სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, საერთაშორისო პროფესიულ ტესტირება წარმატებით გაიარეს.
ტესტირება ეხებოდა: კოაგულასა დადებითი სტაფილოკოკის აღმოჩენა რძის ფხვნილში.
საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია კოაგულასა დადებითი სტაფილოკოკის იდენტიფიკაცია, რაც სურსათის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 100%-ით შეასრულეს.
პროფესიული კომპეტენციის ტესტირება სურსათის ანალიზის შესრულების შეფასების ორგანოს (FAPAS) მიერ ჩატარდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge