Logo

Perspectives of the Georgian Economy in the Electronic Era / საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები ელექტრონულ ერაში

Revaz Lordk Photo.jpg
Revaz Lordkipanidze / რევაზ ლორთქიფანიძე

Academic of the Georgian Academy of Economic Sciences, with the highest grade in the Harvard University course "US Government" საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი შეფასებით

Abstract

The lessons of economic history show that the strongest economic foundations of the most ancient Christian statehood in Georgia were created in the periods (David the Builder, Queen Tamar, Vakhtang VI), when the priorities were the scientific-creative academies, reasonable regulation in economics and just law.

It should be emphasized that St. David the Builder is the author of chants imbued with amazing humanism and in the epoch of his earthly activity gives some freedom to various denominations, however, at the same time, He is strict and unyielding in enforcing the law.

Today, all this can be explained by a moderate assessment of the role of the state. By my approximate calculations, the role of the state (for example, weight in ownership) should be considered within 30-50% - neither more nor less: neither excessive chaos is good nor dictatorial pressure.

Keywords: Economic perspectives, economic efficiency, economic regulation, electronic commerce. / ეკონომიკური პერსპექტივები, ეკონომიკური ეფექტიანობა, ეკონომიკური რეგულირება, ელექტრონული კომერცია.

Introduction

ანოტაცია

ეკონომიკური ისტორიის გაკვეთილები აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები შეიქმნა იმ პერიოდებში (დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ვახტანგ VI), როდესაც პრიორიტეტებს წარმოადგენდნენ სამეცნიერო-შემოქმედებითი აკადემიები, ეკონომიკის გონივრული რეგულირება და მხოლოდ სამართლიანი სამართალი.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა დავით აღმაშენებელი საოცარი ჰუმანიზმით გამსჭვალული საგალობლების ავტორია და, მისი მიწიერი საქმიანობის ეპოქაში, ის გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს სხვადასხვა კონფესიებს, თუმცა, ამავე დროს, იგი მკაცრი და ურყევია კანონის აღსრულებაში.

დღეს ეს ყველაფერი შეიძლება აიხსნას სახელმწიფოს როლის ზომიერი შეფასებით. ჩემი სავარაუდო გათვლებით, სახელმწიფოს როლი (მაგალითად, ხვედრიწონა საკუთრებაში) გააზრებული უნდა იქნეს 30-50%-ის დიაპაზონში - არც მეტი, არც ნაკლები: არც ზედმეტი ქაოსია კარგი და არც დიქტატორული წნეხი.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პერსპექტივები, ეკონომიკური ეფექტიანობა, ეკონომიკური რეგულირება, ელექტრონული კომერცია.

შესავალი

წინამდებარე შრომაში წარმოგიდგინეთ ზომიერი რეგულირების შესახებ ჩემს მიერ შენიშნული ჩვენი დღევანდელობისათვის ძალზე მნიშვნელოვანი კანონზომიერების ცხრილურ და გრაფიკულ ინტერპრეტაციებს, რაც ვრცლად არის ახსნილი ჩემს მონოგრაფიებსა და სხვა კვლევებში და, რაც, თავის მხრივ, აქვე, შესაძლოდ კომპაქტურად განიხილება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოცდილებიდან გამომდინარე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ელექტრონული კომერციის მენეჯმენტისა და მენეჯერული საქმიანობის ხარჯების შესახებ კვლევებისა და სწავლების გაღრმავების საჭიროება, რაც, ჩემი აზრით, ეკონომიკური პროფილის სასწავლო-კვლევით დაწესებულებებში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული.

საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ჟამი დადგა [1-8], რაც კორონავირუსული პანდემიის რეალობამ კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინა. ჩემს მიერ ახლახან გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოსთან და შემდგომ კვლევებთან დაკავშირებით [9-12], დავკონკრეტდები, რომ, ელექტრონულ ერაში, ბიზნეს-პროცესებისათვის, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ინფორმაციების ოპერატიული გაცვლისა და ფინანსების მართვის მაქსიმალურად უდანაკარგო სისტემის ჩამოყალიბება.

ძირითადი ტექსტი

ეკონომიკური ისტორიის გაკვეთილები გვაჩვენებენ, რომ უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის საქართველოში, უძლიერესი ეკონომიკური საფუძვლები იქმნებოდა იმ პერიოდებში (დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ვახტანგ მეექვსე), როცა პრიორიტეტებად მიიჩნეოდა მეცნიერულ-შემოქმედებითი აკადემიები, გონივრული რეგულირება ეკონომიკაში და სამართლიანობა კანონიერებაში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა დავითი აღმაშენებელი საოცარი ჰუმანიზმით გამსჭვალული გალობების ავტორია და თავისი მიწიერი მოღვაწეობის ეპოქაში გარკვეულ თავისუფლებას აძლევს სხვადასხვა კონფესიებსაც, თუმცა, ამავდროს, მკაცრი და შეუვალია კანონიერების აღსრულებაში.

