ჩვენი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი არჩეულია ბათუმის საპატიო მოქალაქედ. ვულოცავთ ბატონ სოლომონს ამ საპატიო წოდებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ.