Effective Decision Making Process in Modern Organizations / ეფექტური გადაწყვეტილების მიღება თანამედროვე ორგანიზაციებში
Salome Tsimakuridze / სალომე ციმაკურიძე
Georgian Technical University, Business Technology faculty/General in Business Administration, PhD student / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი
Abstract
This article discusses the stages of an effective decision model, the types of decisions, PLUS Model and the basic approaches to how a decision can be made rationally and with less risk. The purpose of the issues discussed is to show managers the right way to act and what issues to consider in the process of identifying the problem. The presented approaches are derived from practical experience, through which successful managers make effective decisions.
Introduction
ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში განხილულია ეფექტური გადაწყვეტილების მოდელის ეტაპები, გადაწყვეტილების ტიპები, ძირითადი მიდგომები თუ როგორ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება იყოს რაციონალური და ნაკლებ რისკებთან დაკავშირებული, ეთიკური გადაწყვეტილების PLUS მოდელი და ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები. განხილული საკითხების მიზანია სწორი გზა დაანახოს მენეჯერებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა საკითხები გაითვალისწინონ პრობლემის იდენტიფიცირების პროცესში. წარმოდგენილი მიდგომები პრაქტიკული გამოცდილებიდან მომდინარეობს, რომლის საშუალებითაც წარმატებული მენეჯერები იღებენ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.
შესავალი
მენეჯერებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესი ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ისინი აკეთებენ არჩევანს, რაც ბუნებრივია, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების აღებასთან არის კავშირში. ხშირ შემთხვევაში, მიღებული შედეგები განპირობებულია თუ რამდენად რაციონალურად არის გადაწყვეტილება წარსულში მიღებული. ორგანიზაციებში მენეჯერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ წარმატებას თუ წარუმატებლობას, შესაბამისად, ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
ცხადია, რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია მენეჯერებმა სწორად მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება, ალტერნატივების ანალიზი, იმპლემენტაცია და გადაწყვეტილების ეფექტურობის შეფასება. ამასთანავე, მენეჯერები ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მუდმივად დგებიან პროგრამირებადი და არაპროგრამირებადი გადაწყვეტილებების წინაშე, რომელთა მიღებაც მთლიანი სტრუქტურის მუშაობის ეფექტიანობაზე ახდენს გავლენას. დღევანდელი სწრაფად ცვალებადი გარემო არაპროგნოზირებადი და არასტაბილურია, რომლის დროსაც მენეჯერები უნდა იყვნენ მოქნილები და შეეძლოთ სწრაფი ადაპტაცია, ამასთანავე, გააჩნდეთ კომპლექსური ხედვის, სხარტი აზროვნებისა და ანალიტიკური უნარი, რომ სწორად გათვალონ მოსალოდნელი რისკები.
ძირითადი ტექსტი
რასაკვირველია, გადაწყვეტილების მიღებას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული რისკები. თუმცა, აღნიშნული რისკების შესამცირებლად არსებობს ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მოდელი, რომელიც შედგება იმ ძირითადი ეტაპებისგან, რასაც მენეჯერებმა ორგანიზაციული გადაწყვეტილებების დროს უნდა გაითვალისწინონ:
- პრობლემის იდენტიფიცირება;
- გადაწყვეტილების კრიტერიუმის იდენტიფიცირება;
- კრიტერიუმებისთვის წონის მინიჭება;
- ალტერნატივების ჩამოყალიბება;
- ალტერნატივების ანალიზი;
- ალტერნატივის არჩევა;
- ალტერნატივის იმპლემენტაცია;
- გადაწყვეტილების ეფექტურობის შეფასება.
დღევანდელ გამოწვევებით სავსე სამყაროში ორგანიზაციებისთვის დიდი მონაპოვარია ისეთი მენეჯერები, რომლებსაც შესწევთ უნარი მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილებები. ხშირ შემთხვევაში მდგომარეობას ის ფაქტიც ართულებს, რომ დრო არის ხოლმე შეზღუდული, რის გამოც ვერ ხდება ამომწურავი ინფორმაციის მოძიება და გარკვეული დაშვებებისა და ინტუიციის გამოყენების საჭიროება დგება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსური და მაშტაბური გადაწყვეტილებები გარკვეულ სითამამესა და გამბედაობას მოითხოვს მენეჯერების მხრიდან. მენეჯერული პოზიციების მთავარი სირთულე სწორედ გამბედავი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობასთან და ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფაქტის გაცნობიერება ნათლად ხდებოდეს იმ თანამშრომლებში, რომლებიც შემსრულებელი პოზიციიდან წინაურდებიან მენეჯერულ პოზიციებზე. სრულებით შესაძლებელია, რომ პროდუქტიულად მომუშავე თანამშრომელმა ვერ შეძლოს მენეჯერულ პოზიციაზე საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობების აღება და გარკვეულ რისკებზე წასვლა. მენეჯერული პოზიციები გარკვეული ბენეფიტების მიღებასთან ერთად დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით დღევანდელ სამუშაო გარემოში.
