Logo

INCLUSIVE GROWTH FACTORS OF THE ECONOMY AND THE ROLE OF EDUCATION IN THEM / ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­კლუ­ზი­ური ზრდის ფაქ­ტო­რე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი მათ­ში.

ZAIRA GHUDUSHAURI / ზაირა ღუდუშაური

Professor of Georgian Technical University / სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი

IRINE TSIKLAURI / ირ­ინე წიკ­ლა­ური

Doctoral Student of Georgian Technical University / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

Abstract

Given that the modern world has faced such a significant challenge as income inequality, which unfortunately has not diminished but increased over the years, existing models of economic growth have come under criticism and it has become necessary to find a new paradigm. Such a paradigm is inclusive economic growth, that is, economic growth with broader population involvement that will reduce poverty and economic inequality.

The article discusses the role of factors of economic growth in all five factors of production growth, however, for the purpose of the study, more attention is paid to the factor of labor and the factor of entrepreneurial ability. The authors express the opinion that both the labor of the employees and the entrepreneurial skills are based on human knowledge, and knowledge is provided by education. The knowledge and competencies accumulated in a person through education are called human capital. And, the higher its quality, the higher the growth of the country’s economy. Based on this reasoning, the authors of the article consider human capital, or knowledgeable, educated people as a dominant factor in inclusive economic growth. At the same time, they believe that the delivery of quality education to people and their professional development should not start even during the student years, as it is accepted in Georgia, but during the years of being a pupil. The Scandinavian countries (especially Sweden) have a great experience in this. The authors give recommendations to adopt these experiences.

Keywords: Inclusive growth factors of the economy, inclusive education / ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­კლუ­ზი­ური ზრდის ფაქ­ტო­რე­ბი, ინ­კლუ­ზი­ური გა­ნათ­ლე­ბა.

Introduction

ან­ოტ­აცია

გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო დად­გა ის­ეთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, რო­გორც არ­ის შე­მო­სავ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში უთ­ან­ას­წო­რო­ბა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი არ მცირ­დე­ბა, არ­ამ­ედ იზ­რდე­ბა, ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი კრი­ტი­კის ქვეშ მო­ექ­ცა, და, სა­ჭი­რო გახ­და ახ­ალი პა­რა­დიგ­მის მო­ძებ­ნა. ას­ეთი პა­რა­დიგ­მა არ­ის ინ­კლუ­ზი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა, ანუ ეკ­ონ­ომ­იკ­ის ზრდა მო­სახ­ლე­ობ­ის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით, რო­მე­ლიც შე­ამ­ცი­რებს სი­ღა­რი­ბეს და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ უთ­ან­ას­წო­რო­ბას.

სტა­ტი­აში ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის ფაქ­ტო­რე­ბის როლ­ში გან­ხი­ლუ­ლია წარ­მო­ებ­ის ზრდის ხუ­თი­ვე ფაქ­ტო­რი, თუმ­ცა, კვლე­ვის მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ტი ყუ­რადღე­ბა აქ­ვს დათ­მო­ბი­ლი შრო­მის ფაქ­ტორს და მე­წარ­მუ­ლი უნ­არ­ის ფაქ­ტორს. ავ­ტო­რე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მო­საზ­რე­ბას, რომ რო­გორც და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მას, ისე მე­წარ­მულ უნ­არს ად­ამი­ან­ის ცოდ­ნა უდ­ევს სა­ფუძ­ვლად, ცოდ­ნას კი, გა­ნათ­ლე­ბა იძ­ლე­ვა. ად­ამი­ან­ში გა­ნათ­ლე­ბით დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას და კომ­პე­ტენ­ცი­ებს ად­ამი­ან­ური კა­პი­ტა­ლი ეწ­ოდ­ება. და, რაც მა­ღა­ლია მი­სი ხა­რის­ხი, მით მა­ღა­ლია ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ზრდა. ამ მსჯე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ად­ამი­ან­ურ კა­პი­ტალს, ანუ მცოდ­ნე, გა­ნათ­ლე­ბულ ად­ამი­ან­ებს ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­კლუ­ზი­ური ზრდის დო­მი­ნი­რე­ბად ფაქ­ტო­რად მი­იჩ­ნე­ვენ. ამ­ას­თან, მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ად­ამი­ან­ებ­ის­თვის ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბის გა­და­ცე­მა და მა­თი პრო­ფე­სი­ონ­ალ­ად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში კი არ უნ­და და­იწყოს, რო­გორც ეს მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­ამ­ედ, მოს­წავ­ლედ ყოფ­ნის წლებ­ში. ამ­ის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვთ სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნებს (გან­სა­კუთ­რე­ბით შვე­დეთს). ავ­ტო­რე­ბი ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გად­მო­ღე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვი­ან.

