Logo

ქუთაისში, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარებისპროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა მოეწყო

Published Date: 02/08/2023

კომპანია „ვათაგის“ მიერ ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონებისინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერითშექმნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისმინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და იმერეთისრეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს. „ქვეყნის მასშტაბით, 4 საპილოტე რეგიონში 48 საწარმო დაფინანსდა. მათშორის არის როგორც ახალი, ასევე გადაიარაღებული საწარმოები.სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიცია 20 მლნ ლარს აღწევს. ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარებისპროგრამა“ და სხვა მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვანი ხელშემწყობიარეგიონებში სოციალ-ეკონომიური წარმატებისთვის, სამუშაო ადგილებისშექმნისთვის, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობისგაზრდისთვის. „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარებისპროგრამა“ საკუთარ წვლილს შეიტანს სამიზნე რეგიონების ეკონომიკური ზრდისმაჩვენებელში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისმინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ. კომპანია „ვათაგმა“ თანამედროვე სტანდარტებით) აღჭურვილი სამაცივრემეურნეობის მოსაწყობად) 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათშორის, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ფარგლებში მიღებული სესხის ოდენობა 640,000 ლარია; პროგრამისფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 384,000 ლარსშეადგენს. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა რძის პროდუქტების შენახვისშესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 60 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქციაგანკუთვნილია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის. „საშუალება გვქონდა გვენახა, თუ როგორ მუშაობს ერთ-ერთი კერძო ბიზნესი,რომელმაც ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონებისინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ ისარგებლა. აღსანიშნავია, რომამ პროგრამის ფარგლებში 400 ბიზნესი დაფინანსდა და რაც ყველაზემნიშვნელოვანია, ეს იყო ინტეგრირებული მიდგომა, რაც გულისხმობდა არამხოლოდ კერძო ბიზნესის მხარდაჭერას, არამედ საგზაო ინფრასტრუქტურისმოწყობას“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებულიგანვითარების პროგრამას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტრო მართავს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოებისსამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოსოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნას,არსებული საწარმოების გაფართოებას ან გადაიარაღებას.