Logo

There is a Solution for Everything, the Main Thing is to Find it! გამოსავალი ყოველთვის არის, მთავარია, მივაგნოთ მას!

Published Date: 31/03/2021

31.03.2021

ჩემ­თ­ვის, რო­გორც რე­დაქ­ტო­რის­თ­ვის, მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნოა ის ფაქ­ტი, რომ ჟურ­ნალს საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კითხუ­ლობს, და მა­თი რიცხ­ვი ჩქა­რი ტემ­პით იზ­რ­დე­ბა. ამას ადას­ტუ­რებს შე­მომ­ს­ვ­ლელ­თა მრიცხ­ვე­ლი ჩვენს გა­ნახ­ლე­ბულ ვებ­გ­ვერ­დ­ზე, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ უკ­ვე ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტ­ზე ათა­სო­ბით მკითხ­ვე­ლი გვყავს.

სა­ნამ ძი­რი­თად სათ­ქ­მელს ვიტყო­დე, მინ­და მკითხ­ველს ვა­უწყო, რომ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­რე­დაქ­ციო საბ­ჭოს წევ­რი, ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი სო­ლო­მონ პავ­ლი­აშ­ვი­ლი არ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ნამ­დ­ვილ წევ­რად. ვუ­ლო­ცავთ ბა­ტონ სო­ლო­მონს ამ დიდ სა­მეც­ნი­ე­რო წო­დე­ბას და კვლა­ვაც წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ პი­რად, სამეცნიერო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც დღეს მინ­და შე­ვე­ხო, არ არის ლო­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის, არც რე­გი­ო­ნუ­ლი, და ან ერ­თი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბის. ვი­ნა­ი­დან ჟურ­ნა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო­ა, მეც შე­ვეც­დე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო, პლა­ნე­ტა­რულ, გლობალურ სა­კითხებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა. რა თქმა უნ­და, მე არ მაქვს პრე­ტენ­ზი­ა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხე­ბი რე­დაქ­ტო­რის გვერ­დ­ზე ერ­თი კალ­მის მოს­მით გა­დავ­წყ­ვი­ტო, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი, კონ­ტუ­რე­ბი მა­ინც გა­მოვ­სა­ხო და სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის თუნ­დაც ერ­თი შტრი­ხი გა­მოვ­ყო, სა­კითხი მა­ინც დავ­ს­ვა...

ზო­გა­დად, პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თ­ვის იყო და იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ სწავ­ლო­ბენ და შრო­მო­ბენ, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი დაძ­ლი­ონ, რა­თა მეტ­-­ნაკ­ლე­ბად ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დეს ცხოვ­რე­ბა. ხან­და­ხან გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ პრობ­ლე­მა და­უძ­ლე­ვე­ლი­ა, უიმე­დო­ბა გვძლევს ხოლ­მე და შუა გზა­ზე მი­ვა­ტო­ვებთ საქ­მეს. თუმ­ცა, გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თ­ვის არის, მთა­ვა­რი­ა, მი­ვაგ­ნოთ მას!

და მა­ინც, რი­სი თქმა მინ­და დღეს, რა­ტომ ჩავ­თ­ვა­ლე მი­მე­მარ­თა მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის?

კა­ცობ­რი­ო­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან ვი­თარ­დე­ბა. თა­ვი­დან ეს პრო­ცე­სი ნე­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­ცა ადა­მი­ან­მა მეტყ­ვე­ლე­ბა და­იწყო, ტემ­პი ცო­ტა­თი აჩ­ქარ­და, მაგ­რამ ეს აჩ­ქა­რე­ბაც იმ­დე­ნად ნე­ლი იყო, რომ მა­შინ­დე­ლი თა­ო­ბე­ბი ამას ვერც ამ­ჩ­ნევ­დ­ნენ. შემ­დეგ შე­მო­ი­ღეს დამ­წერ­ლო­ბა, რა­მაც კი­დევ უფ­რო და­აჩ­ქა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვით­რე­ბა. მას მოჰ­ყ­ვა ბეჭ­დ­ვა, ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უფ­რო მე­ტი ტემ­პით და­აჩ­ქა­რა. მე­რე მო­დის ტე­ლეგ­რა­ფი, ტე­ლე­ფო­ნი, რა­დი­ო, ტე­ლე­ვი­ზია და კომ­პი­უ­ტე­რი. ამ უკა­ნას­კ­ნელს მოჰ­ყ­ვა ინ­ტერ­ნე­ტი და გან­ვი­თა­რე­ბა უფ­რო და უფ­რო დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით წინ მი­დის, და სა­ნამ­დე მი­იყ­ვანს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ესეც არა­ვინ იცის. . .