შე­სა­ვა­ლი

ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა არ­ის მო­სახ­ლე­ობ­ის ცხოვ­რე­ბის დო­ნის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც, სა­ზო­გა­დო­ებ­აში ეს ფე­ნო­მე­ნი ყო­ველ­თვის იწ­ვევ­და დიდ ყუ­რადღე­ბას. ამ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, მის­და­მი სა­ზო­გა­დო­ებ­ის დღე­ვან­დე­ლი ინ­ტე­რე­სი რამ­დე­ნად­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი გან­სხვა­ვე­ბა იმ­აშია, რომ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ მო­ითხო­ვა ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის წყა­რო­ებ­ის გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე გან­ხილ­ვა, ხო­ლო მე­ორე იმ­აში, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა უნ­და ხდე­ბო­დეს არა მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ობ­ის ერ­თი ნა­წი­ლის, არ­ამ­ედ, შრო­მის­უნა­რი­ანი მთე­ლი მო­სახ­ლე­ობ­ის ჩარ­თვით და ამ გზით ზო­მი­ერ­ად საკ­მა­რი­სი შე­მო­სავ­ლით მა­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით. ამ პო­ლი­ტი­კას ინ­კლუ­ზი­ური სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა ეწ­ოდ­ება და ეს არ­ის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც დიდ გა­მო­წვე­ვად დგას დღეს სა­ქართ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე, რად­გა­ნაც 2018 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქართ­ვე­ლო­ში ირ­იცხე­ბა 1939,9 ათ­ასი ეკ­ონ­ომი­კუ­რად აქ­ტი­ური ად­ამი­ანი, ხო­ლო და­საქ­მე­ბუ­ლია 1694,2 ათ­ასი ად­ამი­ანი, ანუ მხო­ლოდ 87,3 პრო­ცენ­ტი. ამ­ის მი­ზე­ზი ის არ­ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში არც ინ­კლუ­ზი­ური სწავ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი, და, არც ინ­კლუ­ზი­ური და­საქ­მე­ბის პი­რო­ბე­ბი.

მეც­ნი­ერ­ები წე­რენ, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ის ზრდის ფე­ნო­მე­ნი არ არ­ის ახ­ალი, და, ის სა­ზო­გა­დო­ებ­ის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტრში ყო­ველ­თვის იყო იმ მთა­ვა­რი მი­ზე­ზის გა­მო, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის შე­დე­გი აის­ახ­ება ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ად­ამი­ან­თა ცხოვ­რე­ბის დო­ნის ამ­აღ­ლე­ბა­ზე [1, გვ. 90]. ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა ნიშ­ნავს ქვეყ­ნის მი­ერ სულ უფ­რო მე­ტი პრო­დუქ­ცი­ის და მომ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­ებ­ას. აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი მთლი­ან ში­და პრო­დუქ­ტის ანუ ქვეყ­ნის შიგ­ნით წარ­მო­ებ­ულ პრო­დუქ­ტის მო­ცუ­ლო­ბის ზრდა­ში გა­მო­ხა­ტე­ბა.

ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის თე­ორია ჩა­მო­ყა­ლიბ­და XX სა­უკ­უნ­ის შუ­ახ­ან­ებ­ში და მის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა გა­გე­ბაც აღ­მო­ცენ­და. „ზო­გა­დად ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა გა­ნი­ხი­ლე­ბა ვიწ­რო და ფარ­თო გა­გე­ბით. ვიწ­რო გა­გე­ბით ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა გა­მო­იხ­ატ­ება ერთ მო­სახ­ლე­ზე მო­სუ­ლი, რო­გორც მთლი­ანი ერ­ოვ­ნუ­ლი, ისე მთლი­ანი ში­და პრო­დუქ­ტის ზრდა­ში, ფარ­თო გა­გე­ბით კი, სა­კუთ­რე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში და სო­ცი­ალ­ურ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში ცვლი­ლე­ბის პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც მო­ას­წა­ვებს ზრდის ერ­თი სტა­დი­იდ­ან მე­ორ­ეში გა­დას­ვლას“ [2, გვ. 235].

რად­გან ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა პრაქ­ტი­კუ­ლად ძი­რი­თა­დად ვიწ­რო გა­გე­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა, ამ­იტ­ომ დღეს მას მეც­ნი­ერ­ები თით­ქმის ერ­თნა­ირ გან­მარ­ტე­ბას აძ­ლე­ვენ, რომ ეს არ­ის „ქვეყ­ნის მი­ერ სულ უფ­რო მე­ტი პრო­დუქ­ცი­ის და მომ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­ება“. მცი­რე­ოდ­ენი ინ­ტეპ­რე­ტა­ცი­ებ­ით ასეა ის ას­ახ­ული რო­გორც უცხო­ურ ენ­აზე არ­სე­ბულ, ისე ქარ­თულ მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში.

მი­უხ­ედ­ავ­ად ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის შე­ფა­სე­ბის­თვის მთლი­ანი ში­და პრო­დუქ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლის გარ­კვე­ული ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი­სა (კერ­ძოდ, ის, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ზრდას შე­იძ­ლე­ბა ახ­ლავ­დეს მო­სახ­ლე­ობ­ის ცხოვ­რე­ბის დო­ნის და­ცე­მა, რომ მას­ში არ აის­ახ­ება სო­ცი­ალ­ური მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი და ა. შ.), დღეს, ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა, მა­ინც რე­ალ­ურ მთლი­ან ში­და პრო­დუქ­ტის სუ­ლა­დობ­რივ მო­ცუ­ლო­ბა­ში გა­მოი­ხა­ტე­ბა. თუ ამ მო­ცუ­ლო­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია არ­სე­ბობს, მა­შინ ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად იზ­რდე­ბა, თუ არ­ადა, არ იზ­რდე­ბა.

