გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე
ნინო თანდილაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში
რობინ დანიგანმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი
ალადაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სახელმწიფოსა
და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური
მხარდაჭერით შექნილი კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი თანამედროვე
სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა სოფლის
მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ
პროექტებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, სოფლის მეურნეობის დარგში კიდევ
უფრო მეტ პროგრესს მოგვიტანს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის
განცხადებით, კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი საწარმო არის კერძო და
საჯარო სექტორის, ასევე usaid-ის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი, რაც
მიემართება ადგილობრივი ფერმერების გაძლიერების, სამუშაო ადგილების
შექმნის და ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებისაკენ.
შპს ,Nuts Processing-მა საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია
განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს
გრანტია; კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. საწარმოს
წარმადობა 600 ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე, წარმოებული პროდუქციის
რეალიზაცია შიდა ბაზარზე ხორციელდება, იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე
გატანა.
აღსანიშნავია, რომ გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის
მოწყობის მიმართულებით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ
მხარდაჭერილია კაკლოვანი კულტურების გადამამუშავებელი 15 საწარმო,
სახელმწიფო თანადაფინანსება 7.1 მლნ ლარს აღემატება.