Logo
ნინო თანდილაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ნინო თანდილაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

Published Date: 26/11/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო

თანდილაშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის

მოადგილემ, რადიმ სრშენსიმ შეხვედრაზე სოფლის განვითარების პოლიტიკის

საკითხები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) ევროპული LEADER

მიდგომით ფუნქციონირების მეთოდები, სოფლის განვითარების საქმეში

ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა და ადგილობრივი ფერმერების

შესაძლებლობების გაძლიერების გზები განიხილეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩეხ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა

გადაუხადა.

„ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან წარმატებული თანამშრომლობა

გვაკავშირებს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის სფეროში.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ დაცული

ტერიტორიების გაფართოებისა და ახალი მართვის სისტემის დამკვიდრების

მიმართულებით; ასევე, სააგენტო ჩვენი აქტიური პარტნიორია ევროკავშირის

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის

(ENPARD) ფარგლებში. დღეს ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ,

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან

დაკავშირებით ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, ველოდებით

პოზიტიურ გადაწყვეტილებას დეკემბერში და ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების, მათ

შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა

ნინო თანდილაშვილმა.

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება

გაამახვილა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერის კიდევ

უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის

პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

შეხვედრას ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროგრამების განვითარების

ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა ესწრებოდა.