სა­ქარ­თე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკა ზრდა­დია (2010 წელს - 6,2%, 2015 წელს - 2,9%, 2016 წელს - 2,8%, 2017 წელს - 5,0%, 2018 წელს - 4,9%, 2019 წელს - 5,1%), მაგ­რამ ქვეყ­ნის სი­ღა­რი­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად, უფ­რო მე­ტი ზრდა არ­ის სა­ჭი­რო. ამ­ას­თან, ეკ­ონ­ომ­იკ­ის არ­სე­ბუ­ლი ზრდით მი­ღე­ბუ­ლი სი­კე­თეც ყვე­ლა­ზე თა­ნაბ­რად არ ნა­წილ­დე­ბა, რად­გან, მო­სახ­ლე­ობ­ის დი­დი ნა­წი­ლი უმ­უშ­ევ­რა­დაა დარ­ჩე­ნი­ლი და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ საქ­მი­ან­ობ­აში არ მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ­იტ­ომ არ­ის, რომ ეკ­ონო­მი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­აშ­იც და პრაქ­ტი­კა­შიც, წი­ნა პლან­ზე წა­მო­იწია ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­კლუ­ზი­ური ზრდის სა­კითხმა ანუ ზრდის მიღ­წე­ვამ ქვეყ­ნის საქ­მი­ან­ობ­აში მო­სახ­ლე­ობ­ის სა­ყო­ველ­თაო ჩარ­თუ­ლო­ბით.

ამ კუთხით ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და გა­მოგ­ვეკ­ვლია უპ­ირ­ატ­ეს­ად წარ­მო­ებ­ის რო­მე­ლი ფაქ­ტო­რით შე­იძ­ლე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­კლუ­ზი­ური ზრდა, და, გა­ნათ­ლე­ბა და ცოდ­ნა, ანუ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ად­ამი­ანი (იგ­ივე ად­ამია­ნუ­რი კა­პი­ტა­ლი) არ­ის თუ არ არ­ის ეს ფაქ­ტო­რი.

ვა­კე­თებთ რა ერ­თგვარ დაშ­ვე­ბას, რომ ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი, ეს იგ­ივე წარ­მო­ებ­ის ფაქ­ტო­რე­ბია, ვუშ­ვებთ ამ ფაქ­ტო­რე­ბის კლა­სობ­რი­ვი და არ­აკ­ლა­სობ­რი­ვი გა­გე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­საც. ჩვე­ნი საკ­ვლე­ვი თე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა მი­სი არა კლა­სობ­რი­ვი, არ­ამ­ედ, ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად სამ ფაქ­ტორს (მი­წა, შრო­მა, კა­პი­ტა­ლი), შემ­დეგ ოთხ ფაქ­ტორს (მი­წა, შრო­მა, კა­პი­ტა­ლი, მე­წარ­მუ­ლი უნ­არი), ხო­ლო შემ­დეგ, ხუთ ფაქ­ტორს (მი­წა, შრო­მა, კა­პი­ტა­ლი, მე­წარ­მუ­ლი უნ­არი, სა­ხელ­მწი­ფოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური რო­ლი) აღი­არ­ებს [3, გვ. 52].

ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის წყა­რო­ებ­ზე მრა­ვა­ლი უცხო­ური გა­მოკ­ვლე­ვე­ბი არ­სე­ბობს (ჯ. შუმ­პე­ტე­რის, ჯ. კე­ინ­სის, სო­ლო­უს, დ. უეილ­ის, კ. ჰა­ინ­ეს და სხვე­ბის). არ­სე­ბობს ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის (რ. აბ­ეს­აძ­ის, ნ. ხა­დუ­რის, ე. მექ­ვა­ბიშ­ვი­ლის, ვლ. პა­პა­ვას, რ. ას­ათი­ან­ის, ე. ბე­რი­ძის და სხვე­ბის) კვლე­ვე­ბიც. ყვე­ლა ის­ინი ეკ­ონ­ომი­კუ­რი ზრდის წყა­რო­ებ­ად (ფაქ­ტო­რე­ბად) ძი­რი­თა­დად ას­ახ­ელ­ებ­ენ წარ­მო­ებ­ის შემ­დეგ ფაქ­ტო­რებს - კა­პი­ტალს, შრო­მას, ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებს (მ. შ. მი­წას) და მე­წარ­მულ უნ­არს [4, გვ. 86]. ჯ. შუმ­პე­ტე­რი ეკ­ონო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად ფაქ­ტო­რად ინ­ოვ­აცი­ურ საქ­მი­ან­ობ­ას და მე­წარ­მო­ებ­ას­აც თვლი­და, ქართ­ვე­ლი მეც­ნი­ერი რ. აბ­ეს­აძე ამ ფაქ­ტო­რე­ბის გარ­და, ცალ­კე ას­ახ­ელ­ებს ეკ­ოლ­ოგი­ურ ფაქ­ტორს და სა­გა­რეო ფაქ­ტორს (გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას).

მეც­ნი­ერი ვლ. პა­პა­ვა იხ­ილ­ავ­და რა წარ­მო­ებ­ის „დო­მი­ნი­რე­ბა­დი“ ფაქ­ტო­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ას, რო­მე­ლიც წარ­მო­ებ­ის ფაქ­ტო­რე­ბის თე­ორი­ის ერთ-ერ­თი შე­და­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­სიაა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი ს. ეილ­ონი, ბ. გოლ­დი და ი. სე­ზა­ნი არი­ან [5, გვ. 64-66], მან, მე­ხუ­თე ფაქ­ტო­რად შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ხელმ­წი­ფოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური უნ­არ­ის დო­მი­ნი­რე­ბად ფაქ­ტო­რად არ­სე­ბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც წარ­მო­იდ­გი­ნა [6, გვ. 188].

