Logo
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე - Alibaba.com ქართული კომპანიების განთავსება იწყება.     პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტ

Published Date: 15/08/2025

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ავტომომსახურების სექტორში, შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისთან’’ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 

კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

- შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად;

- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტში განთავსებულ საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და სხვა.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოსთან გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.