სადღეისოდ, ეს ყოველივე, უნდა გავიაზროთ სახელმწიფო როლის ზომიერი ინტერპრეტაციებით. ჩემი მიახლოებითი გაანგარიშებით, სახელმწიფოს როლი (მაგალითისათვის, ხვედრიწონა საკუთრებაში) 30-50%-ის ფარგლებში უნდა მოიაზრებოდეს - არც მეტი და არც ნაკლები: არც გადამეტებული ქაოსი ვარგა და არც დიქტატორული წნეხი.

ჩემი კვლევებიდან, მკითხველს ემახსოვრება, რომ გონივრულად ორგანიზებული ელექტრონული კომერციის შედეგად, ბიზნეს-პროცესები მეტად გამჭვირვალე ხდება, შედეგად, კონკურენტული გარემო მეტად ჯანსაღდება, გზა ეკეტება ფარული მონოპოლიების უმართაობას, მნიშვნელოვნად მცირდება მენეჯერული ხარჯები და მასობრივი სიღარიბე და არნახული გასაქანი ეძლევა ეკოლოგიურად სუფთა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას.

ელექტრონული კომერციის მოწინააღმდეგეები „ქადაგებენ“, რომ ელექტრონიკა გაზრდის უმუშევრობას და დიდ დეპრესიას გამოიწვევს ნავთობისა და გაზის გიგანტების გაკოტრებითა და ელექტრონული კრიპტოვალუტების გაუფასურებით, მაგრამ ეს ასე არ არის. „არაფერი იკარგება“ - აღნიშნული გიგანტები ასევე მზარდი ნავთობქიმიის მიმართულებებზე შეიძლება გადაერთონ, კრიპტოვალუტები მეტად ღია ელექტრონულ ფულად ერთეულებად განვითარდება, ხოლო უმუშევრობა, პირიქით, შემცირდება დასაქმების ინდივიდულური მექანიზმების გაძლიერების გზით.

ყოველივე ზემოაღნიშნული მეტყველებს, რომ ჩვენი ყველა ის კვლევა, რომლებიც კონკურენციის შეფასების ფიზიკურ-მათემატიკური მეთოდების აღნიშნულ გამოყენებასა და, ჰარვარდული გამოცდილებით, მენეჯერული ხარჯების შემცირებას უკავშირდება, განსაკუთრებით აქტუალური გახდება. მართალია, რომ ელექტრონული კომერცია უკავშირდება კრიმინალური კიბერშეტევების მნიშვნელოვან საფრთხეებსაც, მაგრამ, აღნიშნულს, საერთაშორისო თანამაგობრობის აქტიური ჩართულობის გაფართოებით უნდა დავუპირისპირდეთ.

ინტერნეტმა, როგორც ცნობილია, დაასრულა მსოფლიო ეკონომიკის, როგორც გლობალური ფენომენის ჩამოყალიბების ხანგრძლივი პროცესი. შესაბამისად, მიმდინარე გლობალური მოვლენების ფონზე, როგორც ქართველი ეკონომისტი, თავს მოვალედ ვთვლი კონცეფტუალურად დასაბუთებული აზრი გამოვთქვა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ საერთაშორისო კრიზისით გამოწვეული საქართველოს ეკონომიკის გახანგრძლივებული კრიზისი და, საერთოდ, როგორ უნდა დაძლიოს გონიერმა ადამიანმა სიღარიბის ჯერ კიდევ ძალზე მაღალი 80%-იანი დონე [9] სულ უფრო მდიდარ გლობალური ტექნოლოგიების მსოფლიოში.

დასკვნისათვის

მოგეხსენებათ, ინტერნეტთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკაში ჩამოყალიბდა მსოფლიო ბაზრის ფენომენიც, შესაბამისად, გაიზარდა მატერიალური სიკეთეები და რისკებიც მისგან და სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, თუ უდიდესი სიჩქარეების ელექტრონულ მომავალში როგორი გამდიდრება იქნება ადამიანისთვის გამართლებული (ეფექტიანი) და, შესაბამისად, როგორი კონკურენცია, როგორც ეკონომიკის მთავარი მოტივატორი, დაეფუძნება ჭეშმარიტი სულიერებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის პრინციპებს.