ჩვე­ნი აზ­რით, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ალ­ბათ, იყო გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ამ­დე, ანუ რო­ცა სუ­ვე­ნე­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ები და­მო­უკ­იდ­ებ­ლად მარ­თავ­დნენ თა­ვის ქვეყ­ნებს. მას შემ­დეგ ბევ­რი დრო გა­ვი­და და გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ინ­ტენ­სი­ური პრო­ცე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რი ცვლი­ლე­ბე­ბიც მოხ­და. უპ­ირ­ვე­ლე­სად, თვით ეკ­ონო­მი­კის ძი­რი­თა­დი რგო­ლი - წარ­მო­ება და მომ­სა­ხუ­რე­ბა - გა­მო­ვი­და ცალ­კე­ული ქვეყ­ნე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი საზღვრე­ბი­დან და ნებ­სით თუ უნ­ებ­ლი­ედ, გლო­ბა­ლურ ეკ­ონ­ომ­იკ­აში ჩა­ერ­თო. ეს ჩარ­თუ­ლო­ბა ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სუს­ტია, ზო­გან კი - ძლი­ერი. სა­ქარ­თვე­ლო ჯერ-ჯე­რო­ბით სწო­რედ სუს­ტად გლო­ბა­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნე­ბის რიცხვს მი­ეკ­უთვ­ნე­ბა, მაგ­რამ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მსოფ­ლიო ტემ­პი და თვით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კა იმ­ის მიმ­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ მსოფ­ლიო ეკ­ონ­ომ­იკ­აში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა დღი­თიდღე გაღ­რმავ­დე­ბა და აი, მა­შინ (თუ უკ­ვე არა დღეს), სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სუ­ვე­ნე­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური რო­ლი, რო­გორც წარ­მო­ებ­ის მე­ხუ­თე ფაქ­ტო­რი, დო­მი­ნი­რე­ბა­დი ვე­ღარ იქ­ნე­ბა. ამ­ის სიმ­პტო­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­ვე არ­ის. ამ­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად თუნ­დაც 2014 წლის 27 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ას­ოც­ირ­ებ­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბაც კმა­რა, რომ­ლის ძა­ლი­თაც ევ­რო­საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკ­ონ­ომ­იკ­ის ყვე­ლა დარ­გში და ქვე­დარ­გში შეს­თა­ვა­ზა ე. წ. „რე­კო­მენ­და­ცი­ები“, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო და ას­რუ­ლებს კი­დეც მათ [7, გვ. 103-107]. ამ­ით იმ­ის თქმა გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ეს რე­კო­მენ­და­ცი­ები სა­ზო­გა­დო­ებ­ის გან­სჯის საგ­ნად კი არ აქ­ცია, არ­ამ­ედ, და­ივ­ალა მა­თი შეს­რუ­ლე­ბა.

დღეს არ­სე­ბუ­ლი ას­ეთი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ევ­რო­კავ­ში­რი­დან იქ­ნე­ბა იგი თუ აშშ-დან, ცხა­დია, აკ­ნი­ნებს სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ნე­ბას, ანუ ეკ­ონო­მი­კურ როლს თა­ვი­სი­ვე ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ის მარ­თვა­ში, და, აძ­ლი­ერ­ებს მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო გავ­ლე­ნას. დღეს ამ მდგო­მა­რე­ობ­აში იმ­ყო­ფე­ბა მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა. ამ ქვეყ­ნებ­ში არა სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არ­ამ­ედ მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი ქვეყ­ნე­ბის ნე­ბა გა­ბა­ტონ­და.

ასე რომ, დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის ძი­რი­თად ფაქ­ტო­რე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ მხო­ლოდ ოთხი ფაქ­ტო­რი, კა­პი­ტა­ლი, შრო­მა, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი (მ. შ. მი­წა) და მე­წარ­მუ­ლი უნ­არი. ჩვე­ნი კვლე­ვის მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ არ შე­ვუდ­გე­ბით ყვე­ლა აქ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გან­ხილ­ვას, არ­ამ­ედ, ყუ­რადღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებთ მხო­ლოდ შრო­მის და მე­წარ­მუ­ლი უნ­არ­ის ფაქ­ტო­რებ­ზე.

აქ­ედ­ან­ვე უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ორ­ივე მათ­გა­ნი ად­ამი­ან­ის უნ­არ­ის გა­მომ­ხატ­ვე­ლია. პირ­ვე­ლი - და­საქ­მე­ბუ­ლი ად­ამი­ან­ის შრო­მის უნ­არ­ის. მე­ორე - ად­ამი­ან­ის მე­წარ­მუ­ლი უნ­არ­ის, ორ­ივე მათ­განს ად­ამი­ან­ის ცოდ­ნა უდ­ევს სა­ფუძ­ვლად, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, გა­ნათ­ლე­ბით იქ­მნე­ბა და შემ­დეგ ად­ამი­ან­ში გროვ­დე­ბა. ამ ცოდ­ნას და უნ­არს ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლი ეწ­ოდ­ება, და რად­გან, დღე­ვან­დე­ლი ეკ­ონ­ომ­იკა მო­ითხოვს ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლის მა­ღალ ხა­რის­ხს, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს უახ­ლეს ტექ­ნი­კა-ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, ინ­ოვ­აცი­ებ­ის შექ­მნა­სა და და­ნერ­გვა­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ული ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და ა. შ., უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ ეკ­ონო­მი­კუ­რი ზრდის ფაქ­ტო­რებს შო­რის სწო­რედ ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლი ანუ მცოდ­ნე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კრე­ატ­ული ად­ამი­ანი არ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­კლუ­ზი­ური ზრდის დო­მი­ნი­რე­ბა­დი ფაქ­ტო­რი.

