Logo
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებიან

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებიან

Published Date: 17/05/2023

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და უწყების სხვა თანამშრომლები ლიეტუვაში, ქ.  ვილნიუსში. სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, ლიეტუვის კონკურენციის საბჭოში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.  შეხვედრა გაიმართა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და ლიუტუვის კონკურენციის საბჭოს ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან, იოლანტა ივანაუსკიენესთან. სადაც ორი ქვეყნის კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობის კარგ გამოცდილებას გაესვა ხაზი.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის არის: კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიან მექანიზმები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, სახელმწიფო უწყებების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების ფაქტები და მოკვლევის პროცესის ეფექტურად  წარმართვის პრაქტიკული მაგალითები. 

შეხვედრები შედგა: საჯარო შესყიდვების ოფისში, უზენაეს სასამართლოში, ეროვნული აუდიტის ოფისში, ენერგეტიკის მარეგულირებელ ნაციონალურ საბჭოში, კომუნიკაციების მარეგილირებელ უწყებაში.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING“-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის  ფარგლებში კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს - ლიეტუვის და  ავსტრიის კონკურენციის უწყებები უწევენ.

ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში,  დაგეგმილია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრები სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან.