Logo
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება

Published Date: 10/02/2023

გვსურს გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისას გვირაბში დაგროვდა მხუთავი გაზი, რამაც რამდენიმე მუშის გარდაცვალება და დაშავება გამოიწვია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბებს“ უკვე განვუმარტეთ, მსგავსი ფაქტის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არ ადასტურებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მივმართავთ კომპეტენტურ ორგანოებს, სტატიაში მითითებული გარემოებების შესწავლის მიზნით.