ინ­ოვ­აცი­ური ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კამ, რომ­ლე­ბიც კო­ლო­სა­ლურ სი­დი­დის ინ­ვეს­ტი­ცი­ებს აბ­ან­დე­ბენ ინ­ოვ­აცი­ებ­ში, და­არ­წმუ­ნა კა­ცობ­რი­ობა, რომ ეკ­ონო­მი­კის უწყვეტ ზრდას ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი გა­ნა­პი­რო­ბებს [8, გვ. 42]. მაგ­რამ ის­იც, ცნო­ბი­ლია, რომ ტექ­ნი­კა-ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლე­ებს ად­ამი­ან­ები, კერ­ძოდ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი (კრე­ატ­ული) ად­ამი­ან­ები ქმნი­ან.

გლო­ბა­ლუ­რი ინ­ოვ­აცი­ური ინ­დექ­სით მსოფ­ლი­ოში პირ­ველ ად­გილ­ზე მყო­ფი შვე­იც­არია, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ არ­ის მდი­და­რი წარ­მო­ებ­ის სხვა ფაქ­ტო­რე­ბით - მი­წით, წი­აღ­ისე­ულ­ით, სათ­ბობ-ენ­ერ­გე­ტი­კუ­ლი ბა­ზით და ა. შ. - სწო­რედ, ინ­ოვ­აცი­ური ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის მეშ­ვე­ობ­ით მო­წი­ნა­ვე სამ­რეწ­ვე­ლო ქვე­ყა­ნა გახ­და. ეს ქვე­ყა­ნა გა­ნათ­ლე­ბა­სა და კვლე­ვებ­ზე მთლი­ანი ში­და პრო­დუქ­ტის 3%-ს ხარ­ჯავს [9, გვ. 21]. ამ ციფ­რმა შვე­იც­არია მა­ღა­ლი სა­მეც­ნი­ერო პო­ტენ­ცი­ალ­ის ქვეყ­ნად აქ­ცია. ამ ციფ­რის უკ­ან დგას შვე­იც­არი­ის ძვე­ლი და ახ­ალი თა­ობ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ის და მკვლე­ვა­რე­ბის მთე­ლი ელ­იტა, რო­მელ­თა გა­ნათ­ლე­ბა­ზე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა სახ­სრებს არ ზო­გავს, რად­გან იც­ის, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ის ზრდის ნე­ბის­მი­ერი სხვა ფაქ­ტო­რის - მი­წა იქ­ნე­ბა ეს თუ ფუ­ლა­დი კა­პი­ტა­ლი, - ამ­ოქ­მე­დე­ბა, ანუ „გა­ცოცხლე­ბა“ მხო­ლოდ ად­ამი­ან­ის მეშ­ვე­ობ­ით შე­იძ­ლე­ბა და რამ­დე­ნა­დაც უფ­რო მცოდ­ნე და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს ად­ამი­ანი, იმ­დე­ნად მა­ღალ­ნა­ყო­ფი­ერ­ად აამ­ოქ­მე­დებს იგი მას.

ასე რომ, სწო­რედ ად­ამი­ან­ური კა­პი­ტა­ლის ხა­რის­ხობ­რი­ვი ზრდა წარ­მო­ად­გენს ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის და სრულ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვეყ­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის უმ­თავ­რეს ფაქ­ტორს. „თუ კა­პი­ტა­ლიზ­მამ­დელ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ სის­ტე­მა­ში, - წერს ქარ­თვე­ლი მენ­ცი­ერი რ. აბ­ეს­აძე, - ძი­რი­თა­დი ეკ­ონო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რი იყო მი­წა, კა­პი­ტა­ლიზ­მის დროს კი - კა­პი­ტა­ლი, ახ­ალი (პოს­ტინ­დუს­ტრი­ული) ეკ­ონ­ომ­იკ­ის პი­რო­ბებ­ში ძი­რი­თა­დი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფაქ­ტო­რი არ­ის ცოდ­ნა“[4, გვ. 66]. ცოდ­ნას გა­ნათ­ლე­ბა იძ­ლე­ვა, მცოდ­ნე ად­ამი­ანი კი კრე­ატ­ულ, შე­მოქ­მე­დე­ბით ად­ამი­ან­ად ყა­ლიბ­დე­ბა, რო­მელ­საც და­მო­უკი­დებ­ლად შე­უძ­ლია ინ­ოვ­აცი­ებ­ის შექ­მნა და და­ნერ­გვა. ჯერ კი­დევ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს აქ­ვს ნათ­ქვა­მი: „ქვე­ყა­ნა იმ­ით კი არ არ­ის უბ­ედ­ური, რომ ღა­რი­ბია, არ­ამ­ედ, იმ­ით, რომ მცოდ­ნე, გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი, გუ­ლან­თე­ბუ­ლი კა­ცე­ბი არ ჰყავს“. მცოდ­ნე, გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი ად­ამი­ან­ები კრე­ატ­ულ­ად აზ­როვ­ნე­ბენ. კრე­ატუ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ან­ობ­ის გა­რან­ტიაა თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლურ სამ­ყა­რო­ში. „თუ გვინ­და, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სწრა­ფად­ცვა­ლე­ბად კონ­კუ­რენ­ტულ სამ­ყა­რო­ში ღირ­სე­ულ­ად დავ­მკვიდ­რდეთ, და თუ გვსურს გავ­ხდეთ თა­ნა­მედ­რო­ვე პროგ­რე­სუ­ლი ქვე­ყა­ნა, არ უნ­და ვი­ყოთ მხო­ლოდ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ერი, რად­გან, ვინც არ ქმნის ახ­ალს, ის მხო­ლოდ სხვის მი­ერ შექ­მნილს მო­იხ­მარს, ამ­ით კი ის „სხვა“ ძლი­ერ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, თვი­თონ კი სუს­ტდე­ბა“ [10, გვ. 20]. დღეს, სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა. პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­ქონ­ლის 80%, ის სა­ქო­ნე­ლიც კი, რომ­ლის წარ­მო­ებ­ის ტრა­დი­ცი­აც გვაქ­ვს და სა­წარ­მოო ბა­ზაც, იმ­პორ­ტით შე­მო­დის.