2020 წე­ლი პლა­ნე­ტის მაცხოვ­რე­ბელ­თათ­ვის გახ­და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თურ­მე, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, „COVID-19“-მა ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა მი­ა­კითხოს და იმ ქვეყ­ნა­დაც კი გა­ის­ტუმ­როს. ამან მო­აზ­როვ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ფიქ­რა და გაჩ­ნ­და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი კითხ­ვე­ბი: სწო­რად ვი­თარ­დე­ბა თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბა? პა­სუ­ხი არც თუ ისე მარ­ტი­ვი­ა, მაგ­რამ დავ­ს­ვამ კითხ­ვებს, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ და­უს­ვამთ მეც­ნი­ერ­-­მ­კ­ვ­ლე­ვა­რებს და სა­კუ­თა­რი თვალ­თა­ხედ­ვაც და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ:

სა­ით მი­დის კა­ცობ­რი­ო­ბა?

ადა­მი­ა­ნი ხომ „ჰო­მო სა­პი­ენ­სია“ - გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. მარ­თ­ლაც, რამ­დე­ნი რამ შეს­ძ­ლო ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის სა­ხით, რის გა­მოც „მსოფლიო და­პა­ტა­რავ­და“, მაგ­რამ ამა­ვე დროს, შე­ი­ნიშ­ნე­ბა მე­ტად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი:

  • ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუ­ფებ­მა „შექმნეს“ უზარ­მა­ზა­რი ფი­ნან­სუ­რი იმ­პე­რი­ე­ბი, იმ­დე­ნი კა­პი­ტა­ლი, რო­მელ­საც ვერ იყე­ნე­ბენ ფაქ­ტობ­რი­ვად. უფ­რო მე­ტიც, ხში­რად შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ზი­ა­ნო­დაც გა­მო­ი­ყე­ნონ. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ფი­ნან­სუ­რად მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით. ისი­ნი მხო­ლოდ მომ­ხ­ვე­ჭე­ლო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ავად­მ­ყო­ფურ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დეც მი­იყ­ვა­ნოს ადა­მი­ა­ნი*, ბევრს მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით აქვთ მი­ღე­ბუ­ლი დი­დი ქო­ნე­ბა და თა­ვის გავ­ლე­ნებს სხვის და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლა­დაც იყე­ნებს**.
  • ხში­რად, შე­საძ­ლო­ა, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გამ­დიდ­რე­ბის წყა­რო სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მო­პა­რუ­ლი ფუ­ლი­ა, ან ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის მოს­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის „წყალობა“ (მაგ., სა­ბი­უ­ჯე­ტო გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო ქო­ნე­ბის სიმ­ბო­ლურ ფა­სად მი­ღე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო ტენ­დე­რებ­ში და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი „გამარჯვება“ და ა. შ.), ან სხვა არა­ლე­გა­ლუ­რი გზით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. (ეს არაა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრობ­ლე­მა, არა­მედ, ეკო­ნო­მი­კუ­რად მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს „ავადმყოფობაა“ პირ­ველ რიგ­ში). ასე­თი ფუ­ლის გა­და­მალ­ვის „საწყობი“ გახ­და ე. წ. „ოფშორული ზო­ნე­ბი“, სა­დაც და­ლე­ქი­ლია ათე­უ­ლო­ბით ტრი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი. ამ დროს მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი შიმ­ში­ლობს, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით.
  • ვფიქ­რობ, სა­გან­გა­შოა მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი-­ნა­რე ტენ­დენ­ცი­ა, სა­დაც მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ილ­ტ­ვი­ან, რა­თა კი­დევ უფ­რო მე­ტი კა­პი­ტა­ლი და­აგ­რო­ვონ და სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გა­და­მა­ლონ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დიც. ხში­რია ფსევ­დო­უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რო­ცა უცხო­ე­ლის სა­ხე­ლით თვი­თონ აკე­თე­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და გა­უ­გო­ნარ შე­ღა­ვა­თებს იღე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან.
  • ხში­რად ეს მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან. თა­ვი­ანთ ქო­ნე­ბას გა­დას­ცე­მენ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს, რო­მელ­საც თა­ვი­სი­ვე ოჯა­ხი ან მის მორ­ჩი­ლე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი მარ­თავს. სა­კითხა­ვი­ა, რამ­დე­ნად საქ­ველ­მოქ­მე­დოა ამ ფონ­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა. რო­გორც წე­სი, ისი­ნი აფი­ნან­სე­ბენ ზო­გა­დად პო­პუ­ლა­რულ ობი­ექ­ტებს (ეკლესია, კულ­ტუ­რის ძეგ­ლი) ან სუ­ბი­ექ­ტებს (მსახიობები, მომ­ღერ­ლე­ბი, მწერ­ლე­ბი). ამ დროს ჭშმა­რიტ მეც­ნი­ერ­თა დი­დი ნა­წი­ლი შიმ­ში­ლობს ან შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე­ა. ამ უკა­ნას­კ­ნელთ კი შეს­წევთ რე­ა­ლუ­რად გა­დაჭ­რან პრობ­ლე­მე­ბი.
  • რა თქა უნ­და, მდი­დარ­თა შო­რის არი­ან პა­ტი­ო­სა­ნი გზით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად, მათ არ გა­აჩ­ნი­ათ მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტი. მათ იცი­ან მხო­ლოდ „ფულის კე­თე­ბა“. ამ ადა­მი­ა­ნებს არ შეს­წევთ უნა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ უკარ­ნა­ხონ, რა გა­ა­კე­თონ და რა - არა. მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში წა­მო­ვი­და ტენ­დენ­ცი­ა, რომ რა­კი ფუ­ლი აქვთ, და თა­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რი, რის წყა­ლო­ბი­თაც მიჩ­ვე­ულ­ნი არი­ან მბრძა­ნებ­ლო­ბა, უკ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­დი­ან. თუმ­ცა, ისიც არ იცი­ან, რომ ბიზ­ნე­სის მარ­თ­ვა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მარ­თ­ვა, ეს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა­ა. უფ­რო მე­ტიც, ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ქა­ლი ლი­ლი­ან ვერ­ნო­ნი (Lillian Vernon) 35 წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ მი­ვი­და იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ მოქ­მე­დი სა­წარ­მოს მარ­თ­ვა და მე­წარ­მე­ო­ბა სხვა­დას­ხ­ვა საქ­მე­ა***.

