ძოდ, ქარ­თ­ველ­მა ინ­ჟინ­რებ­მა უდი­დე­სი წვი­ლი შე­ი­ტა­ნეს მე­ტა­ლურ­გი­ულ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, მათ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და­ი­ნერ­გა საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იაპო­ნი­ა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გარ­და, ქარ­თ­ვე­ლი ინ­ჟინ­რე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ და მუ­შა­ო­ბენ ხი­დე­ბის, ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რე­ბის, წყალ­სა­დე­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ევ­რო­პი­სა და ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში.

ქარ­თ­ველ ინ­ჟინ­რებს მი­უძღ­ვით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვი­ლი უნი­კა­ლუ­რი კოს­მო­სუ­რი და სა­რა­კე­ტო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ში. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კოს­მო­სუ­რი ობი­ექ­ტი ორ­ბი­ტა­ზე 1999 წელს გა­ვი­და.

ქარ­თ­ვე­ლი ინ­ჟინ­რე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ ბირ­თ­ვუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ყოფილი სსრკ-ის მას­შ­ტა­ბით, მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ მი­წის­ქ­ვე­შა ნა­გე­ბო­ე­ბი­სა და მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, მათ შექ­მ­ნეს დი­დი სი­ზუს­ტის ტო­პო­გე­ო­დე­ზი­უ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დო თბი­ლი­სის უნი­კა­ლუ­რი მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მშე­ნებ­ლო­ბას.

ქარ­თ­ვე­ლი ინ­ჟინ­რე­ბის მი­ერ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ახ­ლაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნი­სათ­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, რე­გი­ო­ნი­სათ­ვის ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის დაპ­რო­ექ­ტე­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა ენ­გურ­ჰე­სი, ქარ­თ­ველ ინ­ჟინ­რებს უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვით. ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ვე­ლი ინ­ჟინ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, 1943 წელს მდ. დნეპ­რ­ზე ოთხ დღე-­ღა­მე­ში 360 მეტ­რი­ა­ნი სიგ­რ­ძის ხი­დი აიგო.

ფას­და­უ­დე­ბე­ლია ქარ­თ­ვე­ლი ინ­ჟინ­რე­ბის ღვაწ­ლი ქი­მი­ურ­-­ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის და, ასე­ვე, სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­მუშ­ვე­ბის შექ­მ­ნა­ში.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რი მსოფ­ლი­ოს ისე­თი წამ­ყ­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბის (ექსპერიმენტების) რო­გო­რი­ცა­ა: CMS ექ­ს­პე­რი­მენ­ტი (CERN-LHC, შვე­ი­ცა­რი­ა), COMET ექ­ს­პე­რი­მენ­ტი (KEK, J-PRC, იაპო­ნი­ა) და LBNF/DUNE ექ­ს­პე­რი­მენ­ტი (Fermilab, ამე­რი­კა). შე­სა­ბა­მი­სად, აქვს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა (ხელშეკრულებები) ბირ­თ­ვუ­ლი და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის მსოფ­ლი­ოს ისეთ უდი­დეს ცენ­ტ­რებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა CERN (ჟენევა, შვე­ი­ცა­რი­ა), KEK, J-PARC (ცუკუბა, ტო­კა­ი, იაპო­ნი­ა), FERMILAB (ჩიკაგო, ამე­რი­კა). ამ კო­ლა­ბო­რა­ცი­ებ­ში სტუ-­ს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს და­ახ­ლო­ე­ბით მსოფ­ლი­ოს 85 ქვე­ყა­ნა, 300-მდე უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რი, 4000-მდე მეც­ნი­ერ­-­თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და ინ­ჟი­ნე­რი.

სტუ-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნია იყოს სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფლაგ­მა­ნი, იყოს ინო­ვა­ცი­ებ­ზე ორი­ე­ტი­რე­ბუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი.

- თუ არის სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი?

- სტუ-­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა უნი­კა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა ანა­ლო­გი სხვა სას­წავ­ლე­ბელ­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი ფი­ნან­ს­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან. სა­ერ­თო ჯამ­ში სტუ-­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი 25 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ა.

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი?

- სტუ-­ში სწავ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­გა­ნა­მან­თ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი თა­ვი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მოთხოვ­ნა­დი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მოთხოვ­ნად სპე­ცი­ა­ლო­ბებს, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ერ­თის მხრივ, შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე არ­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის, სა­მარ­თა­ლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­გა­ნამ­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. მე­ო­რეს მხრივ, გვაქვს სა­გა­ნა­მან­თ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, სა­დაც კონ­კურ­სი იმ­დე­ნად დი­დი­ა, რომ არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უფ­რო მცი­რე­ა, ვიდ­რე სწავ­ლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. მა­გა­ლი­თად, ასე­თი პროგ­რა­მე­ბია მშე­ნებ­ლო­ბა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, აგ­რო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა და ა. შ.

