საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ხორვატიის კონკურენციის სააგენტოს პრეზიდენტმა, მირტა კაპურალიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს - კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია ქ. ბარსელონაში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.