Logo
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2023 წლის  ეკონომიკური ზრდისგანახლებული პროგნოზი 6,5%-ია

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2023 წლის ეკონომიკური ზრდისგანახლებული პროგნოზი 6,5%-ია

Published Date: 18/09/2023

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ფინანსთამინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განცხადება გააკეთა 2023 წლის ბიუჯეტში შესატანცვლილებებზე და ისაუბრა იმ ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, რამაცქვეყანას საშუალება მისცა მიეღო დამატებითი შემოსავლები და ეს თანხებიმიემართა იმ მიმართულებებზე, სადაც გამოიკვეთა დამატებითი დაფინანსებისსაჭიროება.მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ტენდენციებიკვლავ პროგნოზირებულზე მაღალი იყო. როგორც მან აღნიშნა, ექსპორტის მოცულობა წინა წლის 6 თვესთან შედარებით,19,3%-ით გაიზარდა და 3,1 მლრდ დოლარი შეადგინა, ტურიზმიდან მიღებულიშემოსავლები გაიზარდა 57,9%-ით და 1,8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც23,9%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე პერიოდის) პირველი ნახევრისმაჩვენებელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 10%-ზე მეტად და1,1 მლრდ დოლარი შეადგინა, წლის პირველ ნახევარში ქვეყნის რეალურმაეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა.„სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ მიერ მიღებულიგადაწყვეტილებით, წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის განახლებულიპროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა, მთლიანიშიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და განისაზღვრება 3,3%-ის ოდენობით, ასევე, შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და2,6%-ს შეადგენს, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაგანისაზღვრება 78,8 მლრდ ლარის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადოშემოსავლები განისაზღვრება 19,4 მლრდ ლარის ოდენობით, უცვლელიაბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა და მშპ-ის 2,8%-ია, რაც შეეხება მთავრობისვალის მაჩვენებელს, ის კვლავაც 40%-ზე დაბალ ნიშნულზეა მშპ-სთანმიმართებით და დაახლოებით, მშპ-ის 39,6%-ია“, - განაცხადა ფინანსთამინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმიურიმაჩვენებელი იზრდება 835,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 21 640,0 მლნლარის ოდენობით, მათ შორის: საგადასახადო შემოსავლები, ჯამში, იზრდება 520,0 მლნ ლარით და 19410,0 მლნ ლარს შეადგენს.  გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად შეადგენს 2 230 მლნ ლარს(იზრდება 315,0 მლნ ლარით); პრივატიზაციის მაჩვენებელი უცვლელია და 350,0 მლნ ლარს შეადგენს;

ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) 420,0 მლნ ლარსშეადგენს. ლაშა ხუციშვილმა, ასევე, ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც დაგეგმილიასაბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები. მისი თქმით, 20 მლნ ლარით იზრდება რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და თანხები ძირითადადმიმართული იქნება სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებისდასაფინანსებლად, როგორც რაჭაში, ისე გურიაში.„ყველაზე დიდი მოცულობით - 250 მლნ ლარით, იზრდება ოკუპირებულიტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს დაფინანსება, საიდანაც 75,0 მლნ ლარი მიიმართება პენსიებისადა კომპენსაციების დასაფინანსებლად. 8,0 მლნ ლარი - მაღალმთიანდასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატისდასაფინანსებლად, 120,0 მლნ ლარი დამატებით გამოყოფილია ჯანდაცვისპროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის, გათვალისწინებულია ახალიპროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობისსაზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯებიც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს დაფინანსება იზრდება 47,0 მლნ ლარით და უდიდესი ნაწილი -34,8 მლნ ლარი მიიმართება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისპროგრამის დაფინანსებაზე, ასევე, 10,5 მლნ ლარით იზრდება მოსწავლეებისტრანსპორტირების ხარჯები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება23,0 მლნ ლარით, საიდანაც დიდი ნაწილი - 20 მლნ ლარიგათვალისწინებულია ანაკლიის პორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისმშენებლობის დაწყებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიხარჯება, ხოლო3,0 მლნ ლარი მიიმართება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.ლაშა ხუციშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება40,0 მლნ ლარით. 10,0 მლნ ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროსბიუჯეტი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებაიზრდება 34,0 მლნ ლარით. „40,0 მლნ ლარით იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დააღნიშნული თანხები მოხმარდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოღონისძიებებს, მათ შორის, კომპენსაციების გაცემას. სტიქიის მიმართულებით,ასევე, იზრდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისმოცულობა 100,0 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება, როგორცახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიმომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები; ჯამში - სტიქიის2

სალიკვიდაციო სამუშაოებზე მიიმართება, დაახლეობით, 100 მლნ ლარი“, -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხებიმცირდება 100,0 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია ეროვნული ვალუტისგამყარებით გასულ პერიოდთან შედარებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება 21,2 მლნ ლარისოდენობით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებისელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურებისხარჯების ნაწილობრივი დაფინანსებისათვის.„ეს არის მიმდინარე წლის ხარჯი. 2024 წელს ამ მიმართულებით გამოიყოფადამატებითი თანხები, როგორც არჩევნების პროცესისთვის, ისე სხვასაჭიროებებისთვის, იმისთვის, რომ სრულყოფილად ჩატარდეს არჩევნებიელექტრონულ ფორმატში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშახუციშვილმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებისპროექტი გადაეგზავნება პარლამენტს განსახილველად. „რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, გრძელდება მუშაობა, პირველადი ვარიანტიპარლამენტში წარდგენილი იქნება მიმდინარე თვის ბოლოს, მეორე წარდგენაიქნება 5 ნოემბერს, სადაც უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილისაზოგადოებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა