Logo
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

Published Date: 06/06/2023

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ფილიპ როუზს (Philip Rose) შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა. ყურადღება დაეთმო 2024 წლის მაისში, თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის  ორგანიზაციულ საკითხებს.