პარასკევს, 26 აპრილს, 14.00 საათზე, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის
პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-
იანი მაგისტრალური გზის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიება იგეგმება.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების
დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის
დირექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.