ინ­ოვ­აცი­ური გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სა­ქართ­ვე­ლოს გარ­კვე­ული შე­მობ­რუ­ნე­ბა 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან მოხ­და, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ გარ­კვე­ული „მა­რაგ­ნა­კე­თი“ შექ­მნეს (და­ფუძ­ნდა „ინ­ოვ­აცი­ებ­ის და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სა­აგ­ენ­ტო“, ორი ინ­ოვ­აცი­ური ცენ­ტრი, სა­მი ტექ­ნო­პარ­კი და ა. შ.), მაგ­რამ არც ტემ­პია საკ­მა­რი­სი და არც და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. სა­ქართ­ვე­ლო­ში სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე 2018 წელს და­იხ­არ­ჯა 63 800 ათ­ასი ლა­რი, ხო­ლო 2019 წელს 64 100 ათ­ასი ალ­რი [11]. ჩვე­ნი აზ­რით, იმ სა­მუ­შა­ოთა შეს­რუ­ლე­ბის­თვის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ოვ­აცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა, ეს თან­ხე­ბი არ­ის ძა­ლი­ან მცი­რე. ამ­ას­თან, ქვეყ­ნის ინ­ოვ­აცი­ური გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ება სა­თა­ნა­დოდ და­ფი­ნან­სე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას უნ­და და­ეფ­უძ­ნოს. 2019 წელს, სა­ქართ­ვე­ლოს ბი­უჯ­ეტ­იდ­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე და­იხ­არ­ჯა 1484618,0 ათ­ასი ლა­რი (მ. შ. სა­შუ­ალო გა­ნათ­ლე­ბა­ზე 750884,0 ათ­ასი ლა­რი, უმ­აღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე 160165,0 ათ­ასი ლა­რი, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე 52660,0 ათ­ასი ლა­რი და ა. შ.). პრო­ცენ­ტუ­ლად მან მთე­ლი ბი­უჯ­ეტ­ური ხარ­ჯე­ბის 12,2% შე­ად­გი­ნა. ეს მა­შინ, რო­დე­საც გა­ერ­თი­ან­ებ­ულ სა­მე­ფო­ში და ნორ­ვე­გი­აში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უჯ­ეტ­იდ­ან თით­ქმის ამ­დე­ნი­ვე მხო­ლოდ უმ­აღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე იხ­არ­ჯე­ბა (გა­ერ­თი­ან­ებ­ულ სა­მე­ფო­ში 11,3%, ნორ­ვე­გი­აში - 11,2%).

ჩვენ ვე­თან­ხმე­ბით მეც­ნი­ერ რ. აბ­ეს­აძ­ის მო­საზ­რე­ბას იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლის სა­თა­ნა­დოდ ფორ­მი­რე­ბის მოთხოვ­ნის და­ყე­ნე­ბი­სას, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. მარ­თა­ლია, მეც­ნი­ერი, რო­ცა ამ­ბობს, რომ „შე­უძ­ლე­ბე­ლია ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლის ფორ­მი­რე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბულ და ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნე­ბის ტოლ­ფა­სად ჩავ­თვა­ლოთ“ [4, გვ. 66], მაგ­რამ, არ ვე­თან­ხმე­ბით პა­ტივ­ცე­მულ მეც­ნი­ერს იმ­აში, რომ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო, ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნაა და ბი­უჯ­ეტ­ის რე­სურ­სე­ბიც შეზღუ­დუ­ლია, ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე აუც­ილ­ებ­ელ­ზე უარი ვთქვათ. ეს აუც­ილე­ბე­ლი კი არ­ის ინ­ოვ­აცი­ები, რო­მელ­თა შექ­მნა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას მო­ითხოვს. ამ­იტ­ომ, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია სა­ქართ­ვე­ლოს ეკ­ონო­მი­კის ინ­კლუ­ზი­ური გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