- პრო­ცენ­ტუ­ლად სად რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს?

- დღეს სტუ-­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 12 ფა­კულ­ტე­ტი, რომ­ლე­ბიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე ახორ­ცი­ე­ლე­ბენ 172 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას. რაც შე­ე­ხე­ბა რა­ო­დე­ნობ­რივ თა­ნა­ფად­რო­ბას, იგი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: სა­ბა­კა­ლავ­რო სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლობს სტუ­დენ­ტ­თა 81%, სა­მა­გის­ტ­რო სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე _ სტუ­დენ­ტ­თა 13%, სა­დოქ­ტო­რო სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე _ სტუ­დენ­ტ­თა 5%, ხო­ლო ქარ­თუ­ლი ენის მომ­ზა­დე­ბის სა­გა­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე - სტუ­დენ­ტ­თა 1%.

- თქვე­ნი რექ­ტო­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ ბევ­რი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სი­ახ­ლე და ნო­ვა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის მი­უ­ხე­და­ვად. რა სი­ახ­ლე­ე­ბია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში?

-2020 წე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის დატ­ვირ­თუ­ლი იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­თა და მოვ­ლე­ნე­ბით. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რი­გი შეც­ვა­ლა, იყო კო­რო­ნა (COVID-19) ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეპი­დე­მი­ა, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის, საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის ახა­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა სამ­ყა­რო­ში. ჩვენ მოგ­ვიხ­და საქ­მი­ა­ნო­ბის სტი­ლის შეც­ვ­ლა და ცხოვ­რე­ბა ვი­რუს­თან ერ­თად, მაგ­რამ შევ­ძე­ლით მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ - არ შე­ვა­ჩე­რეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბით ვაგ­რ­ძე­ლებთ ჩვენს ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას - სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვე­ნი დი­დი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევრს და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის­თ­ვის, საქ­მი­სად­მი თავ­და­დე­ბის­თ­ვის და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ღირ­სე­უ­ლად მსა­ხუ­რე­ბის­თ­ვის.

სსიპ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის 2020-2024 წლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თა. კერ­ძოდ, მიმ­დი­ნა­რე წლის 28 თე­ბერ­ვალს უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს დად­გე­ნი­ლე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით შე­იქ­მ­ნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც და­ე­ვა­ლა ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის გან­საზღ­ვ­რა, სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტე­ბის შედ­გე­ნა და პერ­სო­ნა­ლის ფუნ­ქ­ცი­ა-­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი­სა და საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა.

სა­მუ­შაო ჯგუფ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­საზღ­ვ­რა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გეგ­მა და მიზ­ნად და­ი­სა­ხა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ფუნ­ქ­ცი­უ­რი ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­მა ჯგუფ­მა (აკადემიური საბ­ჭოს მი­ერ გან­საზღ­ვ­რულ ვა­და­ში) წარ­მო­ად­გი­ნა შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქ­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ­-­ს­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მოწყო­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­დე­ლი, გა­ნი­საზღ­ვ­რა სა­ჭი­რო ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და ბი­უ­ჯე­ტი, რაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სის­ტე­მუ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი მმარ­თ­ვე­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. 2021 წლი­დან იგეგ­მე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი სტრუქ­ტუ­რის, საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლე­ბი­სა და დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გ­ლებ­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

სწავ­ლა-­ს­წავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი­ა. 2020 წელს შე­მუ­შავ­და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის ახა­ლი ხედ­ვა, რო­მე­ლიც გა­ი­წე­რა უნ­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­ა­ში. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ წელს სსიპ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა გა­ნი­ხი­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი 27 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა. ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­მას­ხუ­რის ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ამ სამ­სა­ხუ­რის (როგორც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო, ასე სა­ფა­კულ­ტე­ტო დო­ნე­ზე) თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი­სათ­ვის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ტარ­დე­ბა სე­მი­ნა­რე­ბი­სა და ვორ­ქ­შო­პე­ბის მთე­ლი სე­რი­ა, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მა­ვე­ბა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­და­რე­ტებ­თან და­ახ­ლო­ვე­ბას.

