„ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 67 სკოლის მშენებლობა, საიდანაც 52 სკოლა უკვე დასრულებულია და წლის ბოლო, სულ, 60 სკოლა იქნება დასრულებული. მომდევნო სექტემბრისთვის კი, უკვე დარჩენილი 7 სკოლაც იქნება აშენებული. ასევე, მაღალი ჩართულობაა სარეაბილიტაციო სკოლებთან მიმართებაში. მიმდინარეობს 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, საიდანაც წლის ბოლოსთვის 50 სკოლა დასრულდება, დარჩენილი სკოლების რეაბილიტაციას კი, შემდეგ წელს დავასრულებთ,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუსაოების დათვალიერებისას განაცხადა.
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტი 2,9 მილიონი ლარით აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
750-მე მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები, კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორიაც. შენობაში დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.
„ქუთაისის მე-14 სკოლა გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მისი რეაბილიტაცია შენობის აუთენტურობის დაცვით მოხდება. თუმცა, ამავდროულად გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფუნქციური ელემენტის და საინჟინრო ქსელების მოწყობა - გათბობის, ვენტილაციის, ხანძარქრობის სისტემა. ეს სკოლაც, ისევე როგორც ყველა სხვა სკოლა იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. სამუშაოები ითვალისწინებს სპორტული ინფრასტრუქტურის როგორც რეაბილიტაციას, ისე ახალი დახურული და ღია ტიპის სათამაშო მოედნების მოწყობას. ყველა ჩვენს მიერ აშენებული და რეაბილიტირებული სკოლა არის ჩვენი ბავშვებისთვის ქმნის საუკეთესო განვითარების და ღირსეული სწავლის პირობებს. სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუსაოები 2022 წელს დასრულდება.