Logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

Published Date: 26/11/2023

სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, აგროსასურსათო

პროდუქციის ექსპორტი, სასოფლო-სამეურნეო სექტორში თანამედროვე

ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარების გზები და სამხრეთ

კორეის სავაჭრო და ინვესტირების სააგენტოსთან (KOTRA) თანამშრომლობის

პერსპექტივები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში

სამხრეთ კორეის ელჩთან ლი იუნ იონგთან და KOTRA-ის დირექტორ ჯო

კიეკვონისთან გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება

გამახვილდა ღვინის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე; საუბარი შეეხო

მინერალური წყლის, ასევე, თხილის ექსპორტს და აღინიშნა, რომ საქართველო

მსოფლიოში თხილის ექსპორტის მაჩვენებლებით პირველ ხუთ ქვეყანაში შედის.

მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების

დანერგვის გზებზე, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით სამხრეთ კორეის

გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე განიხილეს გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის

საკითხიც. ყურადღება გამახვილდა დაცული ტერიტორიების პირველი

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში კორეის ეროვნული პარკების

ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ სპეციალურ სახანძრო

მანქანებზე, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო უახლესი სისტემით არის აღჭურვილი

და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე

მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის ფორმატში,

კორეის სავაჭრო და ინვესტირების სააგენტოსთან (KOTRA) სამინისტროს შესაბამისი

სამსახურების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს