Logo

Economic Challenges in Georgia / ეკონომიკური გამოწვევები საქართველოში

Jamlet Janjgava / ჯამლეტ ჯანჯღავა

Ph.D in Economics, Professor of Georgian Technical University and Georgian National University / ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი

Abstract

Recent reforms in Georgia resulted in the increase of foreign direct investments; in addition, foreign debt, the number of foreign migrants and the amount of money transfers from foreign countries have also increased. The volume of insolvent bank loans has also drastically increased in this period.

Due to the mistakes of the country’s political leadership the level of poverty, unemployment and inflation has significantly grown. Our country is facing a number of challenges. In such times, economic policy of the country should be based on the following principles:

  1. Rapid and effective development of economy and creation of jobs should be ensured;
  2. General benefits should be effectively and equally distributed;
  3. The resources (especially the natural ones) should be used efficiently and wide masses of population should be involved in this process.
  4. It is also important to implement the just anti-monopoly strategy and apply reasonable regulations. Economy should be governed by laws and not by decisions tailored to individuals.

Development of infrastructure in our country is a great challenge as it is the basis of the country’s economy. The programs of gasification, potable water and internet supply should be accelerated and accomplished. Implementation of economic and environmental activities as well as the development of manufacturing, tourism and other sectors of economy are related to these programs.

It is important for the country to improve its social security system. Pensions, assistances, allowances should be increased and a successful general insurance program should continue.

The continued declining trend of investments, including foreign direct investments, remains one of the main challenges for the country.

The problem of securities and government debt is another major challenge. The debt in the amount of billions of Georgian Lari that needs to be repaid has accumulated. Energy, agriculture and manufacturing sectors are also challenging for the country. These areas need to be developed, provided that the country's energy security is protected and ecological status of the country is not harmed.

Development of tourism in the country has been a pressing issue in the country in recent years. The country is visited by millions of tourists; therefore, the relevant technical and material base needs to be developed. The number of hotels and other types of accommodation should be increased; medical, ecological, extreme and religious tourism should be developed; appropriate activities should be implemented for the full rehabilitation of the rich resorts, including the famous resorts.

Protection of the labour market and labour rights and introduction of new regulations in this regard is also of high importance.

We believe that the implementation of the above-mentioned activities will contribute to overcoming the challenge that our country is facing today.

Keywords: economy, reform, efficiency, development / ეკონომიკა, რეფორმა, ეფექტიანობა, განვითარება.

Introduction

ანოტაცია

საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად მოხდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, ასევე გაიზარდა საგარეო ვალები, უცხო ქვეყნებში მიგრანტთა რაოდენობა და უცხო ქვენებიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილების მოცულობა. ამავე პერიოდში ასევე მკვეთრად გაიზარდა გადახდისუუნარო საბანკო სესხების მოცულობაც.

ქვეყნის, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად მკვეთრად მოიმატა სიღარიბის,უმუშევრობისა და ინფლაციის დონემ. ქვეყანა მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა. ასეთ დროს, ქვეყნის ეკონომიკური პოლოტიკა უნდა დაექვემდებაროს შემდეგ პრინციპებს: 1.უნდა მოხდეს ეკონომიკის სწრაფი და ეფექტური განვითარება და ახალი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა. 2. უნდა განხორციელდეს საყოველთაო სიკეთეების ეფექტიანი და სამართლიანი გადანაწილება. 3 .უნდა მოხდეს რესურსების, განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვა. 4. ასევე მნიშვნელოვანია, სამართლიანი ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება, გონივრული რეგულაციების შემოღება. ეკონომიკა უნდა იმართებოდეს კანონებით და არა ცალკეული პიროვნებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებით.

ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება არის მნიშვნელობანი გამოწვევა. ეს არის ის სფერო, რომელზეც უნდა დაფუძნდეს ქვეყნის ეკონომიკა. უნდა დაჩქარდეს და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს ქვეყნის გაზიფიკაციის, სასმელი წყლით მომარაგების და ინტერნეტიზაციის პროგრამები. ამაზეა მიბმული როგორც ეკონომიკის, ასევე გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება, მრეწველობის, ტურიზმის და ეკონომილის სხვა დარგების განვითარება.

ქვეყნისთვის მნიშვნელობანია სოციალური უზრუნველყოფის სისტების სრულყოფა. უნდა გაიზარდოს პენსიები, დახმარებები, შემწეობები და უნდა გაგრძელდეს წარმატებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამა.

ქვეყნისთვის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ინვესტიცების კლების ტენდენცია, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა.

ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევია ფასიანი ქაღალდების და სახელმწიფო ვალის პრობლემა. დაგროვდა გადასახდელი მილიარდობით ლარის ვალი, რომელსაც გადახდა სჭირდება. ქვეყნისთვის შემდეგ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სფერო. უნდა მოხდეს ამ სფეროების განვითარება, იმ პირობით რომ დაცული იქნება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და მასთან ერთად ზიანი არ მიადგება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ბოლო წლებში ქვეყანაში ძალიან აქტუალურია ტურიზმის განვითარება. მილიონობით ტურისტი სტუმრობს ხოლმე ქვეყენას, რისთვისაც საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა. სასტუმროების და მოსასვენებელო ადგილების რაოდენობის გაზრდა. უნდა მოხდეს სამედიცინო, ეკოტურიზმის, ექტრემალური, რელიგიური ტურიზმის განვითარება. ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს მდიდარი საკურორტო მეურნეობის მათ შორის, ცნობილი კურორტების სრული რეაბილიტაცია.

ასევე მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის და შრომითი უფლებების დაცვა, ახალი რეგულაციების შემოღება.

ჩვენი ღრმა რწმენით , ეს და სხვა ღონისძიებების განხორციელება, ხელს შეუწყობს ქვეყნის წინაშე არსებული ყველა გამოწვევის წარმატებით დაძლევას.

შესავალი

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონიმიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც ძირითადად განპირობებული იყო ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდით, გაზრდილი საგარეო ვალებით და უცხო ქვეყნებიდან გამოგზავნილი ფულადი გზავნილების ზრდით. ამ ფაქტორებს ემატებოდა საბანკო სესხების არნახული ზრდა და ამის შედეგად გადახდისუუნარო მოსახლეობის მკვეთრი ზრდა.

ყოველივე მან გამოიწვია შიდა ბაზარზე მოთხოვნის უპრეცედენტო ზრდა , რასაც არ მოყვა შიდა ბაზარზე მიწოდების ზრდა. გაზრდილი მოთხოვნები ძირითადად იმპორტით კმაყოფილდებოდა. მართალია მიუხედავად იმისა , რომ მოცემულ პერიოდში ადგილი ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ქვეყანამ ვერ შეძლო ახალი სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა. ასევე ,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანმდევი ახალი და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარება, რამაც მნიშვნელოვან წილად შეაფერხა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრაცია გლობალურ და რეგიონულ ჭრილში.

ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ვერანაირად ვერ აისახა მოსახლების მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრებაზე. ამ პერიოდში შენარჩუნდა სიღარიბის მაღალი დონე, რაც დღეისთვის, უმუშევრობასთან ერთად ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად რჩება. ჩვენ გვჭირდება სრულიად განსხვავებული განვითარების ახალი, ეკონომიკის მომავალზე, ორიენტირებული ზრდის მოდელის შექმნა , რომელიც უზრუნველყოფს შრომის საერთაშორისო განაწილებაში საქართველოს მონაწილეობას, როდესაც განვითარების ძირითად ფაქტორად ცოდნა და ინფორმაცია გვევლინება.

ჩვენ ეკონომიკურ განვითარებას განვიხილავთ, არა როგორც თვითმიზანს, არამედ მექანიზმს იმისათვის, რომ მოხდეს მოსახლეობისათვის საყოველთაო კეთილდღეობის შექმნა, თითოეული მოქალაქისათვის ცხოვრებისა და განვითარების ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა. ,,ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ორიენტირებია უნდა იყოს, ერთის მხრივ ადამიანი - მოქალაქე, რომლის კეთილდღეობა და სოციალური დაცულობა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და მეორეს მხრივ საზოგადოება, რომელიც ამ ინდივიდების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს გააჩნია პასუხისმგებლობები, საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ“(1).

ჩვენის აზრით, ქვეყნის განვითარების სოციალურ ეკონომიკური პოლიტიკა, უნდა დაემყაროს შემდეგს პრინციპებს: 1. უნდა მოხდეს სწრაფი და ეფექტური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ამის შედეგად, პირველ რიგში უნდა მოხდეს ახალი და რაც შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა. 2. ასევე, უნდა მოხდეს ეკონომიკური ზრდის შედეგად, მიღებული საყოველთაო სიკეთეების ეფექტიანი და სამართლიანი გადანაწილებას. 3. ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი პრინციპია, ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ასევე, ეკონომიკური განვითარების, ეკოლოგიური უსაფრთხოების და მდგრადობის უზრუნველყოფა, ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების თავიდან აცილება და გამოწვეულ საფრთხეებთან ეფექტური ბრძოლა. ყოვლად დაუშვებელია ისეთი ქმედებების განხორციელება, როგორც მოხდა ახლო წარსულში, კერძოდ საყდრისის უნიკალური ისტორიული ძეგლის განადგურება, როგორც ვიცით, ისტორიული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ამ დაუცველობას შეეწირა.

ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესებში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის და დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის განხორციელება. აღნიშნული უზრუნველყოფს მთავრობის ტრანსფერენტულობას და ანგარიშვალდებულებას.

შემდეგი გამოწვევა , რომლის წინაშე დგას ქვეყანა არის თავისუფალი კონკურენცია და სახელმწიფოს როლი. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკამ უნდა განისაზღვროს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებისა და ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების შერწყმის ოპტიმალური მოდელის შემუშავება, რომელიც ძირითადი მაკროეკონომიკური მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს ესენია: მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სრული დასაქმების მაღალი დონის მოღწევა, ინფლაციის დონის მინიმიზაცია და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა.

სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური სუბიექტების, რაც ეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკის გატარებას დაეფუძნება. აღნიშნული გულისხმობს ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების აღმოფხვრას და ამავდროულად გონივრული რეგულაციების შემოღებას, რათა ბიზნესის გაფართოებას ხელოვნურად არ შეექმნას ბარიერები, არ მოხდეს სუსტი კონკურენტების ბაზრიდან გაქრობა.

ამავდროულად კონკურენციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი, რათა არ მოხდეს ისეთი ინოვაციური ბიზნეს ინიციატივების ბლოკირება, რომელსაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია . ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისაგან და სახელმწიფო მას უნდა მიიჩნევდეს სამუშაო ადგილების შექმნის უმნიშვნელოვანეს წყაროდ. კერძო სექტორში სახელმწიფო ინტერვენციები უნდა განხორციელდეს ისეთ პროექტებში, რომელთა დაფინანსებაც შეუძლებელია კერძო სექტორის მეშვეობით. ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესახებ მსჯელობისას, ცხადია იგულისხმება დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც კანონებით იმართება და არა ცალკეული პიროვნებების ნება -სურვილით. ჯერ კიდევ პლატონი წერდა: ,,მე მხედავ იმ სახელმწიფოს მოახლოებულ დაღუპვას, სადაც კანონს ძალა არა აქვს და იმყოფება ვიღაცის ძალაუფლების ქვეშ.’’ ეკონომიკური თეორიაში, როგორც ვიცით ცნობილია სამი ძირითადი ფუნქცია, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ესენია: ეფექტიანობა, სამართლიანობა და სტაბილურობა.

იმის გამო რომ ეკონომიკური ცხოვრება გარკვეულ წილად შეიცავს კონკურენციისა და მონოპოლიის მაგალითებს სრულყოფილი კონკურენცია გულისხმობს ბევრ მყიდველს და ბევრს გამყიდველს, სადაც ვერცერთი მხარე ვერ ახდენს გადამწყვეტ გავლენას საქონლის ფასზე ხოლო, მონოპოლიური ფასის შემთხვევაში არის მაღალი ფასები და არსებობს შეუსაბამობა მოთხოვნა -მიწოდებაში, მაღალია მონოპოლიის მოგება და ა.შ.

ამასთან , სახელმწიფო თვითონ აფინანსებს ეროვნულ თავდაცვას, შინაგან წესრიგს, გზების მშენებლობას და ა.შ. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგადასახადო ორგანოების ფორმირებასა და მის ეფექტიანად ფუნქციონირებას. სამართლიანობა- არის სახელმწიფოს მეორე ეკონომიკური ფუნქცია, რათა სახელმწიფომ შემოსავლები გადანაწილოს სამართლიანად.

ეფექტიანობასა და სამართლიანობასთან ერთად საჭიროა სახელმწიფომ უნდა დაიცვას ეკონომიკური სტაბილურობა საჭიროა ეკონომიკური ციკლის (რყევის) აღმავლობის და დაქვეითების გაკონტროლება. ცნობილია, რომ სახელმწიფოს მიერ საფინანსო და საგადასახადო უფლებების ბოროტად გამოყენება ნეგატიურ გავლენას ახდენს წარმოებაზე, დასაქმებისა და ინფლაციის დონეზე.

