Logo

მილოცვები, კონკურსის შესახებ

Published Date: 07/04/2025

მილოცვები

მინდა, ჩვენს სარედაქციო საბჭოს წევრს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ქალბატონ ნათია თურნავას, ჩვენი საბჭოს სახელით მივულოცო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად არჩევა და ვუსურვო წარმატებები როგორც სამეცნიერო, ისე საზოგადოებრივ და პირად საქმიანობაში.

ასევე, ჩვენი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრ ბატონ ანზორ აბრალავას, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, მივულოცო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად არჩევა და კვლავაც დიდი წარმატებები ვუსურვო სამეცნიერო, საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში.

კონკურსის შესახებ

მე, როგორც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის ყველა ნომერში სტატიები გამოქვეყნდება სრულიად უფასოდ. ამ პერიოდის განმავლობაში, საუკეთესო სტატიის ავტორს, რომელსაც სარედაქციო საბჭო გამოავლენს ხმათა უმრავლესობით, ფულადი ჯილდო (რომლის ოდენობაც მოგვიანებით დადგინდება) და „წლის საუკეთესო სტატიის ავტორის“ სერტიფიკატი გადაეცემა.

რომენ როლანი ამბობდა: „ქვეყნად მხოლოდ ერთი გმირობა არსებობს, სამყაროს ისეთს ხედავდე, როგორიც სინამდვილეშია, და გიყვარდეს“. მეცნიერიც სწორედ ასეთ „გმირობას“ უნდა ეცადოს. ჩვენი ჟურნალიც ისეთი სტატიების დაბეჭდვაზე არის ორიენტირებული, რომლებიც ნამდვილ ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით წარმოაჩენენ რეალობას.

ჩვენ გავაანალიზებთ საზოგადოების მნიშვნელოვან საკითხებს სხვადასხვა დარგის მეცნიერების თვალსაზრისით, წარმოგიდგენთ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ სტატიებს, რომლებიც ასახავს თანამედროვე გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებს ნებისმიერ სფეროებში, მათ შორის, ფუნდამენტურ, ჰუმანიტარულ, ტექნიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ჭრილში.

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი.

07.04.2025 წელი.