"The Marshall Plan“ and its economic and political consequences for the USA - Western Europe / „მარშალის გეგმა“ და მისი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები აშშ-დასავლეთ ევროპისთვის.
Vasil Khizanishvili
Doctor of Social Sciences in Economics Invited Professor of Telavi State University
Abstract
The Marshall Plan, officially known as the European Recovery Program (ERP), was a major reconstruction program of the United States of America that benefited the United States and Western Europe, which suffered the consequences of the war after World War II. The programme had three objectives: 1). Aid to Europe's distressed and partly starving population; 2). Curbing the influence of the Soviet Union and communism (see containment policy); 3). Preventing an economic downturn with an impact on US markets.
The Marshall Plan is seen as the first step towards European integration. The establishment of a common institution (the OEEC) was a prerequisite for the reduction of customs barriers. One intended consequence was the systematic adoption of American management style in companies. Many researchers attribute the rapid growth of Western European countries after the war primarily to this liberalization policy, which reduced or eliminated interstate commerce restrictions.
The Marshall Plan played certain roll on the economies of Western European countries and had considerable influence on them. This assistance has deepened the dependence of Western European countries on the United States. However, the Marshall Plan facilitated to the accelerated process of European reconstruction. The result of its direct aid was an unprecedented increase in material prosperity in the countries of Western Europe and, above all, the birth of a new Europe.
Introduction
ანოტაცია
მარშალის გეგმა( Marshall Plan), ოფიციალურად ცნობილი როგორც ევროპის აღდგენის პროგრამა (European Recovery Program, შემოკლებით ERP), იყო ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი სარეკონსტრუქციო პროგრამა, რამაც სარგებელი მოუტანა აშშ-სა და მეორე მსოფლიო ომის შედეგებით გატანჯულ დასავლეთ ევროპას. პროგრამას სამი მიზანი ჰქონდა: 1) ევროპის გაჭირვებული და ნაწილობრივ მშიერი მოსახლეობის დახმარება; 2) საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის გავლენის შეჩერება (იხ. შეკავების პოლიტიკა); 3) ეკონომიკური ვარდნის პრევენცია, რომელიც გავლენას მოახდენდა აშშ-ს გაყიდვების ბაზრებზე.
მარშალის გეგმა განიხილება, როგორც პირველი ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ. საბაჟო ბარიერების დემონტაჟის წინაპირობა იყო ერთობლივი ინსტიტუციის (OEEC) შექმნა. მისი ერთ-ერთი სავარაუდო გამოვლინებას წარმოადგენს კომპანიებში ამერიკული ლიდერობის სტილის სისტემატური მიღება. მრავალი მკვლევარი, ომის შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნების სწრაფ ზრდას ამ ლიბერალიზაციის პოლიტიკას უკავშირებს, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო შეზღუდვების შემცირებას ან გაუქმებას.
მარშალის გეგმამ გარკვეული როლი ითამაშა დასავლეთევროპის ქვეყნების ეკონომიკებზე და გააჩნდა მნიშვნელობანი გავლენა მათზე. ამ დახმარებამ გააღრმავა ევროპის სახელმწიფოთა დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მიუხედავად ამისა, მარშალის გეგმამ ხელი შეუწყო ევროპის რეკონსტრუქციის დაჩქარებულ პროცესს. მისი უშუალო დახმარების შედეგს წარმოადგენდა მატერიალური კეთილდღეობის არნახული ზრდა დასავლეთევროპის ქვეყნებში და ყველაზე მთავარი, - ახალი ევროპის დაბადება.
საკვანძო სიტყვები: მარშლის გეგმა, ინსტიტუცია, ლიბერალიზაცია.
შესავალი:
მარშალის გეგმა( Marshall Plan), ოფიციალურად ცნობილი როგორც ევროპის აღდგენის პროგრამა (European Recovery Program, შემოკლებით ERP), იყო ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი სარეკონსტრუქციო პროგრამა, რასაც სარგებელი უნდა მოეტანა როგორც მეორე მსოფლიო ომის შედეგებით გატანჯული დასავლეთ ევროპისთვის, ისე თავად აშშ-სთვისაც.
ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისა და მათთვის შესაძლო დახმარების აღმოჩენის მიზნით, აშშ-ში შეიქმნა სამთავრობო კომიტეტი. გარკევეული დროის შემდეგ ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა ტრუმენის აღდგენის(რეკონსტრუქციის) პროგრამა. საგარეო დახმარების აქტი(„Foreign Assistance Act“) ძალაში შევიდა 1948 წლის 3 აპრილს და რაც ითვალისწინებდა დახმარებას ოთხი წლის განმავლობაში. მის მისაღებად საჭირო იყო მიმართვისა და დამტკიცების პროცედურები ყოვეწლიურად. საერთო ჯამში, 1952 წლისთვის, დახმარებამ დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისი უმეტესობა, $ 9,3 მილიარდი იყო სუბსიდიები, დანარჩენი, - ძირითადად, სესხები და "პირობითი დახმარება".
სუბსიდიები მოცემული იყო დოლარებში, რომელთა საშუალებითაც შეიძლებოდა საქონლისა და წარმოების საშუალებების იმპორტი. აღნიშნული სუბსიდიების დაფარვა არ იყო საჭირო. თუმცა, მთავრობებს მოეთხოვებოდათ, ადგილობრივი ვალუტით გადაეხადათ მათთვის გამოყოფილი დოლარის ექვივალენტის ოდენობა სპეციალურ ფონდებში (ეკვივალენტური ფონდები). ამ სპეციალური სახსრების 95 პროცენტი (მო)ემსახურებოდა ეროვნული აღდგენის(რეკონსტრუქციის) ხელშეწყობას.[1]
მარშალის დახმარების პროგრამა გრძელდებოდა ოთხი წელი, 1952 წლის ივნისამდე. მთელი პერიოდის განმავლობაში (1948–1952), შეერთებულმა შტატებმა, მხოლოდ ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD, დამფუძნებელი სახელწოდებაა OEEC) მსაჭიროებელ ქვენებს 13,12 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების დახმარება გადასცა (რაც დღეს დაახლოებით 139 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია).[2] მოგვიანებით, მარშალის გეგმა ასევე გამოყენებული იქნა იუგოსლავიის, იაპონიისა და აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნისთვის.
მარშალის გეგმის ამერიკული მიზანი მდგომარეობდა, ევროპის ქვეყნების ომისშემდგომი ეკონომიკების აღდგენაში. ხოლო მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა უარი თქვა ამერიკის დახმარების შეთავაზებაზე და თავის მოკავშირეებსაც აუკრძალა მასში მონაწილეობის მიღება, მარშალის გეგმა, ცივი ომის ერთ-ერთ წარმომქმნელ ელემენტად იქცა. ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჰენრი უოლესის აზრით, ,,მარშალის გეგმა“ იყო ცივი ომის ინსტრუმენტი სსრკ-ის წინააღმდეგ.[3]
ძირითადი ნაწილი:
პროგრამას ეწოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და 1953 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯორჯ მარშალის (1947-1949) სახელის საპატივსაცემოდ. იგი შემუშაებული იქნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, პირველ რიგში, სახელმწიფო მდივნის, უილიამ ლ. კლეიტონისა (William L. Clayton) და დაგეგმვის აპარატის (ჯგუფის) ხელმძღვანელის, ჯორჯ კენანის (George F. Kennan) მიერ. პროგრამას სამი მიზანი ჰქონდა:
1). ევროპის გაჭირვებული და ნაწილობრივ მშიერი მოსახლეობის დახმარება;
2). საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის გავლენის შეჩერება (იხ. შეკავების პოლიტიკა);
3). ეკონომიკური ვარდნის პრევენცია, რომელიც გავლენას მოახდენდა აშშ-ს გაყიდვების ბაზრებზე.[4]
გეგმა შემუშავდა 1947 წლის მაისში, 1948 წლის აპრლის მოწვევის კონფერენციის მონაწილეთათვის და "ევროპაში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის" (OEEC) დასაფუძნებლად. საბჭოთა კავშირი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასევე მოწვეულნი იყვნენ აშშ-ს დახმარების საკითხებზე. თუმცა საბჭოთა კავშირი მალევე გამოეყო მას და ასევე აუკრძალა მონაწილეობა მის გავლენის ქვეშ მყოფ ევროპულ სახელმწიფოებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვაშინგტონში პოლიტიკური ელიტა შეთანხმდა, რომ ასეთი კრიზისი აღარ უნდა განმეორებულიყო. პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ საგარეო პოლიტიკას ემხრობოდა, მაგრამ კონგრესმა უარი თქვა მასზე. თავდაპირველად არსებობდა მოსაზრება, რომ ბევრი რამ არ უნდა გაკეთებულიყო ევროპის აღსადგენად, და გამოითქვა იმედი, რომ რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი, მათივე კოლონიების დახმარებით უფრო სწრაფად შეძლებდნენ საკუთარი ეკონომიკების აღდგენას. მცირე პროგრესი იქნა მიღწეული 1947 წლამდე; ცივმა ზამთარმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ევროპის ეკონომიკა, 1947 წელს, ჯერ კიდევ ჩამორჩებოდა თავისი ეფექტიანობის ომის დაწყებამდელ დონეს. ის აჩვენებდა ზრდის მხოლოდ მცირე ნიშნებს; მაღალმა უმუშევრობამ და სურსათის დეფიციტმა რამდენიმე ქვეყანაში გაფიცვა და არეულობა გამოიწვია. სოფლის მეურნეობის წარმოებამ ომამდელი მდგომარეობის 83%-ს, სამრეწველო წარმოებამ 88% -ს, ხოლო ექსპორტმა 59% -ს მიაღწია.
ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საკვების ნაკლებობა. ომის დაწყებამდე დასავლეთ ევროპას სურსათი შეჰქონდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან; მიწოდების ეს წყარო, ახლად გაჩენილმა ,,რკინის ფარდმა“ შეწყვიტა. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა იყო გერმანიაში, სადაც, 1946/1947 წლებში, თითოეულ მოქალაქეს დღეში მხოლოდ არაადეკვატური 1,800 კილოკალორიის მიღება შეეძლო.[5] უილიამ კლეიტონმა (William Clayton) ვაშინგტონს განუცხადა, რომ "მილიონობით ადამიანი ნელ-ნელა შიმშილით იღუპება".[6] ეკონომიკის ვარდნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ქვანახშირის დეფიციტი, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა 1946/1947 წლის მძიმე ზამთარმა (როცა ასობით გერმანელი გაიყინა). ამ მძიმე მდგომარეობის დასრულების ჰუმანიტარული მიზანი იყო მარშალის გეგმის საფუძველი.
ერთადერთი დიდი სახელმწიფო, რომლის ინფრასტრუქტურა ომს თითქმის უვნებლად გადაურჩა, იყო შეერთებული შტატები. მოგვიანებით მან გაცილებით ფართომასშტაბიანი მონაწილეობა მიიღო ომში, ვიდრე ევროპის უმეტესმა ქვეყანამ (გარდა საბჭოთა კავშირისა) და მცირე ზარალი განიცადა საკუთარ ტერიტორიაზე. ამერიკული ოქროს მარაგი კვლავინდებურად არსებობდა, ისევე როგორც დიდი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო წარმოების ბაზა. ომის წლებში ქვეყანას ჰქონდა ისტორიაში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რადგან იგი აწარმოებდა საკუთარი სამხედროებისთვის, მოკავშირეებისთვის და ასევე მოწინააღმდეგეებისთვის. ომის შემდეგ, ქარხნები სწრაფად გადაეწყვნენ სამომხმარებლო საქონლის წარმოებაზე და ომის წლების შემდეგ, სამხედრო პროდუქციის ბუმი, სწორედ სამომხმარებლო საქონლის მოხმარების ბუმით იქნა ჩანაცვლებული.
მარშალის გეგმის გამოცხადებამდეც იგეგმებოდა ევროპის აღდგენა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბირნსმა (James F. Byrnes) გეგმის ადრეული ვერსია წარადგინა ე.წ. ,,იმედის სიტყვაში“ (,,Restatement of Policy on Germany“) შტუტგარტში, 1946 წლის 6 სექტემბერს. 1947 წელს გენერალმა ლუციუს დ. კლეიმ( Lucius D. Clay) მრეწველ ლევის ჰ. ბრაუნს (Lewis H. Brown) სთხოვა მოხსენება გაეკეთებინა ომის შემდგომი გერმანიის მდგომარეობისა და პრობლემების, და მათი გადაჭრის გზების შეთავაზების შესახებ.