ეკონომიკის თეორიაში სახელმწიფოს სხვა ეკონომიკური ფუნქციებიც აქვს, მაგ: საბაზრო ეკონომიკისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა, კონკურენციის დაცვა. შემოსავლების და სიმდიდრის განაწილება, ეკონომიკის სახელმწიფო სექტორის ფუნქციონირების აუცილებლობა, საგარეო ეკონომიკური კავშირების პოლიტიკის არსებობა.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელშიც საქართველო, როგორც ქვეყანა დგას არის ინფრასტრუქტურის განვითარება. რომელზეც უნდა დაფუძნდეს ყველა ეკონომიკური და მიღწეული წარმატებები, მათ შორის ეკონომიკური ზრდა, ტურისტული სექტორის განვითარება, სოციალური სერვისების განვითარება, ახალ სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა (მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა), მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების განვითარება. მოკლევადიან პერიოდში , იმისათვის, რომ მოხდეს დასაქმების სტიმულირება, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მნიშვნელობანი პროექტები. პირველ რიგში, უნდა მოხდეს საბიუჯეტო სისტემის ეფექტიანად მართვა, სახელმწიფო სახსრების მეტად ყაირათიანად გამოყენება და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დღემდე არსებული პრაქტიკის სრულყოფა. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო შესყიდვების დროს უნდა აიკრძალოს /შეიზღუდოს, ერთ პირთან მოლაპარაკებების არსებული პრაქტიკა და ფართო გასაქანი მიეცეს კონკურენტუნარიანი ტენდერების ფართო გამოყენების პრაქტიკის დანერგვას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, საჭიროა ამ მიმართულებით უფრო მეტი გაკეთება. მაგ: ქვეყანაში, უფრო სწორად ზოგიერთ რეგიონში, ვერ განხორციელდა სრული გაზიფიკაციის სახელმწიფო პროგრამა. მაგ: ტურისტულ რეგიონში, სამეგრელოში რამდენიმე წელიწადია ვერ მთავრდება გაზიფიკაციის პროგრამა. ეს ხდება იმ დროს, როცა რამდენიმე წელიწადია გაზი მიყვანილია თითქმის ბოლომდე და სოფლებში ვერ ხერხდება მოსახლეობამდე შეყვანა. იგივე შეიძლება ითქვას, სასმელ წყალზეც, სადაც რამდენიმე წელიწადია არ კეთდება გამრიცხველიანება და ადგილი აქვს მოხმარებული წყლის უყაირათოდ მოხმარებას, რაც იწვევს წყლის მიწოდების გრაფიკის შემოღებას. ასევე ბოლომდე ვერ განხორციელდა ინტერნეტიზაციის ფრიად რეკლამირებული პროგრამა. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაწესდეს საურავები.

ჩვენის აზრით, ასევე მისახედია ცალკეულ შემთხვევებში, ქონების ერთ ლარად გადაცემის პრაქტიკა და პირდაპირი მიყიდვის წესის გადახედვა. ეს უნდა მოხდეს განსაკუთრებულ შემთხვევაში, ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანებისთვის.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გამართული სისტემის არსებობა. ამ მიმართულებით უნდა მოხდეს პრობლემის გადაჭრა: 1. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სიღარიბის ზღვარ ქვემოთ მყოფი მოქალაქეების დახმარება. 2. უნდა გაიზარდოს უმუშევრობისთვის დაწესებული შემწეობის მოცულობა. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია ასევე უსახლკაროების, საბინაო პრობლემის გადაჭრა, როგორც ვიცი საქართველოს კონსტიტუციაში არაფერი არ წერია ,ბინის უფლების შესახებ. საჭიროა ამ უფლების კონსტიტუციაში შეტანა რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს საცხოვრებელი ბინის უფლება. 4. ასევე მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ფსიქიკური პრობლემების მქონე, ხანდაზმულთა სოციალური გარანტიების არსებობა. 5. ასევე უნდა იყოს დაცული, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების სოციალური გარანტიები.

მიუხედავად იმისა , რომ ბოლო დროს პენსიები გაიზარდა და გახდა 220 ლარი გახდა და მოსალოდნელია კიდევ 30 ლარით გაზრდა მაინც ვთვლით, რომ ეს ცოტაა და უნდა მოხდეს მისი გაზრდა. საჭიროა გატარდეს საპენსიო რეფორმა და გაიზარდოს პენსიის რეალური მსყიდველობითუნარიანობა. რაც შეეხება დაგროვებით საპენსიო სისტემას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს რეფორმა იყოს წარმატებული.

აუცილებელია შევეხოთ ყველაზე წარმატებულ, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას. უნდა ითქვას , რომ მინისტრის N520 ბძანებულებამ დავდაყირა დააყენა ყველაფერი. სახელმწიფომ ,ყველაფერი უნდა გააკეთოს , რომ ეს რეფორმა გაგრძელდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს , რომ ამ პოლიტიკით არ დაზარალდნენ არც პაციენტები, არც მომსახურე კლინიკები და ასევე დაცული იყოს სახელმწიფოს ინტერესები.

ქვეყნისთვის შემდეგი გამოწვევა არის, როგორც გარე ისე შიდა ინვესტიციების მოცულობების კლება. კერძო სექტორის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეზღუდა საკმარისი ფინანსური რესურსები. ამ კუთხით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. თუმცა ქვეყნის ეკონომიკისათვის, მნიშვნელოვანი ზოგიერთი პროექტის დაფინანსების საჭირო მოცულობა აღემატება კერძო სექტორის ძალებს. პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად ხელი შეეწყოს კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობით განხორციელებულ პირველ უპრეცედენტო პროექტის დასრულებას, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენება, რომელიც დროის ამ ეტაპზე, სამწუხაროდ ჩაიშალა. ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს პროექტი დაიწყოს და დასრულდეს.

საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც თავის მხრივ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის ზრდას განაპირობებს.

ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული პრობლემებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების თვალსაზრისით. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია: მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება, საწარმოთა მხრიდან, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). საქსტატმა, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და მის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, განახორციელა სხვა არარეზიდენტებისგან მიღებული სესხების რეკლასიფიკაცია.

ეკონომიკური ზრდისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. დაფინანსების ალტერნატიული წყაროების და შესაბამისად ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. აღნიშნული ხელს შეუწყობს რესურსების მომართვას პროდუქტიულ დარგებში, სტიმულს მიცემს დანაზოგების აკუმულირებას და შესაბამისად ინვესტიციების დაფინანსების უფრო იაფ და პროგნოზირებად სახსრებს წარმოქმნის. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება ასევე წაახალისებს კომპანიების გამჭვირვალობისა და საერთაშორისო სააღრიცხვო სტანდარტებზე გადასვლას. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეიმუშაოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების გამართული და მკაფიო საკანონდებლო ბაზა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან თანამშრომლობას და დანაზოგების სტიმულირებას. ასევე მნიშვნელოვანია მდგრადი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარება. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების საფუძველს. გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებაზე, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ნდობის ამაღლებას. აღნიშნული აისახება მოკლევადიან და გრძელვადიან ბიზნეს გადაწყვეტილებებში, საბოლოოდ კი, ეს უზრუნველყოფს დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდას.

მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სახელმწიფო ვალის მდგრადობა, ბიუჯეტის დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, ერთნიშნა ინფლაცია, თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსის არსებობა. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იყოს, ადგილობრივი წარმოების განვითარებისაკენ, რისთვისაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დიფერენცირებული მოგების გადასახადის დაწესება (პრიორიტეტული) დარგების მიხედვით. აღნიშნული ხელს შეუწყობს სასურველი დარგების განვითარებას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ექსპორტის სტიმულირებასაც მოახდენს(1).

რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს , რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, რომლის გონივრული გამოყენება წარმოადგენს სახელმწიფოს ამოცანას. ენერგეტიკული სექტორის, პოლიტიკის საფუძველი უნდა იყოს ენერგიის იმპორტის შემცირება და წარმოების ენერგოდამზოგველი ღონისძიებების სტიმულირება. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეყნის მასშტაბით ინდუსტრიული, ტურისტული და სოფლის მეურნეობის ცენტრების ენერგიის უწყვეტი წყაროებით შეუფერხებელ მომარაგებას. ამისათვის უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების წახალისება და უნდა მოხდეს ენერგეტიკული პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, სახელმწიფომ მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უნდა გაამახვილოს ყურადღება უსაფრთხო ენერგეტიკული პროექტების შერჩევაზე, რათა არ მოხდეს ეკოლოგიური კატაკლიზმები და დაცული იყოს როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი თაობების უსაფრთხოება. სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ენერგიის ტარიფის დადგენის გამჭვირვალე და სამართლიანი პრაქტიკის დანერგვა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ წამყვანი ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქვეყნის ენერგეტიკული და ზოგადად ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე გარკვეულ შემთხვევებში შეინარჩუნოს ენერგეტიკის სფეროში მესაკუთრის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში თავად გახდეს ბაზარზე ეკონომიკური მოთამაშე, ენერგეტიკული ობიექტების ინვესტირების და კომპანიების მართვის პროცესში მონაწილეობის გზით. ასევე მნიშვნელოვანია ქარის და მზის ენერგიების უფრო ინტენსიური გამოყენება. მიუხედავად იმისა ,რომ ამ მიმართულებით არის სერიოზული ძვრები, მაინც ცოტაა ქარის და მზის ენერგიაზე მომუშავე ენერგეტიკული ობიექტების რიცხვი.

რაც შეეხება მრეწველობის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოში წარმოებულ პროდუქციას აქვს დაბალი ღირებულება ბევრ შემთხვევაში არის არაკონკურენტულუნარიანი.. მრეწველობის დარგებიდან განვითარებულია მხოლოდ გადამამუშავებელი წარმოება, რომელიც მიმართულია ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაზე. მრეწველობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პოტენციალის განვითარება, რაც მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევის საწინდარია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელმაც სხვადასხვა ინსტრუმენტებით შესაძლებელია სახელმწიფომ წაახალისოს და განავითაროს კერძო სექტორის მიერ ინოვაციების დანერგვა. ინოვაციების წასახალისებლად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოიყენოს საგადასახადო შეღავათები, კვლევების ჩატარების ხელშეწყობა, არსებული ინტელექტუალური პოტენციალის ეფექტური მართვა და მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარება. ამასთან ერთად მრეწველობის ტრადიციულ დარგებში მნიშვნელოვანია მოხდეს სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა.

სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად, აკადემიური და ბიზნეს სექტორების ერთმანეთთან დაკავშირების ხელშეწყობით, სამუშაო ძალის პროფესიონალიზმის ამაღლებით, ენერგოდამზოგველი წარმოების ტექნოლოგიის დანერგვის სტიმულირებით და გასაღების ბაზრების მოძიებაში დახმარებით. ამასთან საჭიროა მძიმე მრეწველობის განვითარება. უნდა ამუშავდეს და უფრო მეტად დაიტვირთოს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის ქიმიური კომბინატი და სხვა.

სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელიც ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოებრიობის უმთავრესი დარგი- პრიორიტეტი, ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ საქართველო ყოველთვის იყო აგრარული ქვეყანა.

ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური ზრდის ტემპების მიუხედავად, იგი პრაქტიკულად არ ასახულა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რომელიც კვლავ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული დარგია და რომელშიც მწარმოებლურობის ზრდის ყველაზე დიდი აუთვისებელი პოტენციალი აქვს.

დღეისთვის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი. თუმცა, ამ დარგში შექმნილი პროდუქცია, დარგის პროდუქტიულობა და მომგებიანობის დონე დაბალია, რაც ხელს უშლის დარგის კონკურენტუნარიანობის ზრდას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონე სოფლად სიღარიბის მასშტაბებსა და სიმწვავეში აისახება, შესაბამისად სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობა.

ქვეყნის განვითარებისათვის ასევე, მნიშვნელოვანი ნაწილია საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენის აზრით, აუცილებელია ქვეყანამ ეფექტურად გამოიყენოს მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, შეინარჩუნოს და განამტკიცოს, როგორც მისი სატრანზიტო ფუნქცია, ასევე განავითაროს ქვეყნის რეგიონულ სავაჭრო ცენტრად გადაქცევის პერსპექტივა. ასევე მნიშვნელოვანია, რეგიონალური ეკონომიკური პროექტები, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე ენერგო რესურსების ტრანსპორტირების კუთხით, რაც აუცილებელია სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განსამტკიცებლად.

რეგიონულ სავაჭრო ცენტრად გარდაქმნისათვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობით. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხარისხი იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მოხდეს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობა, ექსპორტის სტიმულირება და ბიზნესის კეთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება. რეგიონულ სავაჭრო ცენტრად გარდაქმნა, მოიაზრებს მთავარს- საქართველო გახდება მიმზიდველი ადგილი საქონლისა და მომსახურების მიწოდებისათვის, რაც ექსპორტის სტიმულირებას შეუწყობს ხელს, აგრეთვე მოქნილი ბიზნეს გარემო დააინტერესებს რეგიონის მასშტაბით მოქმედ კომპანიებს საქართველოში განახორციელონ თავისი ეკონომიკური აქტივობები. ამავდროულად, რეგიონის მასშტაბით კონკურენტუნარიანობის და მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად და აგრეთვე გლობალურ დონეზე საქართველოს ცნობადობისა და მიმზიდველობისათვის, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში (ბიზნესის კეთების სიმარტივე, ადამიანური განვითარების ინდექსი და სხვ.) საქართველოს წამყვანი პოზიციები. რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სოფლის მეუნეობის მიმართულებით: 1. უნდა მოხვდეს სოფლის შიდა გზების მოწესრიგება, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში. 2. ყველა რეგიონში ამჟამად ასეთი 12 რეგიონია, სახელმწოფოს უნდა ააშენოს გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები.

2012 -2013 წლებში გატარებული რეფორმის , შედეგად მოსახლეობას უფასოდ დაურიგდა დაახლოებით 1 მილიარდ ლარამდე სოფლის მეურნეობის გასამართავად საჭირო მანქანა - იარაღები, ასევე მინერალური სასუქი, სახელმწიფომ უფასოდ უზრუნველყო ხვნა-თესვითი სამუშაოები. ჩვენი აზრით, ამ ერთ მილიარდ ლარად თავისუფლად შეიძლებოდა რეგიონებში გადამამუშავებელი მინიმუმ 20 საწარმოს აშენება და ამუშავება. ამით გაჩნდებოდა მრავალი ათასი სამუშაო ადგილი და მნიშვნელოვნად შემცირდებოდა უმუშევართა არმია, გაიზრდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტი და მოიმატებდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

მეჩაიეობა , ბოლო წლებამდე იყო ერთ -ერთი წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობის. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მოწინავე პოზიციები დავთმეთ და უკვე ჩვენ ვახორციელებთ ჩაის იმპორტს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან უნდა ითქვას , რომ იმპორტირებული ჩაი ბევრად იაფია და მომხმარებელი ამის გამო ირჩევს ამ ქვეყნების მიერ წარმოებულ ჩაის. უნდა მოხდეს დიდი ინვესტიციების ჩადება ჩაის მრეწველობაში, რათა ეს დარგი გახდეს კონკურენტუნარიანი და მომგებიანი, ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ჩაის პლანტაციები ყოველდღიურად ნადგურდება და სხვა დანიშნულებით ხდება მისი გამოიყენება.

