Logo
სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეშვიდე კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა

სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეშვიდე კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა

Published Date: 11/05/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეშვიდე კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ცირკულარული ეკონომიკის მე-7 კონფერენცია გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რომელთაც ცირკულარული ბიზნესების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

კონფერენციაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს რეკომენდაციები გაეწიათ მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო განვითარების გეგმებში ცირკულარობის პრინციპებთან დაკავშირებით.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი ცირკულარული ბიზნესმოდელებისა და პროექტების განსაზღვრა, რომლებიც ინვესტიციებისათვის მიმზიდველია, ამასთან შესაბამისობაშია განვითარების გრძელვადიან ხედვასა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიასთან“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას აქტიური მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად დაინტერესებულ მხარეთა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო. ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა, ბიზნესსექტორმა, გამომგონებლებმა, აკადემიურმა სფერომ, ინვესტორებმა და მომხმარებლებმა ამ პროცესში მკაფიო როლი უნდა ითამაშონ და მას ხელი უნდა შეუწყონ.

მდგრადი ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების და ამ სისტემის ეფექტიანი დანერგვის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

კონფერენცია ორგანიზებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს.