Logo
2022 წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი

2022 წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი

Published Date: 15/12/2021

მომავალ წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი. მათ შორის:

 •            სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილია 262 მილიონი ლარი, საიდანაც:

o             შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში გაცემული სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე მიიმართება 121 მილიონი ლარი;

o             გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს 18 მილიონ ლარს;

o             სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 45 მილიონი ლარი;

o             მრავალწლოვანი კულტურების გაშენების თანადაფინანსებაზე მიიმართება 27 მილიონი ლარი;

o             აგროდაზღვევის დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 12 მილიონი ლარი;

o             სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დაფინანსება შეადგენს 39 მილიონ ლარს;

  •              ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მიიმართება 270 მილიონი ლარი, მათ შორის:

o             სესხის სუბსიდირება და საგრანტო თანადაფინანსება - 118 მილიონი ლარი;

o             საკრედიტო-საგარანტიო სქემა - 120 მილიონი ლარი;

o             მცირე გრანტები და სხვა პროგრამები - 32 მლნ ლარი;

  •              ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობის კუთხით, გამოყოფილია 29 მილიონი ლარი, რომელიც მიიმართება, როგორც საგრანტო დაფინანსებისთვის, ასევე IT სპეციალისტების გადამზადებაში.