აქვე უნდა ვახსენოთ ქართული ღვინო, როგორც ,ამბობენ რომ ზოგი ჭირი მარგებელიაო. დიახ, ასე მოხდა ქართული ღვინოს შემთხვევაში. რუსული ემბარგოს შედეგად, ღვინის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა და უკვე, იგი .ლამის მსოფლიო დონეს აკმაყოფილებს.

ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა აზიური ფაროსანა და ქართული თხილი და ბოსტნეული. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით დიდი სამუშაოები არის გაწეული, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ პრობლემის საბოლოოდ დასამარცხებლად. სახელმწიფო სურს, რომ მოხდეს ფაროსანაზე შეწამვლითი სამუშაოები, როგორც ჩვენთვის ცნობილია, იქ სადაც მოხდა შეწამვლა იქ მოსავალი მოვიდა, ხოლო სადაც არ მომხდარა შეწამვლითი სამუშაოები მოსავალი საერთოდ არ მოსულა. ამით, ჩვენ ნაწილობრივ დავამარცხებთ სიღარიბეს, გავზრდით მშპ-ს და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ დასაქმების დონეს, ზაფხულშიც მაინც.

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის ამაღლება. სასოფლო-სამეურნეო მიწისა და კაპიტალის ბაზრის განვითარება, სამელიორაციო და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით, რომლის კონკურენტუნარიანი წარმოება შესაძლებელია საქართველოში არსებული ნიადაგის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დარგის განვითარების ინსტიტუციონალური ჩარჩოს შემუშავება, შეღავათიანი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება და უცხოური ბაზრების გახსნისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

შემდეგი, გამოწვევის სფერო არის ტურიზმის და საკურორტო მეურნეობის სფერო. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმის სექტორს. ამ სექტორში კვლავაც აუთვისებელი პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას,.

აუცილებლად უნდა განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, რელიგიური ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი. უნდა მოხდეს ტურიზმის ობიექტებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, გზების მოწესრიგება, ბუნებრივი გაზით, წყლით უზრუნველყოფა. ყოვლად დაუშვებელია ისეთი სიტუაციების განმეორება, როგორც იყო მიმდინარე წელს, როცა უწყლობის გამო, ტურისტები იძულებულნი იყვნენ თავიანთ სახლებში გაბრუნებულიყვნენ. დაიკარგა მილიონობით ლარის შემოსავალი და სახელი გაუტყდა ქვეყანას და მის ტურისტულ პოტენციალს.

საბჭოთა კავშირის დროს ათიათასობით ტურისტი სტუმრობდა ხოლმე აფხაზეთის, აჭარის პლაჟებს, ასევე კურორტებს- ახტალას, წყალტუბოს ,მენჯს, ლებარდეს და ა.შ. საჭიროა ამ კურორტების რეაბილიტაცია და მწყობრში ჩაყენება. ამით ქვეყანა დიდ ეკონომიკურ შემოსავალს ნახავს, გაიზრდება მშპ და დასაქმების დონე. ასევე მნიშვნელოვანია ტურისტულ ობიექტებზე სასტუმროების და მოსასვენებელი ადგილების არსებობა. ასევე უნდა მოხდესუზრუნველყობა ექსტრემალური ტურიზმისათვის საჭირო ატრიბუტებით, ასევე სამედიცინო და რელიგიური ტურიზმის განვითარება.

მნიშვნელოვანია საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეფექტურად გამოიყენოს მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, შეინარჩუნოს და განამტკიცოს, როგორც მისი სატრანზიტო ფუნქცია, ასევე განავითაროს ქვეყნის რეგიონულ სავაჭრო ცენტრად გადაქცევის პერსპექტივა. მნიშვნელოვანია, ქვეყნის გეო-ეკონომიკური მდებარეობა, ასევე უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო და სტაბილური ბიზნეს გარემო, რათა საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეგიონალური ეკონომიკური პროექტები, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე ენერგო რესურსების ტრანსპორტირების კუთხით, რაც აუცილებელია სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განსამტკიცებლად.

რეგიონულ სავაჭრო ცენტრად გარდაქმნისათვის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობით. ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანური კაპიტალის განვითარების ხარისხი იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მოხდეს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარების ხელშეწყობა, ექსპორტის სტიმულირება და ბიზნესის კეთებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება. ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოება და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თანმიმდევრული და ეფექტიან განხორციელებაზე (1).