ამერიკული სახსრებით, ევროპის აღმშენებლობის სასურველ ალტერნატივას დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა, გერმანიისგან აუცილებელი საშუალებების მოთხოვნა, როგორც სამხედრო რეპარაცია (ანაზღაურება). 1944 წელს აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მიერ შემუშავებული იქნა (მისივე სახელის მიხედვით) მორგენტაუს გეგმა (Morgenthau-Plan). გეგმა ითვალისწინებდა გერმანიის დაყოფას და სამრეწველო საწარმოების დემონტაჟს (და მათი საშუალებით დაზარალებული სახელმწიფოების აღდგენას), რათა გერმანიისთვის კიდევ ერთი ომის წამოწყება ყოფილიყო შეუძლებელი. იმავე გზას გაჰყვა ფრანგი ჟან მონეს (Jean Monnet) პირველი გეგმა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთს უნდა მიეღო კონტროლი გერმანიის ქვა-ნახშირის საბადოებზე რურის აუზსა და ზაარლანდში. 1946 წელს, საოკუპაციო სახელმწიფოები შეთანხმდნენ გერმანიაში დემონტაჟის მკაცრ გრაფიკზე; სამრეწველო საწარმოების დემონტაჟი 1950 წლამდე არ დასრულებულა. აღმოჩნდა, რომ გერმანიაში სიღარიბემ უარყოფითად იმოქმედა ევროპის განვითარებაზე, გერმანიის მოსახლეობის საკმარისი რაოდენობის საკვებით მომარაგება საოკუპაციო ძალებს უქმნიდა პრობლემებს.
ამ მიზეზებისა და საზოგადოების წინააღმდეგობის გამო, მას შემდეგ რაც ისინი(ე.ი. ეს ორი გეგმა) პრესაში გამოქვეყნდა, მათზე უარი ითქვა. ამასთან, ზოგიერთი იდეა შევიდა დირექტივაში JCS 1067 (Directive to the Commander in Chief of the U.S. Occupation Forces (JCS 1067) (April 1945)), რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ს საოკუპაციო პოლიტიკას 1947 წლის ივლისამდე. გერმანიას ჩამოშორდა ზაარლანდი და ზემო სილეზია, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ტერიტორიები, წარმოების შეზღუდვის მიზნით განადგურდა სამოქალაქო ინდუსტრიული საწარმოები, ხოლო რურის აუზს ასევე ემუქრებოდა გამოცალკევება 1947 წლამდე. 1947 წლის აპრილის ბოლოს, პრეზიდენტი ტრუმანი და მისი სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი დარწმუნდნენ, რომ შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაეწია.
ევროპის ქვეყნების (მათ შორის გერმანიის) მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ცივი ომის დასაწყისი. საბერძნეთში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, ტრუმენმა 1947 წლის 12 მარტს გამოაცხადა ტრუმენის დოქტრინა, რომლის თანახმად, აშშ მხარს დაუჭერდა ყველა "თავისუფალ ხალხს" მმართველობის ტოტალიტარული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში. სამხედრო(ომის) კონფერენციების გადაწყვეტილებების თანახმად, საბერძნეთი წარმოადგენდა ბრიტანეთის გავლენის სფეროს; ამის მიუხედავად, საბჭოთა კავშირმა, მიმდინარე სამოქალაქო ომში მხარი დაუჭირა იქაურ კომუნისტებს. ბრიტანეთი უძლური აღმოჩნდა, თავად გამკლავებოდა წამოჭრილ სირთულეს; მან დახმარება სთხოვა აშშ-ს.
1947 წლის 5 ივნისს ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა თორმეტწუთიან გამოსვლაში მარშალმა გამოაცხადა:
”შეერთებული შტატების მთავრობისთვის არც მართებული იქნებოდა და არც შედეგის მომტანი, შეედგინა საკუთარი პროგრამა ევროპული ეკონომიკური აღმშენებლობის შესახებ. ეს თავად ევროპელების საქმეა, მე მჯერა, რომ ინიციატივა ევროპიდან უნდა წამოვიდეს. ჩვენი როლი უნდა იყოს ხელის შეწყობა ევროპული პროგრამის შემუშავებისა და მოგვიანებით ამ პროგრამის მხარდაჭერის საქმეში, რამდენადაც ეს ჩვენთვის შესაძლებელია. პროგრამა უნდა იყოს კოლაბორაციული, რომელსაც დაეთანხმება მრავალი, თუ არა ყველა ევროპელი ქვეყანა. ” - ჯორჯ ს. მარშალი (“It would be neither fitting nor efficacious for this Government to undertake to draw up unilaterally a program designed to place Europe on its feet economically. This is the business of the Europeans. The initiative, I think, must come from Europe. The role of this country should consist of friendly aid in the drafting of a European program and of later support of such a program so far as it may be practical for us to do so. The program should be a joint one, agreed to by a number, if not all European nations.” - George C. Marshall).
