Logo
2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 18 138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 18 138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

Published Date: 24/01/2024

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 18 138 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 18 130 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 8  შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 3 მათგანი  კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, ხოლო 1 შემთხვევა შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება. რაც შეეხება დარჩენილ 4 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.

ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 40 597 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.