2020 წელს მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბამ ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვა - ერ­თის მხრივ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი წარ­მარ­თ­ვა და მე­ო­რეს მხრივ, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პერ­სო­ნა­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა. აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და სწავ­ლე­ბა­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა შევ­ძე­ლით და ვაქ­ცი­ეთ ჩვენ ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბად. ახალ გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის­თ­ვის ეფექ­ტუ­რად მოხ­და ადა­მი­ა­ნუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ჩვენ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შეძ­ლო სა­გან­გე­ბო მდგო­მე­რე­ო­ბის გა­მოცხა­დე­ბი­დან უმოკ­ლეს დრო­ში სწავ­ლე­ბის სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა. 2019-2020 სას­წავ­ლო წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში აიტ­ვირ­თა 2823 სას­წავ­ლო კურ­სი, 2020-2021 სას­წავ­ლო წლის პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში აიტ­ვირ­თა 3313 სას­წავ­ლო კურ­სი. 2020-2021 სას­წავ­ლო წლის პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში და­რე­გის­ტ­რირ­და 18232 სტუ­დენ­ტი და 2294 ლექ­ტო­რი. გარ­და ამი­სა, გან­ხორ­ცი­ელ­და რის­კე­ბის ანა­ლი­ზი კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და მოხ­და მა­თი მი­ნი­მი­ზა­ცია რო­გორც ჯან­დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვით, ასე­ვე თი­თო­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვ­ლის­წი­ნე­ბით. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვევ­ბის სა­პა­სუ­ხოდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ი­ქიმ­ნა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის, სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი. 2020 წლის შე­მოდ­გო­მის სემ­ს­ტ­რი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ლექ­ციო დატ­ვირ­თ­ვის სქე­მის ცვლი­ლე­ბა მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რე­ბი­სათ­ვის, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რ­დი­სა და შტა­ტე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის კუთხით.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სი­ი­სა და მიზ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში უპი­რო­ბო პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. ამ მიზ­ნით 2020-2021 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტი და ღო­ნის­ძი­ე­ბა. კო­ვიდ­-­პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ შვე­ი­ცა­რი­ის, საფ­რან­გე­თის, ლი­ე­ტუ­ვის ელ­ჩე­ბი, აშშ-ს სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის ატა­შე, იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის ელ­ჩი, სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ხა­ტეს უნი­ვერ­სი­ტე­თან თა­ნამ­შორ­მ­ლო­ბის მზად­ყოფ­ნა.

უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტი და ცნო­ბა­დო­ბა არის დღე­ვან­დელ ინ­ფორ­მა­ცი­ულ სამ­ყა­რო­ში მი­სი წარ­მა­ტე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა. ამ მხრივ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ევ­რო­პუ­ლი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის „მეცნიერება კა­პი­ტა­ნი­ა“ ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ტარ­და უპ­რე­ცენ­დენ­ტო სა­მუ­შა­ო, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო-­კ­ვ­ლე­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. მოხ­და 53 მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ვი­დო-­კ­ლი­პის მომ­ზა­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო-­კ­ვ­ლე­ვით ერ­თე­უ­ლებ­ზე, მათ შო­რის, მომ­ზად­და ერ­თი 30 წუ­თი­ა­ნი სა­ი­მი­ჯო ფილ­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო-­კ­ვ­ლე­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ. ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი კორ­პუს­ში გა­რე­მონ­ტ­და, მო­ი­ხა­ტა და აღი­ჭურ­ვა ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცე, სა­დაც გან­თავ­ს­დე­ბა ჰო­რი­ზონ­ტი 2020-ის (Horizon 2020) ახა­ლი ოფი­სი.

ახალ­გაზ­რ­და, პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად და STEM საგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უსას­ყიდ­ლოდ და­იწყო და ახორ­ცი­ე­ლებს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მომ­ზა­დე­ბას მა­თე­მა­ტი­კა­ში, ფი­ზი­კა­სა და ქი­მი­ა­ში. ეს კურ­სე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად მო­ემ­ზა­დონ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის, აღი­ჭურ­ვონ ცოდ­ნით ინ­ჟინ­რის პრო­ფე­სი­ი­სა­თვის ფუნ­და­მენ­ტურ საგ­ნებ­ში. იმ აბი­ტუ­რინ­ტე­ბის­თ­ვის, ვინც გა­ივ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სებს, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რებს ეროვ­ნულ გა­მოც­დებს და ჩა­ი­რიცხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იგეგ­მე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წა­ხა­ლი­სე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან.

- რო­გო­რია სწავ­ლა-­ს­წავ­ლე­ბის ხა­რის­ხი თქვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში?

