თანდილაშვილმა „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ“ კანონპროექტში ცვლილება საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. აღნიშნული
ცვლილების აუცილებლობა ბუნებრივი გარემოს დაცვისა და ტყის ეკოსისტემის
შენარჩუნების გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარეა განპირობებული.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ტყის
პათოლოგიური კვლევა განხორციელდა, რომელმაც გამოავლინა წიწვოვანი ტყეების მძიმე
სანიტარული მდგომარეობა. კერძოდ, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის გარკვეულ
მონაკვეთებში დაფიქსირდა ნაძვისა და სოჭის ხეების მასობრივი ხმობა, რაც მავნებლების,
სოკოვანი დაავადებების და კლიმატის ცვლილების ერთობლივი ზემოქმედებითაა
გამოწვეული.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდინარე წელს ჩატარებული მონიტორინგის
შედეგად, ტყის მასივების დაახლოებით 30%-ზე მეტი უკვე დაზიანებულია და ხმობაშია
შესული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2022 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე მომხდარმა
ხანძარმა მნიშვნელოვნად გააუარესა ეკოსისტემის მდგრადობა და გაზარდა დაავადების
გავრცელების არეალი.
საფრთხე, რაც აღნიშნული პროცესის შეუჩერებლობის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას,
უკავშირდება, ნაკრძალის ტერიტორიაზე, როგორც ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას და
მასშტაბურად დაავადების გავრცელებას, ისე სტიქიური მოვლენების, მათ შორის, ხანძრის
რისკების ზრდას.
მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია აქტიური
მენეჯმენტი, რაც ნიშნავს, რომ ტყის აღდგენა და მავნებლებისგან დაცვა ამ კატეგორიის
ტერიტორიებზე ვერ ხორციელდება. შესაბამისად, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს
დროული რეაგირება და ეკოსისტემის დაცვა, კანონპროექტი ითვალისწინებს ბორჯომის
სახელმწიფო ნაკრძალის 283 ჰა ფართობისთვის სტატუსის შეცვლას და მისთვის ეროვნული
პარკის სტატუსის მინიჭებას. ეს გადაწყვეტილება სააგენტოს მისცემს უფლებას
განახორციელოს აქტიური და მიზნობრივი მენეჯმენტი ტყის დაცვისა და აღდგენის
მიმართულებით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ეკოსისტემურად
უმნიშვნელოვანესი, ხელუხლებელი ტერიტორიების დამატებას სახელმწიფო ნაკრძალის
სტატუსის ქვეშ. კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბორჯომის უბნის 302 ჰა
ფართობის მქონე ხელუხლებელ ტერიტორიებს, რომლების ნაკრძალის მომიჯნავედაა,
მიენიჭება ნაკრძალის სტატუსი, რაც დამატებით უზრუნველყოფს ეკოლოგიური ბალანსის
დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი
www.mepa.gov.ge
info@mepa.gov.ge
+995 32 2378009
2
აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული
ტერიტორიების მდგრადი მართვისა და უნიკალური ბუნების შენარჩუნებისთვის.
ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით, დაცულ ტერიტორიებზე სისტემატურად
ხორციელდება კვლევა-მონიტორინგი ტყის პათოლოგიური მდგომარეობის კუთხით,
როგორც პირდაპირი დაკვირვების გზით, ასევე ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით.
მსგავსი ტიპის ღონისძიებების მიზანი დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყის
ეკოსისტემების დაცვის და მდგრადი მართვის უზრუნველყოფაა.