ბიზნესის და მათ შორის ელექტრონული ბიზნესის ეფექტიანობის საფუძვლის - კონკურენციის საკითხებზე, დიდი დეპრესიის ეპოქიდან (მე-20 საუკუნის 30-იანი წლები), განსაკუთრებით გამწვავდა დებატები ადამ სმითის კონკურენციის ე.წ. „უხილავი ხელის“ მომხრე ნეოკლასიკოსებსა და რეგულირების მომხრე ქეინზიანელებს შორის. ზოგი საერთოდ სათუოს ხდის „უხილავი ხელის“ მოქმედებას, ახალი ნეოკლასიკური სინთეზი კი ერთგვარი შემრიგებლის როლში მოგვევლინა.

ჩემი მიზანი არ არის სმითის კრიტიკა - მიმაჩნია, რომ ის მისი ეპოქისთვის ნამდვილად გენიოსი იყო, მაგრამ, ბუნებრივია, ადამიანური შეცდომებით. ჩემი მიზანია აღმოვფხრა სმითის ეპოქიდან დაწყებული და ჰერფინდალ-ჰირშმანის თანამედროვე მეთოდშიც დამკვიდრებული გაგება, რომ ბაზარზე არაგავლენიან კონკურენტთა დიდი რაოდენობა განაპირობებს მეტად სრულყოფილ კონკურენციას.

ასეთი მიდგომებით, შესაძლებელია უნებლიედ დავანაწევროთ ეფექტიანი ადგილობრივი მსხვილი ბიზნესები ან ხელი შევუშალოთ ბიზნესების წესიერი გზით საჭირო გაერთიანების მცდელობას, დავარღვიოთ მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია და უკეთესი პირობები შევუქმნათ არაკეთილსინდისიერ საგარეო ფარულ შეთანხმებებს და კიბერშეტევებს.

კონკურენციას დაცვა უნდა აუცილებელი რეგულაციებით, მაგრამ არა რაოდენობის ზრდის გაგებით (რაც ე.წ. „მოკლე ჩართვის“ ეფექტს იწვევს და შრომაში დეტალურად განვიხილავთ). ფარული მონოპოლიების მიერ დაზარალებული ეკონომიკები ძალზე დიდი ხანია ვერ ახერხებენ კრიზისიდან გამოსვლას.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სასიხარულო ინფორმაცია შევიტყვეთ ინტერნეტიდან, რომ, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, უმძიმესი სტაგნაციური კრიზისიდან გამოსული საქართველოს ეკონომიკის მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბა, ანუ დღეში, დაახლოებით, 30-დოლარიან დონეს მიაღწია, რაც 3-ჯერ აღემატება სიღარიბის ზედა ზღვარს. თუმცა კრიზისული გავლენის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოს მაღალმთიან და სხვა აგრარულ რეგიონებში, სადაც ფარული მონოპოლიებისაგან დაზარალებული მეწარმეების გამოცოცხლება ძალზე გართულდა.

მსოფლიოში უპრეცენდენტოდ გაზრდილი მენეჯერული ხარჯებისა და გამწვავებული დემოგრაფიული პრობლემების ეპოქაში, ვფიქრობთ, კრიტიკულად გადაუდებელია ჩემს მიერ პროექტირებული კონკურენტული (ნაკლები ხარჯტევადობის გამო) ელექტრონულ-ქსელური დელეგირების მენეჯმენტის (e-network management) მექანიზმების დანერგვა, რასაც მკითხველს ადრინდელი კვლევებისა და ახლახან გამოცემული შრომების საშუალებით შევთავაზე [იქვე] და საუკეთესო მომავალს უქადის საქართველოს ეკონომიკის უნიკალურ შესაძლებლობებს - გეოპოლიტიკურ ფაქტორს, მეცნიერულ პოტენციალს, წყალუხვ ბუნებას, ვაზს, ციტრუსსა და სხვა საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და მრავალფეროვან სასარგებლო წიაღისეულს.

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ქსელური დელეგირება ჩვეულებრივი ვერტიკალური მონოპოლიის მაგალითია, მაგრამ არამც და არამც - ქსელური დელეგირება მონოპოლიების ამბიციები არ და ვერც იქნება და ის ბაზრის მწვავე აუცილებლობებითა და დასავლეთის სამყაროში და მათ შორის საქართველოში გამწვავებული დემოგრაფიული პრობლემებითაა განპირობებული, რომელთა გადაჭრაში აქტიურად უნდა ჩაერთოს გონიერი სახელმწიფო სექტორი. რატომღაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბაზარზე მხოლოდ კერძო სუბიექტები ოპერირებენ.

