რიკოთის მასშტაბი მოსამზადებელი და საპროექტო
სამუშაოებიდანაც იგრძნობოდა, მასში ჩართული იყვნენ ცნობილი და
დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო საპროექტო
კომპანიები. მხოლოდ გზის პროექტირებაზე 140-მა უცხოელმა და
ქართველმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა იმუშავა, მშენებლობის
ყოველდღიურ ზედამხედველობას კი, 146 სპეციალისტი
უზრუნველყოფდა“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღმოსავლეთ-
დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის)
შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან
მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებში
ჩართულია 10,000-ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 70% საქართველოს
მოქალაქეა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რიკოთის უღელტეხილის რთულ რელიეფზე
საერთაშორისო სტანდარტების 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის
მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო
მაგისტრალის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამ
საგზაო მიმართულების განვითარება საქართველოზე გამავალი შუა
დერეფნის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საშუალებას
იძლევა, რაც გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას და შესაბამისად,
ინვესტიციებს.
ირაკლი ქარსელაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საერთაშორისო პარტნიორებს-
ევროპის საინვესტიციო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, მსოფლიო
ბანკს, კონტრაქტორ ორგანიზაციასა და მათ სპეციალისტებს,
კოლეგა სამინისტროებს, სახელმწიფო უწყებებს და საავტომობილო
გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ ამ
უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება შეუძლებელი
იქნებოდა მათ გარეშე.