Logo
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

Published Date: 13/07/2023

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰიდეკი იშიძუკას შეხვდა.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

ლაშა ხუციშვილმა იაპონელ დიპლომატს მიულოცა საქართველოში მისიის დაწყება და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ წარმატებით გაგრძელდება. 

მრავალი წელია იაპონიის მთავრობა ქვეყანას ეხმარება როგორც შეღავათიანი სასესხო ინსტრუმენტებით, ისე არასაპროექტო გრანტებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით.