საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.
კეთილდღეობის გრძელვადიანი, 10-წლიანი გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო სამი მიმართულებით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში. 2013-2023 წლებში საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა.
დაცულობის და უსაფრთხოების რეიტინგის ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა. ამ პერიოდში სარეიტინგო პოზიცია საქართველომ 46 ადგილით გაიუმჯობესა.
საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზე გავიდა, პოზიციის 25 ადგილიანი წინსვლით.
საცხოვრებელი პირობების ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო ასევე მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოს რეიტინგი 19 პოზიციით გაუმჯობესდა.
„კეთილდღეობის ინდექსს“ და შესაბამის ანგარიშს ბრიტანეთის მოწინავე ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აქვეყნებს. ორგანიზაცია გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს :
- დაცულობა და უსაფრთხოება;
- პერსონალური თავისუფლება;
- მმართველობა;
- სოციალური კაპიტალი;
- საინვესტიციო გარემო;
- სამეწარმეო კონდიცია;
- ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა;
- ეკონომიკის ხარისხი;
- საცხოვრებელი პირობები;
- ჯანმრთელობა;
- განათლება;
- ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია).
იხილეთ ბმულები: