საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 13.5%-ის ანუ 158.7 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.
სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 1 331.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (1 172.4 მლნ ლარი) 158.7 მილიონი ლარით მეტია.
სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 250.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 6 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2023 წლის 6 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 870.7 მილიონი ლარი (გეგმის 115%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 235.6 მილიონი ლარი (გეგმის 105%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 203.4 მილიონი ლარი (გეგმის 117%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 17.3 მილიონი ლარი (გეგმის 121 %).