ჯორჯ კენანმა (George F. Kennan), მარშალის დავალებით უკვე 1947 წლის მაისში, შეიმუშავა ასეთი პროგრამის ძირითადი მახასიათებლები. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ომის მონაწილე ყველა ქვეყნის მხარდაჭერა. მაგრამ საბჭოთა კავშირმა თავის გავლენის სფეროში მყოფ ზოგიერთი ქვეყანა აიძულა, უარი ეთქვა ფინანსურ საშუალებებზე. იმ დროს ჩეხოსლოვაკიასაც კი, რომელიც ჯერ კიდევ დემოკრატიული იყო, უარის თქმა მოუწია მოსკოვის მხრიდან ზეწოლის გამო. ასე რომ, მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ ესარგებლათ ამით. ნეიტრალურმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა შვეიცარია და შვედეთი, ასევე მიიღეს ფინანსური დახმარება.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე კონფერენციაზე განიხილეს მარშალის გეგმის დეტალები, 1948 წლის 3 აპრილს, პრეზიდენტმა ტრუმენმა ხელი მოაწერა მარშალის გეგმის აქტს („Foreign Assistance Act of 1948“/"1948 წლის საგარეო დახმარების აქტი"). 1948 წლის 16 აპრილს, 16 ევროპულმა ქვეყანამ, ფინანსური დახმარების კოორდინაციის მიზნით დააფუძნა (დღევანდელი OECD–ს წინამორბედი) ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი (OEEC). შეერთებულმა შტატებმა 1952 წლამდე უზრუნველყო ამ ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამის (ERP) მეშვეობით. ამ პროგრამას თან ახლდა საინფორმაციო კამპანია მონაწილე სახელმწიფოთა მოსახლეობისთვის, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ეფუძნებოდა პრაქტიკულ რჩევებს, პოლიტიკურ განათლებასა და პროპაგანდას. დახმარების თანხების განკარგვის მიზნით, 1948 წელს დაარსდა ECA (The Economic Cooperation Administration), რომელიც 1951 წელს შეიცვალა MSA (The Mutual Security Agency)-ით. 1949 წლის 30 ოქტომბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ასევე შეუერთდა OEEC- ს.
დასკვნა:
ომის შემდეგ, დასავლეთის სამყაროს ეკონომიკამ განიცადა უზომო აღმასვლა, რაც ,,ეკონომიკური სასწაულის“ სახელწოდებით შევიდა ისტორიაში. აღიშნული მოვლენის ეს მოულოდნელად ჩქარი, პოზიტიური ეკონომიკური განვითარება განსხვავებული ფაქტორებით იქნა შესაძლებელი: ტექნიკური პროგრესი, სწრაფად კლებადი ფასები ენერგო-რესურსებზე, ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა და ამერიკული დახმარების პროგრამა, განსაკუთრებით ე.წ. ERP-Program (,,European Recovery Program“), ანუ ე.წ. მარშალის დახმარება, რაც 1947 წელს ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის(სახელმწიფო მდივნის) ჯორჯ მარშალის (George Marshall) მიერ იქნა სტიმულირებული.გზა).[7]
თუმცა, რიგმა ისტორიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს ეკონომისტების მიერ გამოთქმული მოსაზრება, მარშალის გეგმის ეფექტურობის თაობაზე, რაც ბევრს წარმატებულად მიაჩნია.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე სახელმწიფოს ეკონომიკა, გარდა გერმანიისა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე - ომამდე. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში დაფიქსირდა უპრეცედენტო კეთილდღეობა, რომელიც ომის შემდგომი ბუმის სახელითაა ცნობილი. მარშალის გეგმამ, არც თუ ისე უმნიშვნელო, მაგრამ არც თუ ისე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ აღმავლობის სტიმულირებაში. მაგ., ეკონომიკის ისტორიკოსმა ბარი აიხენგრინმა (Barry Eichengreen), ე.წ. ERP-ს (European Recovery Programme) მეშვეობით, წმინდა ნომინალურ გამოხატულებაში გაიანგარიშა მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური 0,5 პროცენტიანი ზრდა 1948 წლიდან 1951 წლამდე, რამაც 16 ბენეფიციალი ქვეყნის ეროვნული შემოსავლის 3 პროცენტზე ნაკლები შეადგინა.[8]
