News
მარიამ ქვრივიშვილი: „პარაგრაფ თაბორი“ ეპოქის სიმბოლო გახდება, როგორც საქართველოს გონივრული, მშვიდობიანი და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გამოხატულება“
Published Date: 2025-10-30
ვახტანგ ცინცაძე: „მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება, რასაც ხელს უწყობს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები“
Published Date: 2025-10-30
მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები განიხილა
Published Date: 2025-10-29
თამარ იოსელიანი: „2025 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - მგზავრთნაკადი 14%-ით, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა“
Published Date: 2025-10-29
„რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობა საქართველოს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, აქტიურად ვმუშაობთ საზღვრისპირა ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ქსელების ურთიერთდაკავშირების გასაძლიერებლად. ეს გაზრდის სისტემის მდგრადობას, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის უკეთ ინტეგრაციას და გაგვიხსნის ახალ ბაზრებს ელექტროენერგიის გაცვლისთვის. გვჯერა, რომ რეგიონული თანამშრომლობა აუცილებელია საერთო გამოწვევების დასაძლევად და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შესაქმნელად, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ საერთაშორისო ფორუმზე „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის“ (IFESD-14) სიტყვით გამოსვლისას.
ფორუმი გაეროს ხუთი რეგიონული კომისიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და ჩრდილოერთ მაკედონიის ენერგეტიკის, სამთო და მინერალური რესურსების სამინისტროს მასპინძლობით ქალაქ სკოპიეში მიმდინარეობს.
როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა ენერგოპოლიტიკის პრიორიტეტია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველო ახორციელებს პროექტებს ჰიდროენერგეტიკის, მზის და ქარის რესურსების ასათვისებლად, რაც ქვეყანას ეხმარება ნახშირბადის ემისიების შემცირებაში, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებასა და „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნაში. ინგა ფხალაძის თქმით, ასევე ხორციელდება ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვის პროგრამები ენერგოინტენსიურ დარგებში.
ფორუმის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის ენერგეტიკის, წიაღისეულისა და მინერალური რესურსების მინისტრთან, სანია ბოჟინოვსკასთან, უნგრეთის სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში პეტერ ჰოლიცასთან, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს ხელმძღვანელთან დარიო ლიგუტისთან და სხვა.
ინგა ფხალაძე: რეგიონული თანამშრომლობა აუცილებელია საერთო გამოწვევების დასაძლევად და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შესაქმნელად
Published Date: 2025-10-29
თამარ იოსელიანმა საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მინისტრის მოადგილესთან საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა განიხილა
Published Date: 2025-10-25
თამარ იოსელიანმა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან შუა დერეფნისა და საზღვაო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებები განიხილა
Published Date: 2025-10-24
რევაზ სოხაძემ ADB-ის ვიცე-პრეზიდენტთან ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა
Published Date: 2025-10-24
ინო ენუქიძე: მნიშვნელოვანია სემეკის როლი ქვეყნის ეკონომიკისა და რეგულირებადი სექტორების განვითარებაში
Published Date: 2025-10-23
მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ოფიციალურ მიღებაზე დელეგატებს უმასპინძლა
Published Date: 2025-10-21
არიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტთან შუა დერეფნის განვითარება განიხილა
Published Date: 2025-10-21
თამარ იოსელიანმა მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
Published Date: 2025-10-21