საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან თებერვლის თვის ჩათლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 137 განაცხადი დაფიქსირდა.
აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 4 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 9 700 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 23 საქმეზე - 21 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 27% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 94%-ით თბილისი ლიდერობს, ხოლო შემდეგ ადგილებს იმერეთი იკავებს.
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 42, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 39, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 26, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 7, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 7, ხოლო სხვა დანარჩენი 16.
საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, მშენებლობა 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ს.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 598 05 4422.