Logo
გიორგი ხანიშვილი კონფერენციას „პროფესიული სწავლება აგროსექტორში“ დაესწრო

გიორგი ხანიშვილი კონფერენციას „პროფესიული სწავლება აგროსექტორში“ დაესწრო

Published Date: 20/07/2022

ხანიშვილი კონფერენციას „პროფესიული სწავლება აგროსექტორში“ დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ხანიშვილმა აგრარული დარგის პროფესიების შესასწავლად კვალიფიციური ცოდნის გაზიარებისა და ახალი ტექნოლოგიების ფლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილე პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

„მიუხედავად აგრარულ დარგში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, დარგი კვლავ განიცდის კადრების დეფიციტს. ჩვენი, როგორც ხელისუფლების და თქვენი, როგორც პედაგოგების ვალია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და კოორდინირებული თანამშრომლობით, სასოფლო-სამეურნეო პროფესიების პოპულარიზაცია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კონფერენცია პროფესიული უნარების კვირეულის ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. აგრარული მიმართულების უმაღლესი და პროფესიული სწავლების ხელშეწყობის შესაძლებლობების განხილვასთან ერთად, კონფერენციაზე საუბარი შეეხო განახლებული სასოფლო‐სამეურნეო ექსტენციის მნიშვნელობის საკითხებს.

გიორგი ხანიშვილმა პროფესიული სწავლების დონის გაზრდაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გაეროს განვითარების პროგრამას და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, პედაგოგები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.