Logo
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

Published Date: 10/04/2023

2023 წლის 9-17 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კომერციის დეპარტამენტში, აშშ-ის ხაზინაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე  ბო ლის. 

ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

დაგეგმილია ლაშა ხუციშვილის გამოსვლა მაღალი დონის დისკუსიაზე: „გლობალური რისკების დაძლევა - სახელმწიფო ვალის მართვის შესაძლებლობების განვითარება“.

მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.