სახელმწიფო ნამდვილად არ არის „მონსტრი“ და ნორმალურ გარემოში ის მეტად გონიერი „მოთამაშის“ ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს სულ უფრო მზარდ ელექტრონულ ბაზარზე.

ურთიერთშეხამებული მოქმედებებით, აღდგენილიყოს მეურნეობრიობის ქართული ტრადიციები, ეხაროს სასწაულმოქმედ ვაზს საქართველოში და მათ შორის „ჯვრის“[1] საძლიერო ჯიშსა და თქვენ მასთან ერთად.

გამოყენებული წყაროები

  1. "Remembering Drucker". Schumpeter (19 November 2009). The Economist. Retrieved 15 March 2012.
  2. "Ronald Harry Coase (1910–2013) Nobel-prize winning economist whose work inspired cap-and-trade". Nature. 502 (7472): 449. Hahn, Robert. doi: 10.1038/502449a.
  3. "Retail e-commerce sales CAGR forecast in selected countries from 2016 to 2021". Statista. October 2016. Retrieved 1 January 2018.
  4. Geiger, Conrad. "NeXT Nugget News". next.68k.org.
  5. Conrad Geiger. Archived from the original on 8 September 2015.
  6. Tayler, Jesse (11 April 2016). "Jesse Tayler talks App Store and NeXTSTEP with AppStorey". Retrieved 20 March 2018.
  7. Griffin, Ry'mone (20 November 2018). Internet Governance. Scientific e-Resources. ISBN 978-1-83947-395-1.
  8. Wienclaw, Ruth A. (2013) "E-Commerce." Research Starters: Business.
  9. Karchava, L., 2012. Business-communications. Tbilisi, Loi, 328.
  10. Karchava, L., 2018. Theoretical basics of business communication and Its connection with other sciences/ბიზნესკომუნიკაციების თეორიული საფუძვლები და მისი კავშირი სხვა მეცნიერებებთან. The New Economist, 13(3, 2018), pp.1-1.
  11. Kikutadze, V. and Tabatadze, L., 2016. Diversification of funding models of higher education service market in Georgia. In 5th EURASIAN MULTIDISCIPLINARY FORUM, EMF 2016 27-28 October, Tbilisi, Georgia (p. 56).
  12. Lordkipanidze R. E-Commerce Management (Handbook: Principles, World Statistics, Specifics of Georgia's Economic Priorities). - Tbilisi, 2020: 205.

http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.26131.30244

  1. Lordkipanidze R. About Economic and Natural Sciences’ Relationship ეკონომიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ურთიერთკავშირის შესახებ О взаимосвязи экономических и естественных наук. - DOI: 10.13140/RG.2.2.16952.08960, Tbilisi, The Public Academy named after Economist A. Gunia: 2020, Jan 7: 583.

http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.16952.08960

  1. Lordkipanidze R. Economic Outcomes of Smart Nutrition, Sports and Tourism E-Taxes

http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.17169.25447

  1. Lordkipanidze R. Fans of Mathematics are in luck - You will see how the Digital World will be happy and rich, without unnecessary hidden monopolists

http://dx.doi.org/10.13140/RG.2.2.31436.44164

  1. Pavliashvili, S., 2014. SUSTAINABLE DEVELOPMENT OF AGRICULTURE AND FOOD SECURITY IN GEORGIA. The Caucasus & Globalization, 8(3-4), pp.55-61.
  2. Pavliashvili, S., 2011. THE WORLD ECONOMIC CRISIS AND GEORGIA. The Caucasus & Globalization, 5(3-4), pp.54-62.
  3. Pavliashvili, S. and Gubeladze, D., AGRARIAN RURAL AND REGIONAL POLITICAL STRATEGIES IN AGRICULTURE. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2015 (p. 397).
  4. Pavliashvili, S., PECULIARITIES OF STATE PROPERTY PRIVATIZATION AND ITS SOCIAL-ECONOMIC RESULTS IN GEORGIA. In Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2013 (p. 53).

20. Tabatadze, L., 2015. Strategic directions of strengthening competition on higher education market of Georgia. European Scientific Journal.

21. Tabatadze, L., 2020. The New Vision of Modern Management Theory. The New Economist, 15(1, 2020), pp.1-1.

[1] http://www.ambioni.ge/jvari-vazis-zveli-jisi

References

The New Economist N3, (2020), Vol 15, Issue 2

3-2020-11-page-1.jpg
Published Date:

01/10/2020