Logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა მოწესრიგდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა მოწესრიგდა

Published Date: 11/09/2021

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ატარებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ლეკიანის დამშრობ მასივზე სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები დასრულდა.

სოფელ ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები მოწესრიგდა, ჯამში 11 კილომეტრი. შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რამაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღადგინა.

სადრენაჟე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით განახორციელა.