Logo
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით არაქართულენოვან სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით არაქართულენოვან სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Published Date: 16/12/2024

მომხმარებლის უფლებების დაცვისა და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე, ორი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა 12 და 13 დეკემბერს, თბილისის #98 და გარდაბნის #4 სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა, რომელსაც GCCA-ის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.   შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე დეტალური პასუხები მიიღეს. კერძოდ, სკოლის მოსწავლეებმა GCCA-ის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად მიმოიხილეს - რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინონ ადგილზე და ონლაინ ყიდვის დროს, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ.