Logo
ახალი სახელმძღვანელო “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში” ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში (პროექტი N101083295-CSREUERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH)

ახალი სახელმძღვანელო “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში” ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში (პროექტი N101083295-CSREUERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH)

Published Date: 23/03/2024

ახალი სახელმძღვანელო “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში” ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში (პროექტი N101083295-CSREUERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH)

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლარისა თაკალანძის მიერ მომზადდა სახელმძღვანელო “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში” ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (101083295-CSREUERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH) ფარგლებში (DOI: 10.5281/zenodo.10775964). სახელმძღვანელოში კომპლექსურადაა გადმოცემული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ძირითადი თეორიულ - მეთოდოლოგიური საკითხები, განზოგადებული და გაანალიზებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის გამოცდილება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის პოლიტიკას CSR-ის სფეროში, სოციალური პასუხისმგებლობის თავისებურებებს ევროკავშირის ქვეყნებში და საუკეთესო პრაქტიკის ქართულ კომპანიებში ადაპტირებას ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით. სახელმძღვანელო გამიზნულია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, პედაგოგებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის. იგი საინტერესო იქნება სამეწარმეო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის (CSR მენეჯერებისთვის) და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. სახელმძღვანელოს ზოგიერთი პარაგრაფის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ჟან მონეს მოდულის “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (101083295-CSREU-ERASMUS-JMO2022-HEI-TCH-RSCH) ფარგლებში გათვალისწინებული საზაფხულო სკოლის მოწვეულმა პროფესორებმა და ექსპერტებმა: 3.1 - ნინა დიდენკო (პროფესორი, შუპიკის ჯანდაცვის ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინა), 1.2, 5.1, 5.2 (მდგრადი განვითარება, მწვანე ეკონომიკა), თავი VI - ლელა ხოფერია (CSR ექსპერტი, საქ. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG, https://csrgeorgia.com) 8.3 - ხათუნა ჩიკვილაძე (ექსპერტი, საქ. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია) 8.4 - ხატია ბასილაშვილი (ექსპერტი, საბუკო-ბუნების კონსერვაციის საზოგადოება), 9.3 - ჟანეტა სიმანავიჩაინე (პროფესორი, მიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ლიეტუვა), 13.1- გვანცა ფაცაცია (CSR ექსპერტი, CSRDG).

Link https://zenodo.org/records/10775964

The text-book “CSR in the European Union” was developed within the framework of the Jean Monnet Module of the Erasmus+ Program (project N101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH)

The text-book “Corporate Social Responsibility in the European Union” (author Professor Larisa Takalandze) was developed at the Sokhumi State University within the framework of the Jean Monnet Module of the Erasmus+ Program (101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH) (Acronym: CSREU, Project period: 2022 - 2025) (DOI: 10.5281/zenodo.10775964). The textbook comprehensively discusses the main theoretical and methodological issues of Corporate Social Responsibility (CSR), generalizes and analyzes the European Union experience; special emphasis is made on the European Union's Policy in the field of CSR, peculiarities of social responsibility in the EU countries and adaptation of the best practices in Georgian companies. The book is intended for the students, teachers and researchers of Higher Educational institutions. It will be interesting for a business practitioners (CSR managers) and wide range of readers interested in these issues. The invited Professors and Experts of the Summer School within the framework of Jean Monnet Module (Project No. 101083295-CSREUERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH) took part in the elaboration of some paragraphs of the text-book: 3.1 – Nina Didenko (Professor, Shupyk National Healthcare University (Ukraine), 1.2, 5.1, 5.2 (Sustainable Development, Green Economic), Topic VI - Lela Khoperia (CSR Expert, Center for Strategic Research and Development of Georgia (CSRDG), https://csrgeorgia.com), 8.3 - Khatuna Chikviladze (Expert, Advisor to the Director of the Solid Waste Management Company) 8.4 - Khatia Basilashvili (Expert, Sabuko – Society for Nature Conservation, Georgia), 9.3 - Zaneta Simanaviciene (Professor, Mykolas Romeris University, Lithuania), 13.1- Gvantsa Patsatsia (CSR Expert, CSRDG, Georgia).

Link https://zenodo.org/records/10775964