დას­კვნა

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან პრო­ფე­სი­ონ­ალ­ად ად­ამი­ანი უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე ყა­ლიბ­დე­ბა. მაგ­რამ, ის­იც ხომ ფაქ­ტია, და, ამ­ას იაპ­ონ­ელი მეც­ნი­ერ­ები ას­აბ­უთ­ებ­ენ, რომ ად­ამი­ან­ში პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა, უფ­რო ზუს­ტად პრო­ფე­სი­ის­ად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა, ად­რე­ულ ას­აკ­ში, სწო­რედ სკო­ლის ას­აკ­ში ხდე­ბა. ამ­იტ­ომ არ­ის, რომ იაპ­ონი­აში დი­დი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში ღვთით ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭის და მის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­ფე­სი­ის­ად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბას. ამ სა­კითხზე მუ­შა­ობა ე. წ. „ად­რე­ული გან­ვი­თა­რე­ბის“ სკო­ლებ­ში­ვე იწყე­ბა. ას­ეთი სკო­ლე­ბი მრავ­ლად გახ­სნეს ჩი­ნეთ­შიც. რაც შე­ეხ­ება ევ­რო­კავ­შირ­ში შე­მა­ვალ გა­მორ­ჩე­ულ­ად მო­წი­ნა­ვე სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­საც კე­თილ­დღე­ობ­ის ქვეყ­ნებ­საც უწ­ოდ­ებ­ენ, იქ, ამ მიზ­ნით, ანუ მოს­წავ­ლე­ში პრო­ფე­სი­ული მიდ­რე­კი­ლე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის მიზ­ნით, სპე­ცი­ალ­ური პროგ­რა­მე­ბია ამ­ოქ­მე­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ნორ­ვე­გი­ის სკო­ლებ­ში მერ­ვე კლა­სი­დან სწავ­ლე­ბა­ში შე­მო­დის ახ­ალი საგ­ნე­ბი „პრო­ფე­სი­ული ორი­ენ­ტა­ცია“ და „ეკ­ონ­ომ­იკა“. იქ­ამ­დის კი, ანუ პირ­ვე­ლი­დან მეშ­ვი­დე კლა­სამ­დე ნორ­ვე­გი­ულ სკო­ლებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ბავ­შვებს ას­წავ­ლი­ან გუნ­დში მუ­შა­ობ­ას, გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის ერ­თობ­ლივ მი­ღე­ბას [12, გვ. 52]. ნორ­ვე­გი­აში სკო­ლა­ში შეს­ვლის პირ­ველ დღე­ებ­იდ­ან­ვე ბავ­შვებს უნ­ერ­გა­ვენ აზ­რს იმ­ის შე­სა­ხებ, რომ პი­როვ­ნე­ბა ვი­თარ­დე­ბა მხო­ლოდ სხვა პი­როვ­ნე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით და მი­სი მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ­იტ­ომ, აქ, ამ ქვე­ყა­ნა­ში, სწავ­ლე­ბა ისე არ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ ბავ­შვებ­მა ის­წავ­ლონ ამა თუ იმ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მი­ღე­ბა და მა­თი შე­დე­გე­ბის ერ­თობ­ლი­ვი შე­ფა­სე­ბაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლია იქ­ით­კენ, რომ ბავ­შვებს სკო­ლის ას­აკ­ში­ვე ჩა­მოუ­ყა­ლიბ­დეთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ოპ­ტი­მის­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა.

შვე­დე­თის სკო­ლებ­ში მოქ­მე­დებს „6-დან 11 წლამ­დე მოს­წავ­ლე­თა პროგ­რა­მა“, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ებ­ში ინ­ოვ­აცი­ური უნ­არ­ებ­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე. ამ ქვე­ყა­ნა­ში ეს პროგ­რა­მა შე­იქ­მნა მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყვე­ტის ჩვე­ვე­ბის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად. ამ პროგ­რა­მის შეს­რუ­ლე­ბის­თვის სკო­ლებ­ში კვი­რა­ში ერ­თი დღეა გა­მო­ყო­ფი­ლი. პროგ­რა­მა­ში მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი არი­ან მშობ­ლე­ბი და მე­წარ­მე­ებ­იც [13, გვ. 282].

შვე­დეთ­ში ას­ევე მოქ­მე­დებს პროგ­რა­მა „ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი“. იგი 10-დან 20 წლამ­დე ახ­ალ­გაზ­რდო­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი, ანუ მას­ში ჩარ­თვის უფ­ლე­ბა აქ­ვთ მოს­წავ­ლე­ებ­საც და სტუ­დენ­ტებ­საც. ამ პროგ­რა­მის მი­ზა­ნია ახ­ალ­გაზრ­დე­ბის­თვის ბიზ­ნეს-საქ­მი­ან­ობ­ის სწავ­ლე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება და სა­კუ­თა­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ან­ობ­ის მხარ­და­სა­ჭე­რად წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. ამ ქვე­ყა­ნა­ში მოს­წავ­ლე­ებ­ში კრეა­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალ­ის ამ­აღ­ლე­ბის მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლებ­სა და კომ­პა­ნი­ებს შო­რის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია, რომ უმ­ცრო­სი კლა­სის მოს­წავ­ლე-გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამ­აღ­ლე­ბის მიზ­ნით შვე­დუ­რი კომ­პა­ნია „FINNUPP“ ყო­ველ სამ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ შვე­დეთ­ში ყვე­ლა­ზე დიდ შე­ჯიბ­რე­ბას ატ­არ­ებს. აუც­ილ­ებ­ლად მო­სახ­სე­ნე­ბე­ლია შვე­დუ­რი არ­აკ­ომ­ერ­ცი­ული ორ­გა­ნი­ზა­ცია - „ახ­ალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ობა“, რო­მე­ლიც სა­შუა­ლე­ბას აძ­ლევს უფ­როს­კლა­სე­ლებს, სას­წავ­ლო პე­რი­ოდ­ში­ვე იქ­ონი­ონ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი, რო­გორც სას­კო­ლო პროგ­რა­მის ნა­წი­ლი. შვე­დე­თის მოს­წავ­ლე­თა 80% სწო­რედ აქ იძ­ენს ბიზ­ნე­სის მარ­თვის პრაქ­ტი­კულ ჩვე­ვებს [13, გვ. 283].

