Logo
მარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

მარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

Published Date: 12/11/2025

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს.

„შეძრწუნებული ვარ მომხდარი ტრაგედიის გამო - ვიზიარებ თურქი ხალხის მწუხარებას და პირადად ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას და თითოეულ მოქალაქეს. დაიღუპა 20 ადამიანი - ეს უდიდესი დანაკარგია მთელი თურქეთისთვის, ამ მძიმე დღეებში ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია მარიამ ქვრივიშვილის სამძიმრის ტექსტში.