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ნერ­გი­ლია სწავ­ლა-­ს­წავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სის­ტე­მა და ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე 2005 წლი­დან და იზი­ა­რებს ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრინ­ცი­პებს. ეს ასე­ვე ეხე­ბა ხა­რის­ხის მარ­თ­ვი­სა და სა­ექ­ს­პერ­ტო შე­ფა­სე­ბებს. სა­გან­მა­ნათ­ლ­ბე­ლო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ში­და და გა­რე შე­ფა­სე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის ცი­ტი­რე­ბის ინ­დექ­სით სტუ-ს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკა­ვი­ა.

ხა­რის­ხობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, სტუ-ს სტუ­დენ­ტე­ბი იღე­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის გა­ნათ­ლე­ბას, რაც დას­ტურ­დე­ბა იმით, რომ ჩვენს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს წან­ყ­ვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი უკა­ვი­ათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კომ­პა­ნი­ებ­ში და ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში, რო­გორც მკვლე­ვა­რე­ბი.

- უცხო­ე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი თუ გყავთ და მო­ნა­წი­ლე­ობთ თუ არა მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის პრო­ექ­ტებ­ში?

- სტუ არის პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლე­ბის: უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (European University Association, EUA), შა­ვი ზღვის უნ­ვი­ერ­სი­ტე­ტე­ბის ქსე­ლის (Black Sea University Network, BSU) და ფრან­კო­ფო­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ა­გან­ტოს (Agence Universitaire de la Francophonie, AUF) წევ­რი. ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით მჭიდ­როდ თა­ნამ­შ­რომ­ლობს წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან და სა­მეც­ნი­ე­რო-­კ­ვ­ლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, სტუ-ს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს მსოფ­ლი­ოს ისეთ წამ­ყ­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო-­კ­ვ­ლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რო­გო­რი­ცა­ა: იაპო­ნი­ის მა­ღა­ლი ენერ­გი­ე­ბის ამაჩ­ქა­რებ­ლის კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია - KEK, გერ­მა­ნი­ის იული­ხის სა­მეც­ნი­ე­რო-­კ­ვ­ლე­ვი­თი ცენ­ტ­რი, CERN - ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვევ­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია (შვეიცარია), ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ინ­ს­ტი­ტუ­ტი - JINR (დუბნა), იტა­ლი­ის ბირ­თ­ვუ­ლი ფი­ზი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტი - INFN და სხვ.

სტუ-ს კვან­ტუ­რი ფი­ზი­კი­სა და სა­ინ­ჟინ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ფი­ზი­კოს­თა ჯგუ­ფი ად­რო­ნულ კო­ლა­ი­დერ­ზე (ჟენევა) მიმ­დი­ნა­რე ოთხი მთა­ვა­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი­დან ერ­თ­-ერთ, CMS კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სწო­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი შრო­მის შე­დე­გად, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი ურ­თუ­ლე­სი 3D კონ­ს­ტ­რუქ­ცია შე­იქ­მ­ნა.

- რა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სტუ-­ში?

- სტუ აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა გაც­ვ­ლი­თი პრო­ექ­ტე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩარ­თუ­ლია Erasmus Mundus-ის პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ბა­კა­ლავ­რე­ბის, მა­გის­ტ­რან­ტე­ბის, დოქ­ტო­რან­ტე­ბის, ახალ­გაზ­რ­და მკვლე­ვა­რე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პე­როს­ნა­ლის მო­ბი­ლო­ბას ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დაწ­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. 2015 წლი­დან და­იწყო ERASMUS + ახა­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც სტუ-მ 34-ზე მე­ტი პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა ევ­რო­პის პარ­ტ­ნი­ორ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­თან ერ­თად. 28 პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და მო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­გორც უცხო­ე­თის კო­ორ­დი­ნა­ტორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, ასე­ვე უცხო­ე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან სტუ-­ში.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კი­დევ ერ­თი ფორ­მა­ტი არის ორ­მა­გი ხა­რის­ხის პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­ზად­და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-­მეღ­ვი­ნე­ო­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო სა­გა­ნამ­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა ფარ­გ­ლებ­შიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-3 და მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ იტა­ლი­ა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი უკ­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მათ­ზე 100-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბის არ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, სტუ­დენ­ტე­ბი ფრან­გულ მო­დულს გა­ივ­ლი­ან და სტუ-ს დიპ­ლომ­თან ერ­თად ფრან­გუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლომ­საც აიღე­ბენ. სატ­რან­ს­პორ­ტო და მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბის ფა­კულ­ტე­ტის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ლო­ჯის­ტი­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მაც ორ დიპ­ლომს იძ­ლე­ვა და სრუ­ლად ფი­ნან­ს­დე­ბა DAAD-ის მი­ერ. სან­-­დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით კი, სტუ­დენ­ტებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­უძ­ლი­ათ ამე­რი­კუ­ლი ბა­კა­ლავ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ღე­ბა.

1997 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის პრო­ექ­ტი International Hall of Residence, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­უ­ერ­თ­და 2008 წელს და რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ მო­ბი­ლო­ბას იტა­ლი­ის სას­წავ­ლებ­ლებ­ში. 2012 წლი­დან Erasmus Mundus-ის და Erasmus +- ის პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ფე­სორ­-­მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ბი­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვეთ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, პრო­ფე­სორ­-­მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წევ­რე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის პრო­ცეს­ში.

- სტუ-ს სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა რას აკე­თებს და რო­გორ არის ჩარ­თუ­ლი მარ­თ­ვა­ში?

- სტუ-ს სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცი­ა-­მო­ვა­ლე­ო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და ინ­ტე­რე­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ა. ამ კუთხით სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თ­ვა­ში და წარ­მოდ­გე­ნი­ლი­ა, რო­გორც სე­ნატ­ში, ისე ფა­კულ­ტე­ტე­ბის საბ­ჭო­ე­ბის დო­ნე­ზე.

სტუ-ს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ატა­რებს სპორ­ტულ, კულ­ტუ­რულ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და შე­მეც­ნე­ბით პრო­ექ­ტებს, ხელს უწყობს სტუ­დენ­ტე­ბის არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას, 2017 წლი­დან ატა­რებს სტუ-ს სტუ­დენ­ტურ დღე­ებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი ში­და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პრო­ექ­ტია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ის ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ატა­რებს გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ეწყო­ბა გამ­წ­ვა­ნე­ბი­სა და და­სუფ­თ­ვე­ბის აქ­ცი­ა, რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ებ­ში. სტუ­დენ­ტურ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში აღე­ბუ­ლი აქვს მზრუნ­ვე­ლო­ბა ძეგ­ვის თავ­შე­სა­ფარ­ზე. მი­სი ორ­გა­ნი­ზე­ბით სის­ტე­მა­ტუ­რად ეწყო­ბა ტრე­ნინ­გ­-­კურ­სე­ბი, მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი, სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი და პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ე­ბი.

- გათ­ვა­ლსი­წი­ნე­ბუ­ლია თუ არა სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის კამ­პუ­სის შექ­მ­ნა?

- სტუ-ს გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მით სტუ­დენ­ტუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მოწყო­ბის ფარ­გ­ლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტ­თა სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის შექ­მ­ნა, რა­მაც ხე­ლი უნ­და შე­უწყოს უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მოთხოვ­ნი­ლე­ბის ზრდას.

- სტუ-ს აქვს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი. ხომ არ ფიქ­რობთ ამ პა­ტენ­ტე­ბის გა­ყიდ­ვას და გა­მო­გო­ნე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით სტარ­ტა­პე­ბის შექ­მ­ნას?

- სტუ-ს მეც­ნი­ე­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­პა­ტენ­ტო-­სა­ლი­ცენ­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ამ­ჯე­რად, საქ­პა­ტენ­ტ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა 4 სა­პა­ტენ­ტო წი­ნა­და­დე­ბა, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ სა­წარ­მოო პო­ტენ­ცი­ა­ლი. მა­გა­ლი­თად, შშმ პირ­თათ­ვის შექ­მ­ნი­ლია მოწყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა კი­ბე­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კულ­ტუ­რე­ბის სეტყ­ვი­სა­გან და­სა­ცა­ვად შექ­მ­ნი­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რად გაშ­ლა­დი ბა­დე, ასე­ვე მცი­რე სიმ­ძ­ლავ­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი და ქა­რის და­ნად­გა­რე­ბი, ქვევ­რის სა­რეცხი და­ნად­გა­რი და მრა­ვა­ლი სხვა.

სტუ-ს ბა­ზა­ზე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ფაბ­ლა­ბი, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია ხე­ლი შე­უწყოს ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი­სა და სტარ­ტა­პე­ბის ბიზ­ნეს­პ­რო­ექ­ტე­ბად ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ას.

- დი­დი მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო და­ვით, ამ­დე­ნი დრო რომ დაგ­ვით­მეთ და ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცით ჩვენს შე­კითხ­ვებს.

- თქვენც დი­დი მად­ლო­ბა.

ინ­ტერ­ვიუ ჩა­ი­წე­რა

ჟურნალის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა

იური ქარ­ჩა­ვამ

References

The New Economist N1, (2021), Vol 16, Issue 1

1-2021-01.jpg
Published Date:

11/04/2021