სხვა მრა­ვალ პროგ­რა­მებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ახ­ალ­გაზ­რდო­ბა­ში შრო­მის უნ­არ­ის, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვებ­ში კი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნ­არ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არ­ის ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­ულია პროგ­რა­მა „იკ­ვლიე და იზ­არ­დე“. ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქ­ვს, ვინც თა­ვის თავ­ში ხე­დავს ზრდის სურ­ვილს საქ­მე­ში, კერ­ძოდ, მცი­რე და სა­შუ­ალო ბიზ­ნე­სის დაწყე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ის­ინი აქ და­ფი­ნან­სე­ბა­საც იღ­ებ­ენ და ას­ეთ ბე­ნე­ფი­ცი­არ­ებს შო­რის ბევ­რი მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეა. რა­იმე ამ­ის მსგავ­სი სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში არ ხდე­ბა. მარ­თა­ლია, 2019 წლის სექ­ტემ­ბრი­დან სკო­ლებ­ში და­კა­ნონ­და საგ­ნის - „მე­წარ­მე­ობ­ის სა­ფუძ­ვლე­ბი“ - სწავ­ლე­ბა, მაგ­რამ, მი­სი კრე­დი­ტე­ბის მცი­რე მო­ცუ­ლო­ბა და მის სწავ­ლე­ბა­შიც, რა­ღა­ცა „მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვა­ნი“ მიდ­გო­მა, ვერ მოგ­ვცემს იმ ეფ­ექ­ტს, და ვერ გა­ნაწყობს მოს­წავ­ლე­ებს მე­წარ­მე­ობ­ის გზა­ზე და­სა­ყე­ნებ­ლად. არ­ადა, ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტად სა­ჭი­როა. ჩვენს ახ­ალ­გაზ­რდო­ბას პრაქ­ტი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა აკ­ლი­ათ.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. შენ­გე­ლია თ. ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდა: თვი­სობ­რი­ვი და რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი გან­საზღვ­რუ­ლო­ბა (მე­თო­დო­ლო­გი­ური ას­პექ­ტი), ჟ. „ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სი“, 2020, #2, ტ. XII.
  2. ლე­მონ­ჯა­ვა პ., აბ­რა­ლა­ვა ა. ეკ­ონ­ომ­იკ­ის პრინ­ცი­პე­ბი, თბ., 2009.
  3. ადე­იშ­ვი­ლი გ., ას­ათი­ანი რ. ეკ­ონ­ომ­იკ­ური თე­ორია, თბ., 1998.
  4. აბ­ეს­აძე რ. ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა, თბ., 2018.
  5. Эйлон С., Голд Б., Сезан Ю. Система паказателей эффективности производства, М., „Экономика“, 1980.
  6. პა­პა­ვა ვლ. პოს­ტკო­მუ­ნის­ტუ­რი კა­პი­ტა­ლიზ­მის პო­ლი­ტი­კუ­რი ეკ­ონ­ომია და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკა, თბ., 2003.
  7. და­ღე­ლი­ში­ლი ნ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ას­ოც­ირ­ებ­ის შე­თან­ხმე­ბის კონ­ტექ­სტით, ჟ. „ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სი“, #1, 2015..
  8. სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ლ. ბიზ­ნეს­ში ტექ­ნი­ოლ­ოგი­ური ინ­ოვ­აცი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის უცხო­ური გა­მოც­დი­ლე­ბა და მი­სი და­ნერ­გვის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, დი­სერ­ტა­ცია, 2020.
  9. Белов И. И. Особенности промышленной политики Швеицарии, Россииский внешне-жкономическии вестник, №7, 2014,
  10. ჯო­ლია გ. კრე­ატ­ული გან­ვი­თა­რე­ბა: გა­ნათ­ლე­ბა, ცოდ­ნა, ქმე­დე­ბა, თბ., 2016,
  11. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უჯ­ეტ­ის 2018 და 2019 წლე­ბის ინ­ფორ­მა­ცია.
  12. ორ­ჯო­ნი­კი­ძე ნ. მსოფ­ლი­ოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბი, თბ., 2009.
  13. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი რ. შვე­დე­თის ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ოვ­აცი­ური სის­ტე­მა: ფორ­მი­რე­ბი­სა და ფუნ­ქციო­ნი­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, თსუ, პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტი, სა­მეც­ნი­ერო შრო­მე­ბის კრე­ბუ­ლი, X, ეძ­ღვნე­ბა თსუ-ს 100 წლის­თავს, თბ., 2017.

References:

  1. Shengelia T. Economic growth: qualitative and quantitative determinism (methodo­logical aspect), Zh. “Economy and Business”, 2020, #2, Vol. XII.
  2. Lemonjava P., Abralava A. Principles of Economics, Tbilisi, 2009.
  3. Adeishvili G., Asatiani R. Economic Theory, Tbilisi, 1998.
  4. Abesadze R. Economic Development, Tbilisi 2018.
  5. Eilon S., Gold B., Cezan Y. System of indicators of production efficiency, M., “Economics”, 1980.
  6. Papava Vl. Political Economy of Post-Communist Capitalism and the Economy of Georgia, Tbilisi, 2003.
  7. Daghelishvili N. Future Perspectives of Georgia in the Context of the Association Agreement, Zh. “Economy and Business”, #1, 2015.
  8. Sulkhanishvili L. Foreign Experience in Using Technological Innovations in Business and prospects for its implementation in Georgia, Dissertation, 2020.
  9. Belov I.I. peculiarities of industrial policy of Switzerland, Russian foreign Economic Bulletin, No. 7, 2014.
  10. Jolia G. Creative Development: Education, Knowledge, Action, Tbilisi, 2016.
  11. Information of the state budget of Georgia for 2018 and 2019.
  12. Orjonikidze N. World Educational Systems, Tbilisi. 2009.
  13. Javakhishvili R. Swedish National Innovation System: Peculiarities of formation and functioning, TSU, Paata Gugushvili Institute of Economics, Collection of Scientific Papers, X, dedicated to the 100th anniversary of TSU, Tbilisi, 2017.

References

The New Economist N4, (2020), Vol 15, Issue 3

Eko-4-2020-1111111111111111.jpg
Published Date:

11/01/2021