მენეჯერები ორგანიზაციის მართვის პერიოდში მუდმივად დგებიან ორი ტიპის გადაწყვეტილების წინაშე:
ამასთანავე, აღსანიშნავია მენეჯერების მიდგომები, რომლებიც ყველაზე ხშირად ვლინდება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში:
გადაწყვეტილებას, ამავდროულად, თან ახლავს ეთიკური ნორმები და სტანდარტები, რაც სხვა ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად არანაკლებ მნიშნელობისაა. ორი ადამიანი ყოველთვის განსხვავებულად ხედავს შედეგებს. შედეგის დადებითობა და უარყოფითობა არის სუბიექტური ფაქტორი, რომელზეც სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, პიროვნული თვისებები. მენეჯერებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს ეთიკური. ამიტომაც, პრაქტიკულ სამუშაო პროცესში აქტუალურია „PLUS“ მოდელის მიხედვით არსებული მდგომარეობის შეფასება. PLUS მოდელი შეკითხვების ნაკრებს წარმოადგენს, რომელიც ეთიკური თვალსაზრისით, ადამიანებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. PLUS მოდელი ობიექტურია, მენეჯერებს პრობლემის მიმართ კანონიერი და სამართლიანი მიდგომისკენ მოუწოდებს. PLUS მოდელი განიმარტება შემდეგნაირად:
ეთიკური ბიზნეს გარემოს შექმნა ერთ დღეში არ ხდება. მენეჯერებს ნათლად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ორგანიზაციული კულტურა დიდ გავლენას ახდენს ეთიკურ გადაწყვეტილებებზე და თანამშრომლებში ეთიკური სტანდარტებისა და ნორმების ჩამოყალიბებაში. აღნიშნული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების პროცესში კი დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ეთიკური საქციელის წახალისებას. თანამშრომლებში შეიძლება იყოს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის და რა არ არის ეთიკური, ამიტომაც მენეჯერმა უნდა მისცეს სტიმული და ჩამოუყალიბოს პერსონალს ეთიკური ფიქრი და დამოკიდებულება განსაზღვრული საკითხებისადმი.
არსებობს მოსაზრებები, რომლებიც მენეჯერის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე უარყოფითად ახდენს გავლენას, მაგალითად:
ისიც უნდა აღინიშნობს, რომ კვლევების თანახმად გადაწყვეტილებების მიღების სტილი და თანამშრომელთა მონაწილეობის დონე ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ მხრივ, განსხვავდება სწორედ მმართველობის სტილი ორგანიზაციაში, თუ რა მოცულობით არიან თანამშრომლები ჩართულები პრობლემის იდენტიფიცირებასა და მოგვარების ძიების პროცესში. მაგალითად, დეცენტრალიზებული ორგანიზაციებში თანამშრომლებს მეტი ავტონომია გააჩნიათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხოლო ცენტრალიზებულ ორგანიზაციებში გადაწყვეტილებები ორგანიზაციის მაღალ დონეებზე მიიღება. თანამედროვე ორგანიზაციებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომელთა თანამონაწილეობის ხარისხს, რადგან მათი უნარები და გამოცდილება გამოყენებულ იქნას პრობლების ანალიზსა და ალტერნატივების შემუშავების პროცესში. ერთ-ერთი საკვანძო მახასიათებელი თანამედროვე ორგანიზაციისთვის სწორედ გუნდური მუშაობის პრინციპია, რაც აისახება გარკვეულწილად თანამშრომელთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობასა და ავტონიმიის მიცემაში. ამასთანავე, განსხვავებულია კულტურაში პრობლემის აღქმა სხვადასხვა კულტურაში, რადგან ზოგში პრობლემა აღიქმება, როგორც ბუნებრივი სიტუაცია.
დასკვნა
ეფექტური, რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება არც თუ ისე ხშირია დღევანდელ ცვალებად გარემოში. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში ვერ ფლობენ სწორ და ამომწურავ ინფორმაციას, რომ შეზღუდულ ვადებში მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება მიმდინარე სიახლეებზე. რასაკვირველია, გაზრდილი კონკურენცია და ტექნოლოგიური განვითარების სისწრაფეც მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების ხარისხზე. აღნიშნული გარემოება თავისთავად ითხოვს ორგანიზაციის თანამშრომელთა ჩართვას პრობლემის იდენტიფიცირების, ალტერნატივების შემუშავების, შეფასებისა და ზოგადად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თანამედროვე ორგანიზაციებში თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი ინიციატივები და ჩართულები იყვნენ პრობლემის მოგვარების გზების ძიებაში. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ზუსტად განისაზღვროს, თუ რა დროს არის საჭირო ინდივიდუალური და გუნდური გადაწყვეტილების პროცესი.
ლიტერატურა:
- Stephen P. Robbins, Mary Coulter, Management, Fourteenth Edition, Pearson Education, 2018
- Samuel C. Certo & S. Trevis Certo, Modern Management Concepts and Skills, Twelfth Edition, Pearson, 2012
- Management, Richard L. Daft, Ninth Edition, 2010
- https://www.ethics.org/resources/free-toolkit/decision-making-model/ - გადამოწმებულია 22.05.2020
- https://peterstark.com/why-leaders-make-bad-decisions/ - გადამოწმებულია 22.05.2020
References
The New Economist, N1-2 (2020), Vol 15, Issue 1.
02/07/2020
Copyright (c) 2020 Salome Tsimakuridze / სალომე ციმაკურიძე
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.