მარშალის გეგმა ასევე განიხილება, როგორც პირველი ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ. საბაჟო ბარიერების დემონტაჟის წინაპირობა იყო ერთობლივი ინსტიტუციის (OEEC) შექმნა. მისი ერთ-ერთი სავარაუდო გამოვლინებას წარმოადგენს კომპანიებში ამერიკული ლიდერობის სტილის სისტემატური მიღება. მრავალი მკვლევარი, ომის შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნების სწრაფ ზრდას ამ ლიბერალიზაციის პოლიტიკას უკავშირებს, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო შეზღუდვების შემცირებას ან გაუქმებას.[9]
მარშალის გეგმა თავის ერთ-ერთ მიზნად ისახავდა ევროპის ,,გაერთიანებას“, ე.ი. ყოველგვარი სავალუტო და საბაჟო ბარიერების გაუქმებას როგორც თავად ევროპაში, ისე ევროპასა და აშშ-ს შორის, კერძოდ ვარაუდობდა რურის ქვანახშირისა და ლოტარინგიის რკინის მადნის გაერთიანებას, და ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნას. 1950 წლის მაისში, ეს გეგმა განხორციელდა კონკრეტული ფორმით - ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების სახით (ე.წ. ,, The Schuman Declaration “). მსგავს გაერთიანებში გაწევრიანების მსურველ ქვეყნების ევალებოდათ განეხორციელებინათ რიგი ღონისძიებები: 1) მას შემდეგ რაც ეს ქვეყნები ხელს მოაწერდნენ ჟენევისა და ჰააგის კონვენციებს საბაჟო ტარიფების დაწევისა და ,,მრავალმხრივი“ ვაჭრობის შესახებ, ისინი ვალდებულნი იყვნენ, 1949 წლის დეკემბერში, ნაწილობრივ გაეუქმებინათ(შეეჩერებინათ) საიმპორტო ლიცენზიის სისტემა; 2) ინგლისისა და საფრანგეთის მიერ სავალუტო კურსის მესამედ დაწევის შემდეგ, დანარჩენი 28 ქვეყანა იძულებული იყო, რომ 1949 წლის სექტემბერში კვლავ მოეხდინა საკუთარი ვალუტის დევალვაცია. ყველა ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა ამერიკული კაპიტალისთვის ამ ქვეყნებში ნედლეულის დაბალ ფასად შესყიდვისა და ევროპის სხვადასხვა საწარმოში ხელსაყრელი კაპიტალდაბანდების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
მარშალის გეგმა ხასიათდებოდა ამერიკისთვის ხელსაყრელი პირობებით, რაც გამოიხატებოდა შემდეგში:
1) დასავლეთევროპული ქვეყნები, რომლებიც საჭიროებდნენ (და ითხოვდნენ) წარმოების საშუალებებისა და ნედლეულს, დახმარების სახით იღებდნენ სამომხმარებლო საგნებსა და მზა ნაწარმას. გაწეულ დამარებაში აგრეთვე დიდი წილი ეკავა კვების პროდუქტებსა და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციას(ჭარბად იყო წაროდგენილი კვების და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტი), რაც იმას ნიშნავდა, რომ შეერთებული შტატები ესწრაფოდა თავისი ჭარბი აგრალური საქონლის რეალზაციას და არა, საკუთარი მეურნეობების აღდგენის მსაჭიროებელ, დასავლეთევროპული სახელმწიფოების ეკონომიკურ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
2) დახმარების მიმღები ქვეყნებისთვის, მარშალის გეგმის მიხედვით არსებობდა გარკვეული შეზღუდვები თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. ამ კუთხით, განსაკუთრებით ნიშანდობლივია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის აკრძალვა, რისი მიხედვითაც მაგ., საფრანგეთს არ შეეძლო მოეხდინა პოლონური ქვანახშირის იმპორტირება, რომლის ფასიც შეადგენდა ტონაზე 12 დოლარს, სამაგიეროდ მას ქვეყანაში უნდა შეეტანა, ტონაზე 20 დოლარის ღირბულების ამერიკული ქვანახშირი. აგრეთვე, მაგ., ინგლისს, მარშალის აღდგენის გეგმის თანახმად, აკრძალული ჰქონდა ეწარმოებინა მარცვლეულის იმპორტი კანადიდან.