რო­გორც ვხე­დავთ, პრობ­ლე­მე­ბი აღუ­რიცხა­ვი­ა, რო­მე­ლიც მას­შ­ტა­ბუ­რია და არა ლო­კა­ლუ­რი, ხო­ლო ჩემს მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მხო­ლოდ მცი­რე­დია ურიცხ­ვ­თა შო­რის. ვი­სურ­ვებ­დი, ამ და მსგავს პრობ­ლე­მებ­ზეც უფ­რო მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტია მი­მე­ღო ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­თ­ვის. მა­ინც ოპ­ტი­მის­ტუ­რად და­ვას­რუ­ლებ დღე­ვან­დელ სათ­ქ­მელს: გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თ­ვის არის, მთა­ვა­რი­ა, მი­ვაგ­ნოთ მას!

წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ ჩე­მო მკითხ­ვე­ლო!

ღმერ­თი გფა­რავ­დეთ თქვენ და

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს!

ლოიდ ქარჩავა

* 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს აშშ-ში ერთ-ერთი ბიზნესმენის აქტივების აქციათა ფასი 7 მილიარდიდან 3,5 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა. ამ ადამიანის გონებაც იმდენად დაეცა, რომ მატარებელს ჩაუვარდა და ასე მოკლა თავი.

** ესეც აშშ-ში მოხდა: ერთ-ერთი მილიარდერის ერთ-ერთი მემკვიდრე, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო უზარმაზარი ფული და ქონება, ხოლო გონიერებით ვერ იყო მთლად სრულყოფილი, ეგონა ყველაფრის უფლება ჰქონდა და ადამიანებს ისე ექცეოდა, როგორც მონებს. ამით შელახა ადამიანთა ღირსება და პრინციპულმა ადამიანებმა არ გააკეთეს ის, რის გაკეთებასაც ის ითხოვდა. მან ეს ვერ აიტანა და მოკლა „არდამჯერე“ ადამიანი, რიც გამოც ის გაასამართლეს, ციხეში ჩასვეს და იქვე გარდაიცვალა.

*** ლ. ქარჩავა, გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან, ლოი, თბ., 2006, გვ. 193.