Logo
უმნიშვნელო ოდენობის სახელმწიფო დახმარების მოცულობამ გასულ წელს 3 001 0036  ლარი შეადგინა

უმნიშვნელო ოდენობის სახელმწიფო დახმარების მოცულობამ გასულ წელს 3 001 0036 ლარი შეადგინა

Published Date: 14/03/2023

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, 2022 წელს, სახელმწიფოს მიერ უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური დახმარების გაცემის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში - სხვადასხვა უწყებების მიერ, 2022 წელს, ქვეყანაში გაცემულია 17 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარება, საერთო მოცულობით 3 001 0036 ლარი.

2022 წელს, უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემ ყველაზე მსხვილ ორგანოს წარმოადგენდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, რომელსაც მოყვება ოზურგეთის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიები.

სახელმწიფო დახმარების ფორმას, ძირითადად, წარმოადგენდა  - ფინანსური დახმარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება და საოპერაციო აქტივების გადაცემა.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, სააგენტოს გაცემული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები სუბიექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტო უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ყოველწლიურ რეესტრს აწარმოებს.

უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებას მიეკუთვნება - სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისათვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება. თუ მისი მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 400 000 ლარს, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში 200 000 ლარს.