3) მარშალის გეგმის მიხედვით, დახმარების გაწევის წინაპირობას ფულად-საკრედიტო სისტემის სფეროში წარმოადგენდა კატეგორიული მოთხოვნა დასავლეთევროპული სახელმწიფოების მიერ საბიუჯეტო წონასწორობის აღდგენა; არა მხოლოდ ეკვივალენტური ფონდის გამოყენება, არამედ, - ფულად-საკრედიტო გარდაქმნაც; ამ ქვეყნების ფინანსები, ფაქტობრივად რეგულირდებოდა ამერიკის ნება-სურვილით. გეგმა ასევე ითვალისწინებდა იმას, რომ დახმარების საერთო თანხის 20 % უნდა დაფარულიყო ნედლეულის ექსპორტით, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკისთვის, რამდენადაც ამარტივებდა შტატების მომარაგებას სტრატეგიული ნედლეულით და მის შეღწევას დასავლეთევროპული სახელმწიფოების კოლონიებში.
ზემოთთქმულის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მარშალის გეგმა გავლენას ახდენდა დასავლეთევროპული ქვეყნების ეკონომიკებზე. დახმარების შედეგად ამ ქვეყნების ეკონომიკური აღდგენამ შეიძინა მახინჯი ფორმები, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ევროპის სახელმწიფოთა დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებზე.[10]
მიუხედავად ამისა, მარშალის გეგმამ, ფინანსური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილის უზრუნველყოფით ეკონომიკის ძირითად სექტორში, ხელი შეუწყო ევროპის რეკონსტრუქციის დაჩქარებულ პროცესს, ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოდერნიზების მიმართულებით. მისი უშუალო დახმარების შედეგს წარმოადგენდა მატერიალური კეთილდღეობის არნახული ზრდა დასავლეთევროპის ქვეყნებში და ყველაზე მთავარი, - ახალი ევროპის დაბადება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Wilfried Loth: Die Teilung der Welt 1941–1945, München 1982, ISBN 3-423-04012-2, S. 204 ff.
- Marshallplan – Wikipedia, https://de.wikipedia.org/wiki/Marshallplan.
- МГУ, Исторический факультет, Г. Е. Минасян, Левые силы США против «холодной войны» (1945—1948).
- Der Marshallplan.geschichte-lexikon.de.
- Alan S. Milward: The Reconstruction of Western Europe.
- Gregory A. Fossedal: Our Finest Hour. Vom Kampf gegen den Hunger. In: Die Zeit, Nr. 11/1946.
- Das Wirtschaftswunder – Einleitung - Forum OÖ Geschischte; www.ooegeschichte.et.
- Aufbauhilfe für das zerstörte Europa. In: FAZ, 3. April 2008.
- შდრ. მაგ., Werner Bührer: Erzwungene oder freiwillige Liberalisierung? Die USA, die OEEC und die westdeutsche Außenhandeölspolitik 1949–1952, in: Ludolf Herbst (Hrsg.) et al.: Vom Marshallplan zur EWG – Die Eingliederung der Bundesrepublik Deutschland in die westliche Welt. Oldenbourg Verlag, München 1990, S. 139 ff, hier S. 161.
- Е. А. Пигулевская (перевод с японского). Иностранный капитал в Японии. - г. Москва: издательство иностранной литературы, 1956 г.. - С. с. 27-30. - 415 с)
- Karchava, L., 2012. Business-communications. Tbilisi, Loi, 328.
- Karchava, L., 2018. Theoretical basics of business communication and Its connection with other sciences/ბიზნესკომუნიკაციების თეორიული საფუძვლები და მისი კავშირი სხვა მეცნიერებებთან. The New Economist, 13(3, 2018), pp.1-1.
References
The New Economist N3, (2020), Vol 15, Issue 2
01/10/2020
Copyright (c) 2020 Vasil Khizanishvili
This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.