შრომის ბაზარი და შრომითი უფლებების დაცვა არის კიდევ ერთი გამოწვევა , რომელიც დგას ჩვენი ქვეყანა, გამომდინარე იქიდან, რომ უმუშევრობა დღეისათვის ქართული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ყველა სოციალურ ჯგუფს მეტნაკლებად თანაბარი სიმწვავით ეხება. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირების სრულ და ხარისხიანი ანალიზს. გამოვლენილ დეფიციტურ სპეციალობებში, არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების და საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებას. უაღრესად, მნიშვნელოვანია პროფესიული მომზადების სისტემის გაძლიერება, ბიზნესის, აკადემიური და საჯარო სექტორის ერთმანეთთან დაკავშირება, რათა მიღწეული იქნას საჭირო პროფესიული კადრების ადგილობრივი შრომითი ბაზრით უზრუნველყოფა. შრომის ბაზრის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის აქტიური და პასიური პოლიტიკის პროგრამების სწორად შერჩევა, დაგეგმვა და განხორციელება. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის პროგრამებიდან საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით განსაკუთრებულად საყურადღებოა მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება სამუშაოს მაძიებელთათვის, სუბსიდირებული დასაქმება, საზოგადოებრივი სამუშაოები(1).

ასევე უნდა, აღინიშნოს ძალიან მნიშვენლოვანი საკითხი ეს არის შრომის უსაფრთხოება. ამ პერიოდში, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობისას, გადავარდნის შედეგად, შახტებში უსაფრთხოების დაცვის არ არსებობის გამო. ამიტომ საჭიროა ახალი შრომითი კოდექსის მიღება და სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება. ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესოა შრომის უსაფრთხოების პროფესიული პროგრამების ამუშავება, როგორც ვიცით რამდენიმე უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამებს.

შრომის ბაზრის რეგულირების კუთხით, ასევე აუცილებელია შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მიგრანტი მუშაკების უფლებების განსაზღვრა და დაცვა, აუცილებელია დაბრუნებულ მიგრანტთა დასაქმების ხელშეწყობა, რათა მოხდეს მათი სრული რეინტეგრაცია საზოგადოებაში. მიგრანტი მუშაკები დიდ გავლენას ახდენენ სამუშაო ძალის ფორმირებაზე, შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებზე, მოთხოვა-მიწოდების ბალანსსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების პროცესებზე.

დ ა ს კ ვ ნ ა

ასე რომ, ბოლო ხანებში გატარებული ცვლილებების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, რომელიც განპირობებული იყო ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობების მიერ გატარებული გაუაზრებელი ზოგჯერ კი დანაშაულებრივი პოლიტის შედეგად. ვერ მოხერხდა თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა. ამისთვის ქვეყანამ ვერ შეძლო სამრთლებრივი ბაზის შექმნა, ასევე ვერ იქნა მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობა. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ პროცესს თან არ მოჰყვა ტურისტებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. მნიშვნელოვად გამოწვევად რჩება ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე პრობლემებია სოციალური მიმართულებითაც, ვერ მოხერხდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, გაჩერდა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობა.

ქვეყანამ ხელი ვერ შეუწყო მცირე და საშუალო ბიზნესის აღმავლობას, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებას, ქვეყანას დაუგროვდა დიდი მოცულობით სახელმწიფო ვალი. ეკონომიკის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ტრადიციული დარგების განვითარება. ჩვენი ქვეყანა ვერ გახდა რეგიონალური სავაჭრო ცენტრი. ასევე პრობლემებია შრომის ბაზრისა და შრომითი მიგრაციის საკითხებში.

ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი ა:

  1. საქართველოს პროგრესული ფორუმი.სოციალურ- ეკონომიკური პოლიტიკა. Progressive .ge
  2. გრეგორი მენქიუ.ეკონომიკის პრინციპები. თბ.დიოგენე .2008 წ.
  3. ბ. ნამჩავაძე. გასული წლის გამოწვევები. ფორბსი. 29 დეკემბერი 2018 წ
  4. ეკონომიკური ზრდა და მისი გამოწვევები. www.sab.ge.
  5. საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფცია. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. 2013 წ.
  6. ა. ზარქუა. „რუსეთზე დამოკიდებული ეკონომიკა“ www. New.on.ge.
  7. ე. მექვაბიშვილი. თანამედროვე ეკონომიკური თეორიები (ლექციების კურსი). თბ. 2016.

References

The New Economist, N1-2 (2020), Vol 15, Issue 1.

axali ekonomisti kda stamba saboloo-page-0011111111111.jpg
Published Date:

02/07/2020