Logo
დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყლის სისტემები შენდება

დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში წყლის სისტემები შენდება

Published Date: 20/09/2021

ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს ქალაქისა და 15 სოფლის -ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვებას, ოზაანის, აბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას.

ამ დროისთვის, ქალაქ დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. გარდა ამისა, სეზონურად დებიტის სიმცირიდან გამომდინარე მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ცენტრალიზებული სისტემა. დაგეგმილია რეზერვუარების, ჭაბურღილების, სატუმბო სადგურებისა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობები.

დედოფლისწყაროს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკუთარი რესურსები არ გააჩნია. გამომდინარე აქედან, პირველად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ისტორიაში, გაკეთდება დალის წყალსაცავიდან 38 კილომეტრზე მაგისტრალური მილით დედოფლისწყაროში წყლის აყვანა და ასევე, მთელ ამ მანძილზე ახალი ელექტომაგისტრალის გაყვანაც.

ჯამურად, ამ პროექტებს 58 მილიონი ლარი მოხმარდება, მათი დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.