ჩვენი ჟურნალის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგების შეჯამება
ჩვენი ჟურნალის მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ 2025 წელს გამოცხადებული იყო კონკურსი წლის საუკეთესო სტატიის გამოსავლენად. ავტორთა სტიმულირების მიზნით აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჟურნალის ყველა ნომერში სტატიები უფასოდ იბეჭდებოდა. კონკურსის პირობების თანახმად, საუკეთესო სტატიის ავტორისთვის უნდა გადაგვეცა ფულადი პრემია და შესაბამისი სერტიფიკატი.
სარედაქციო საბჭომ უკვე შეაჯამა კონკურსის შედეგები. გამარჯვებულად დასახელდა პროფესორ შოთა ვეშაპიძის სტატია — „ღირებულებები და ფასეულობები ილია ჭავჭავაძის შეხედულებებში: ინტერპრეტაცია თანამედროვე ეკონომიკურ კონტექსტში“. კონკურსის პირობების შესაბამისად, ავტორს გადაეცა 300 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო და „წლის საუკეთესო სტატიის ავტორის“ სერტიფიკატი.
ცხადდება ახალი კონკურსი — 2026 წლის საუკეთესო სტატიის გამოსავლენად
2026 წელს ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება ჩვეულებრივ ფასიანი იქნება. წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მასალებიდან, სარედაქციო საბჭოს წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით, გამოვლინდება საუკეთესო სტატია. გამარჯვებული სტატიის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო (მისი ოდენობა წლის ბოლოს განისაზღვრება) და „წლის საუკეთესო სტატიის ავტორის“ სერტიფიკატი.
ჟურნალი „ახალი ეკონომისტი“ 20 წლისაა
გვსურს, შევახსენოთ ჩვენს მკითხველს, რომ 2026 ჟურნალისთვის საიუბილეო წელია — „ახალ ეკონომისტს“ 2026 წლის 16 ნოემბერს 20 წელი უსრულდება. იუბილე აუცილებლად აღინიშნება. თუმცა, ღონისძიების მასშტაბები, თარიღი, ადგილი, მოწვეული სტუმრების ვინაობა და სხვა დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.
ლოიდ ქარჩავა
მთავარი რედაქტორი
04.04.2026.